აკალიფა - მელისკუდა

მისი სამშობლო ავსტრალიის და ს.აღ. აზიის ტროპიკებია. მცენარეს ორიგინალური შესახედაობა აქვს - განსაკუთრებული ფერის ფოთლები და ლამაზი გრძელი თავთავისებრი ყვავილედები პოპულარულ მცენარედ ხდის მას. მისი სახელი  ძველბერძნულია და ჭინჭარს ნიშნავს მასთან ფოთლების მსგავსების გამო. გვარში 450 სახეობაა.
უმეტესობა მარადმწვანე ლამაზად მოყვავილე ბუჩქები ან ბალახოვანი მრავალწლიანებია, იშვიათად - ხეებიც.
მელისკუდას სახეობები 2 ჯგუფად იყოფა: პირველი  შედარებით გავრცელებულია, აქვს შებუსული წაწვეტებულად კვერცხისებრი კაშკაშა მწვანე ფოთლები. ყვავილობს წითელი ფუშფუშა ჩამოკიდებული გრძელი 50სმ მდე  თავთავა ყვავილედებით. ყვავილობა ხანგრძლივია.
მეორე ჯგუფი კი ლამაზი, ბრინჯაოსფერ მწვანე წითელ ლაქებიანი გრძელი 20 სმ მდე ფოთლებით, ყვავილობს წვრილი, 5-10სმ სიგრძის წითელყვავილიანი ყვავილედებით.
მოვლა: მცენარეს მოსწონს კარგი განათება, მაგრამ პირდაპირი მზე არ სჭირდება. განათების ნაკლებობისას მცენარე იწელება, ცუდად ყვავილობს, ფოთოლი კი სიჭრელეს ჰკარგავს. გაზაფხულზე შემოდგომამდე მას უხვად რწყავენ, ზამთარში - ნაკლებად. მას ჰაერის მაღალი ტენიანობა სჭირდება და ხშირად დანამვა უნდა.
იგი სითბოსმოყვარულია, ზაფხულში 20- 24 გრ, ზამთარში კი 16-18გრ ზე კარგად გრძნობს თავს, თუ ზამთარში შედარებით მაღალია ტემპერატურა, მას ხშირად რწყავენ.
მარტიდან შემოდგომამდე სჭირდება 2 კვირაში ერთხელ კვება სრული მინერალური ან ორგანული სასუქით. ზამთარში სასუქი არ უნდა.
მცენარე საკმაოდ სწრაფადმზარდია, ამიტომ  ფორმის მისაცემად ხშირად ტოტებს უმოკლებენ, ყოველწლიურად კი გასხვლაც უნდა - თებერვალში ზრდის დაწყებამდე. მას ტოტებს აჭრიან და მხოლოდ 25-30სმ სიგრძეს უტოვებენ. მერე კი რეგულარულად ნამავენ. მასთან მუშაობისას სიფრთხილეა საჭირო - იგი შხამიანი მცენარეა.
ახალგაზრდა მცენარეს ყოველწლიურად რგავენ, მოზრდილებს კი 3-4 წელიწადში ერთხელ. თუ დეკორატიულობას ჰკარგავს, ძველ მცენარეს ახალდაფესვიანებული ტოტებით ცვლიან. მიწა სჭირდება ნოყიერი მსუბუქი, წყალგამტარი. შემადგენლობა ასეთია - კორდის, ფოთლოვანი მიწა, ტორფი, ქვიშა თანაბარი პროპორციით.
გამრავლება: ხდება თესლით ან ტოტებით. თესლს თესავენ მარტში და აქვთ 20-22გრ ზე. ნათესის პიკირება ხდება კორდის ფოთლოვანი მიწის და ქვიშის ნარევში  1:1:1,2.
ტოტებით ეს 2 ჯგუფი სხვადასხვა დროს შეიძლება გამრავლდეს - მოყვავილეები - მარტში, დეკორატიულ-ფოთლიანები კი მთელი წლის განმავლობაში. იყენებენ ნახევრადგახევებუ ლ ტოტებს, მათ აფესვიანებენ ტორფნარევ ქვიშაში 20-22გრ ზე პერიოდული განიავებით და დანამვით. მეტი დეკორატიულობის მისაცემად შეიძლება რამდენიმე ტოტის ერთ ქოთანში ჩარგვაც. დარგვიდან 1,5 თვის შემდეგ ტოტებზე თავს აწყვეტენ დასაბუჩქად.
პრობლემები: ფოთლებზე ყავისფერი სველი ლაქები - ეს ფოთლების დაავადებაა ფოთლის ჭკნობა - მიწის გამოშრობის ან ზედმეტი მორწყვის გამო ასევე მძიმე სუბსტრატის შედეგი.
ფოთლების ფერის დაკარგვა - განათების ნაკლებობა იწვევს, ზამთარში სჭირდება ლუმინესცენტური ნათურების დაყენება.
მშრალი ყავისფერი ფოთლები - მშრალი ჰაერის ან მორწყვის დაკლების გამო.
ფოთლებზე მუქი ლაქები - ორპირის ან გადაციების შედეგად ან დაავადების გამოა. მცენარეს ემტერება აბლაბუდა ტკიპა, ბუგრი, ფრთათეთრა.
სახეობები: ჰაიტის მელიკუდა - ლათინურ ამერიკაში ცხოვრობს, ნიადაგმფენია გულისებრი ფოთლებით, თავთავა ყვავილედებით, სადაც წითელი ბუსუსა ყვავილები აქვს. გოდსეფის ჭრელფოთოლა მელიკუდა - ჰიბრიდია, ფოთლები წვრილი ლანცეტისებრი, ბრინჯაოსფერ- მწვანე წითელი ლაქებით. ბუსუსა მელიკუდა - მარადმწვანე ბუჩქი პოლინეზიიდან. იზრდებ ა 3 მ.მდე, ყვავილობს წითელი ბუსუსა თავთავა 50სმ იანი ყვავილედებით. კარგი მოვლით იგი მთელი წელი იყვავილებს. 
თარგმანი თ. სუპტაშვილის
    

19 February 0 1 157
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно