მცდარი აზრები,ბონსაის შესახებ

მცდარი აზრები, რომლებიც შესაძლოა გაუჩნდეთ დამწყებ ბონსაის მოყვარულებს.

პირველი რასაც ადამიანი გაიფიქრებს მშვენიერი მოყვავილე საკურას ბონსაის დანახვისას არის - ვაუ! რა მშვენიერია , მეც მინდა ასეთი . ამის შემდეგ ადამიანი იწყებს ძიებას როგორ და სად შეიძინოს ასეთი ხე . პირველად რასაც ზოგადი ინფორმაციით იგებს არის ის რომ ეს ხე არის იაპონური ... კიბატონო, ბონსაის კულტურა ნამდვილად იაპონურია, თუმცა ყველა ხე როდია იაპონური.

მცდარი აზრი 1- ბონსაი ჯუჯა ხის ჯიშია.

არა! ბონსაი არის ჩვეულებრივი ხე, ნებისმიერი ჯიშის თუ სახეობის ხე, რომელიც პროფესიოონალის მიერ არის  ისე გაზრდილი რომ შეინარჩუნოს მინიატურული ფორმა.ბუნებაში ძალიან ხშირად შევხვდებით ბუნებრივ ბონსაის (იამადორი) რომელიც , ქარის , მზის, წვიმის ან ბიოტური ფაქტორების - ცხვრის, ძროხის ან სხვა ცხოველის ზემოქმედების  შედეგად იქნა „დაჯუჯავებული“.

მცდარი აზრი 2. ბონსაის კეეთება სადიზმია რადგან მცენარეს აწამებენ!
იმის შემდეგ რაც ადამიანები ხშირად 1 საიტზე წაიკითხავენ მხოლოდ ინფორმაციას და ამით აკეთებენ დასკვნებს, როდესაც ნახავენ რა მეთოდებით ხდება მცენარის დაბალი, ჯუჯა ფორმის შენარჩუნება, ჰგონიათ რომ მცენარე ტკივილს განიცდის. ეს თავისთავად ძალიან მცდარი აზრია . მცენარეს არ გააჩნია ნერვული სისტემა, არც ტვინი რომელიც ამ ნერვულ იმპულსებს აღიქვამს . ერთადერთი რითად მცენარე სტრესს განიცდის ესაა მავნებლები, ზემეტი მზის სხივები, გვალვა ან ზედმეტი წყალი. რაზეც მას გააჩნია ადექვატური პასუხი . (გვალვის დროს ფოთლის ბაგეების დახურვა, ყინვის წინ ტოტების გამერქნება და ა.შ) როცა მცენარე სტრესშია და რაღაც ვერ აქვს წესრიგში ის არ ყვავის, ფოთლებს ყრის , მოკედ ყველას გინახავთ დასუსტებული და დაავადეული მცენარე. თუმცა შეხედეთ ბონსაის რომელიმე გამოიყურება უბედურად? რაც შეეხება მავთულის დახვევას . მავთულს ახვევენ არა მჭიდროდ , ისე რომ არ მოხდეს მცენარის ტოტის დაზიანება, ეს უბრალოდ მიმართულებას აზღლევს რა მხარეს გაიზარდოს ესა თუ ის ტოტი . ფესვების და ღეროს შეკრეჭა კი მგონი არც ისეთი სადიზმია, ბოლო ბოლო მცენარე ვერაფერს გრძნობს და ყველას გაგისხლავთ ალბათ ვაზი , ვარდი თუ შეგიკრეჭავთ დეკორატიული ბუჩქები. 

მცდარი აზრი 3 -იყიდება ბონსაის თესლი!
ადამიანი რომელსაც ახლად მოეწონება ბონსაი , იწყებს გზებს როგორ შეიძინნოს ის, მალევე იგებს რომ ისეთი ხის შეძენა როგორიც სურათებშია და უკვე ფორმირებულია საკმად ძვირი 500 ლარი მინიმუმ ჯდება. ამიტომ ეძებს თესლს და აქ მწარედ ტყუვდება, ონლაინ მაღაზიები გადავსებულია ისეთი განცხადებებით როგორიცაა - იყიდება ბონსაის თესლი ! იაპპონური ჯუჯა ხეების თესლი! იასამნისფერი ნეკერჩხლის იშვიათი თესლები! და ა.შ . ხალხო ეს არის ტყუილი. როოგრც აღვნიშნე ბონსაი არაა რაიმე განსაკუთრებული ჯიში, ეს საჭიროებს წლობით დაგროვილ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რომ შეიქმნას ჩვეულებრივი ხისგან  მისი მინიატურული ვარიანტი .  ასე რომ თუ თქვენ იყიდით თესლს იქიდან ან საერთოდ არ ამოვა არაფერი, ან თუ ამოვა ჩვეულებრივი, სწორტანიანი ხე რომელსაც თქვენი დიდი ძალისხმევა და საშუალოდ 20 -25 წელი დასჭირდება იმისთვის რომ მიიღოთ ის ხე რომელით თესლის შეძენისას ნახეთ ფოტოზე .

ხშირად დასმული კითხვები
სად ვიყიდოთ საქართველოში ბონსაი და რა ღირს ?
არის რამდენიმე წყარო მათ შორის იაფიანი 30 - 40 ლარის ფარგლებში, ჰოლანდიიდან ჩამოსული ე.წ ბონსაი, არის უფრმირებელი უბრალოდ ერთხელ გადაჭრილი ხეები რომლებიც ვიზუალურად წააგავს ბონსაის , იყიდება დიდ ჰიპერმარკეტებში როგორიცაა გორგია, დომინო,სათბური ჯეობოტანიკი და ფლორა ვესტლანდი (ქუთაისში). ხოლო თუ ნამდვილი ბონსაი გინდათ მიბრძანდით ბატონ ალექსანდრესთან, წერეთელზე გამოფენაზე პირველი პავილიონი . ან მიმართეთ  ფეისბუქ გვერდს Bonsai georgia .

როგორ გავზარდოთ ბონსაი?
ბონსაის გაზრდა საჭიროებს ამ საკითხის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რაც მხოლოდ წიგნებიდან მიიღება და არა საიტებიდან. თუ საბაზისო ინფორმაცია გაინტერესებთ , შეგიძლიათ მიმართოთ საიტს https://www.bonsaiempire.com/ აქ კარგადაა ახსნილი ყველა საჭირო  დეტალი დამწყებისთვის. ხელმისაწვდომია საიტი როგორც ინგლისურ ისე რუსულ ენაზეც . ასევე მოცემულია ბევრი იაპონელი ოსტატის( მასაჰიკო კიმურა, კუნიო კობაიაში და ა.შ ) ინტერვიუები და მასტერკლასები.

სად ავიღოთ ნერგები და როგორი?
ნერგები შეიძლება იყოს იამადორი (ბუნებრივად დაჯუჯავებული ხე მინდვრიდან ან ბინებიდან რომელიც არაუმეტეს 40 სმ სიმაღლისაა ) ან ნებისმიერი ხის დაბალი და სქელტანიანი ნერგი . შეგიძლიათ შეიძინოთ ღვია და ან სხვა მცენარე მაღაზიებში.

ქოთანი?
ქოთნის სერიოზული პრობლემებია საქართველოში, რადგან არ არსებობს არც ერთი მაღაზია რომელიც ქოთანს ყიდის , შესაბამისად , უნდა შევარჩიოთ დაბალი და განიერი ქოთანი რომელიც წააგავს მაინც ბონსის ქოთანს.

წიგნების ლინკები https://www.e-reading.club/bookreader.php/20952/Dhanda_-_Kul%27tura_BONSAI_-_Vyrashchivanie_karlikovyh_derev%27ev.html

http://salonsakurami.ru/wp-content/uploads/bonsay.pdf - ყველაზე კარგია დამწყებებისთვის თან ევროპული, ანუ ჩვენი ტყეების ხის ბონსაიზეა http://padabum.com/d.php?id=39828 - საიტზე წერია скачать книгу და მაქედან უნდა გადმოწეროთ.
ავტორი: ანი ციციშვილი 

 
 
19 February 0 3 655
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно