შროშანი

 შროშანები ძალიან ლამაზი ბოლქვიანი მცენარეებია, შესანიშნავიყვავილით, მათი მოვლისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
ბოლქვებს რგავენ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, ინახავენ სიგრილეში, ნახერხიან, სილიანან მიწიან ყუთში,, არ ინახება პოლიეთილენის პაკეტში.
დარგვამდე ბოლქვებს სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკისთვის დებენ ღია ფერის „მარგანცოვკაში“ 30 წთ,
დაბალი ჯიშები ირგვება 10სმ სიღრმეზე, დიდი მცენარეები კი 12-15 სმ ზე, ბოლქვის ზომისმიხედვით. დარგვამდე მიწას ურევენ მინერალურ სასუქს ან ნეშომპალას, ვერ იტანს ნაკელს,ბოლქვებს შორის დაშორება 20-25 სმ, დარგვის მერე ზემოდან  აყრიან მულჩად ტორფს, კომპოსტს, ასე ნიადაგში ინახებანესტი და სითბო, განსაკუთრებით შემოდგომით დარგულებს სჭირდებათ.
ადგილის შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ არ უყვართ მიწაში დაგუბებული წყალი, ღიაფერის ყვავილებიან მცენარეს მოსწონს კარგად განათებული უქარო ადგილი, მუქ ფერიანებიკი ნახევრადჩრდილშიც  კარგად გრძნობენ თავს.
მნიშვნელოვანია მათი სწორად მორწყვაც, ხშირ ნარგავში არ შეიძლება ბევრი წყლის  დასხმა, ცხელ ამინდში შეიძლება სოკო გაუჩნდეს  და მიწისზედა ნაწილი კიდეც მოკვდეს, თუმცა ბოლქვებიარ ზიანდება დიდად, მავნებლებიდან მცენარეს აზიანებს შროშანის ხოჭო და მისი მატლები, რომლებიც ჭამენ ფოთლებსდა კოკრებს, ხოჭო ნარინჯისფერ- წითელია 1სმ სიგრძის, კარგად ჩანს და ხელითაც აგროვებენ.თუ ბევრია, მცენარეს ამუშავებენ პრეპარატებით, მაგრამ ეს დეკორატიულობას ძლიერ აქვეითებს - ყვავილზე რჩება ლაქები, მცენარეს კი უსიამოვნოსუნი აქვს.
ზოგჯერ ემტერება შროშანის ბუზიც, ბუგრიც, მათ წინააღმდეგ იყენებენ ფიტოვერმს, აქტარას,აქტელიკს, კარბოფოსს
მის ბოლქვებს მიწაში ემტერება მახრა, ტრიპსები, მაისის ხოჭოს მატლები, ასევე ჭამენ
 მღრღნელებიც, მათაც ებრძვიან შესაბამისი პრეპარატებით
შროშანებს სჭირდებათ სასუქიც, ზრდის დაწყებიდან ყვავილობამდე შეაქვთ აზოტიანი და კომპლექსურიმინერალური სასუქი, ყვავილობის მერე სუპერფოსფატი და კალიუმის გვარჯილა, კარგად რეაგირებსასევე ნაცარზეც, რომელსაც ყრიან სეზონზე 3-4 ჯერ კვლებში, იგი ზრდის მცენარის 
მედეგობასდაავადებებისადმი.
მცენარის ყვავილის მოჭრისას ძირზე ტოვებენ საყვავილე ღეროს მესამედს, რომ ბოლქვი ნორმალურადიკვებოს. შემოდგომაზე გამხმარ მიწისზედა ნაწილს ჭრიან და გააქვთ ეზოდან.
  
17 February 0 2 475
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно