სცინდაპსუსი

მცენარე მიეკუთვნება ნიუკასებრთა ოჯახს და მოიცავს 25 სახეობას. წარმოადგენს ლიანებს და ძირითადად გავრცელებულია აზიის ს. აღ. ტროპიკებში. სახელი ბერძნულია და ნიშნავს - ხეს, რომელივ ჰგავს სუროს. თუმცა ხშირად მოყვარულებს ერევათ იგი ეპიპრემნუმში, რომელიც ასევე ნიუკასებრთა ოჯახში შედის. ბუნებრივ პირობებში იგი მძლავრ ლიანაა ნახევრად ეპიფიტი მცენარე, რომელიც ძლიერ ხეებს ეხვევა და ადის 15 მ სიმღლეზე. როგორ მის ნათესავ მონსტერას, მასაც აქვს საჰაერო ფესვები, რომლებითაც იგი ეჭიდება ხეებს და კილომეტრებზეც იზრდება. ფლორიდასა და შრი - ლანკაში მათ უზარმაზარი ტერიტორია უჭირავთ და მასთან ბრძოლაც უწევთ, როგორც პარაზიტ მცენარესთან. სახლის პირობებში იგი მხოხავ ლიანას წარმოადგენს მწვანე ან ჭრელი ფოთლებით, იგი სხვა ნიუკასებრთა მსგავსად 
ყვავილობს ტარო ყვავილედით, რასაც ყვავილსაფარი ფარავს. სახლში იგი ძალიან იშვიათად ყვავილობს, თითქმის არც კი. სამაგიეროდ, სხვა დადებითი თვისებები აქვს, როგორიცაა უპრეტენზიობადა მოვლის სიმარტივე.
ტემპერატურა: ოპტიმალურია 20-25 გრ, ზამთარში-ქვედა ზღვარი 12 გრ ია. იგი ჩრდილისამტანი და მეტიც, ჩრდილის მოყვარულია და მისი გაზრდა ფანჯრიდან მოშორებითაც შეიძლება. თუმცა სინათლე ჭრელფოთლიანი მცენარისთვის მეტად აუცილებელია,ვიდრე მწვანე ფოთლიანისთვის, რომ სიჭრელე შენარჩუნდეს. მთლად სიბნელეში კი მან შეიძლება ფოთლები სულ დაჰკარგოს.
მორწყვა: არც ისე ხშირად სჭირდება, მორწყვებს შორის მიწა 1/3 ზე უნდა გაშრეს. მეტი ხშირი და უხვი მორწყვა ფესვების ლპობას იწვევს.ჰაერის ტენიანობაზე კი იგი უარს არ ამბობს - და ოდნავ მომატებულ ტენიანობაზე კარგად გრძნობს თავს, თუმცა ეგუება სიმშრალესაც.ზოგჯერ მისი ფოთლების სველი ღრუბლით გაწმენდაც ესაჭიროება და არც თბილი შხაპით დაუშავდება რამე ზაფხულობით, ზამთარში კი მას გამათბობლიდან მოშორებით დგამენ.
გასხვლა: წელიწადში მისი სიგრძე 40 სმით მატულობს, ამიტომ ხშირად სჭირდება ფორმირება. ზოგჯერ აჭრიან ტოტებს და მათ დასაფესვიანებლადიყენებენ, ან ხშირად აწყვეტენ თავებს ტოტებს. ყველაზე ხშირად მცენარის ფორმირებას ახდენენ მისი ტოტების აკვრით საყრდენზე. ამისთვის იყენებენ თაღებს, კიბეებს ან პლასმასის ნახვრეტებიან მილებს, რაც ამოვსებულია  ნამიანი ხავსით დაგარს შემოხვეული აქვს  ქოქოსის ბოჭკოები. საჰაეროფესვებს მიმართავენ ნახვრეტებში დამატებითი საკვების და ტენისთვის.
კვება: კვებავენ 2-3 კვირაში ერთხელ თხევადი კომპლექსური სასუქით ნახევარი დოზით. ზამთარში კი 1 ან 2 თვეში ერთხელაც საკმარისია.
გადარგვა: ახალგაზრდა მცენარეს ყოველწლიურადრგავენ, მოზრდილს 2-3 წელიწადში ერთხელ თებერვალ-მარტში. ქოთანი უნდა იყოს დაბალი დაგანიერი. მიწა უნდა შედგებოდეს ფოთლოვანი, ტორფიანი, ნეშომპალიანი მიწის და  ქვიშისგან კერამზიტის დამატებით.
გამრავლება: ადვილად მრავლდება ტოტით.მოჭრილი ტოტები სწრაფად ფესვიანდება წყალში, მიწაშიც. საკმარისია ერთ ტოტზე 2-3 ფოთოლიმაინც იყოს, ტემპერატურა კი 22 გრ  და კარგიგანათება, ტოტს აჭრიან ირიბად, ამუშავებენ ფესვის სტიმულატორით, როდესაც მიწაში დებენ.ზემოდან აფარებენ ქილას ან პაკეტს, 2-3 კვირაში დაფესვოანდება. ასევე მრავლდება იგი გადაწვენითაც.
დაავადებები: მცენარე საკმაოდ მდგრადია დაავადებებისადმი. მაგრამ ზოგჯერ ესევა მწერი ან ავადდება არასწორი მოვლის გამო.
თუ ფოთლები ყვითლდება - აკლია სასუქი. თუ ფოთლებს წვერები უხმება - მცენარე ახლოს დევს გამათბობლებთან ან აკლია დანამვა.
ფოთოლი ცვივა - ორპირის, განათების და მორწყვის ნაკლებობის გამო, ღერები ლპება - ჭარბი მორწყვისას უფრო სიგრილეში.
ჭრელი ფოთოლი მწვანდება - არასაკმარისი განათებისას, მწვანე უფერულდება ან ლაქავდება - ჭარბი განათებისას. სოკოვან და ვირუსულ დაავადებებთან ბრძოლა ცოტა ძნელია, მაგრამ მცენარე სწრაფად გამოსწორდება, თუ პირობებს გამოუსწორებთ, მისი გამრავლებაც ადვილია ტოტებით. ასე, რომ ახალი მცენარის გაზრდაც არაა პრობლემა.
მწერებთან საბრძოლველად გამოიყენება აქტელიკი, მისი შესხურება 3-4 ჯერ შეიძლება.
სახეობები: მისი რამდენიმე სახეობა განსაკუთრებითპოპულარულია. ყველაზე გავრცელებულია - ოქროსფერი სცინდაპსუსი - ამპელური ლიანა, შეიძლება მისი გაშვება კედელზეც. ასემისი სიგრძე 2 მს გადაამეტებს კიდეც.  მისი კულტურული ფორმა საკმაოდ ლამაზია. მისი რამდენიმე ჯიშია - სულ მთლად თეთრი ფოთლებით: ყვითელი ფოთლებით, რაზეც მწვანე ლაქებია: სამფერა ფოთლებით - მუქი მწვანე, ღია მწვანედა კრემისფერის ნარევით.
მოხატული სცინდაპსუსი - ლიანა, რომლის ტოტები მეჭეჭებით იფარება, აქვს ტყავისებრი კვერცხის ფორმის ფოთლები მოკლე ყუნწზე,რომლებიც მუქი მწვანეა  ვერცხლისფერი ლაქებითმათზე. აქაც რამდენიმე ჯიშია - ვარიეგატული - მოკლე ფართო ფოთლებით, რაზეც წვრილი სწორიფორმის ლაქებია და საკმაოდ დიდი ფოთლებით, რომელზეც ვერცხლისფერი ფართო ლაქებია. 
 
19 February 0 2 294
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно