ბაღის ღიღილო - Centaurea

მისი ლათინური სახელი «Centaurea cyanus» „კენტავრის ლურჯ ყვავილს“ ნიშნავს. ლეგენდის მიხედვით. ჰერკულესის მიერ დაჭრილი კენტავრი ამ მცენარის  დახმარებით გამოჯანმრთელდა.
ძალიან ლამაზი ყვავილია, მკვეთრი ფერები გაზონსაც ამშვენებს და ხასიათსაც უცებ გამოგისწორებთ. არ სჭირდება ბევრი ყურადღება. ერთ ადგილზე წლობით იზრდება  და საკმაოდ დიდხანს ყვავილობს - მთელი ზაფხული.
სახეობები:
ბაღის ღიღილო - არის ერთ,ორ და მრავალწლიანი სახეობები. ყვავილები სხვადასხვა  ფერისაა - ცისფერი,იისფერი, ყვითელი,ვარდისფრითეთრი,
თეთრი
-შეტანილია წითელ წიგნში როგორ იშვიათი სახეობა.
მინდვრის - სარეველა მცენარეა, იგი ერევა ჭვავს, საშიშია ცხენებისთვის.
იზრდება საკმაოდ მაღალი - 1,2 მ მდე.
დარგვა - გამრავლება: ესაჭიროება მზიანი ადგილი, თუმცა იტანს ხის ჩრდილსაც. ერთწლიანები მრავლდება თესვით. სწრაფად ამოდის, კარგად იზრდება და ყვავილობს. მრავალწლიანებსხშირად ამრავლებენ ფესვის დაყოფით ან  დაკალმებით აგვისტოში, მოყვავილების მერე. თუმცა შეიძლება დათესვაც, გვიან შემოდგომაზე. რამდენიმედღეში ამოდის.
მორწყვა: ჭარბი მორწყვა არ უყვარს, უფროზომიერი უნდა, ზაფხულის წვიმა სრულიად საკმარისია, მხოლოდ ძალიან გვალვაში ირწყვება,
ნიადაგი: მოსწონს მსუბუქი სუგლინური ნიადაგი, ნეიტრალური დასაკმაოდ ფხვიერი. მჟავე ნიადაგში შეაქვთ კირი 1 სმ სისქეზე მიწის ზედა ფენაში  ან დოლომიტის ფქვილი, გვიან შემოდგომაზე.

 კვება:იმისთვის, რომ მან დიდხანს იყვავილოს, სჭირდება სასუქი. თვეში 2 ჯერ შეაქვთ 20-30 გრკომპლექსური სასუქი 1 კვ მ ზე, მაგრამ  ზედმეტიარ უნდა მოგივიდეთ, რომ ფოთლები არ გაუყვითლდეს. მრავალწლიანებს ასევე კვებავენ შემოდგომითაც ზამთარმედეგობის ასამაღლებლად.
გასხვლა: იმისთვის, რომ მცენარეს დეკორატიული შესახედაობა ჰქონდეს, იგი უნდა გაისხლას. სხვაგვარად მომდევნო წელს აღმოჩნდება მთელბაღში გაბნეული ღიღილოს ბუჩქები. არის მისი გასხვლის 2 მეთოდი  - მაღალი და დაბალი. პირველის შემთხვევაში ტოტებსაჭრიან ყვავილის ქვეშ, მეორეს დროს კი უტოვებენ დაახლოებით 10 სმ ს,
აავადებები: პრაქტიკულად არ ავადდება,თუ ზედმეტი მორწყვით არ მოუვიდა რამე. ერთწლიან ღიილოს ზოგჯერ მუქი ლაქბი უჩნდება,ეს ფუზარიოზია, მცენარეს ამუშავებენ ფუნდაზოლით, ან ძროხის ნაკელის სამდღიანი ნაყენით 1:1 ზე თანაფარდობით. შველის ასევე ნაცარი, რასაც აფრქვევენ ტოტებზე და ფოთლებზე.
მრავალწლიან მცენარეებს კი უბრალოდ აჭრიან დაზიანებულ ტოტებს და ფოთლებს და წვავენბაღს გარეთ.
სამკურნალო თვისებები: მცენარე შეიცავსბევრ მინერალს. ვიტამინს, ფლავინოიდებს კუმარინებს, აქვს შარდმდენი, ნაღვლმდენი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. იყენებენ ხველების,ნერვული სისტემის დაავადებების , ამენორეის სამკურნალოდ და ლაქტაცის გასაძლიერებლად.
ღიღილო ადვილი მოსავლელი, ლამაზი მცენარეა, იგი გაალამაზებს თქვენს ბაღს, ისე, რომდიდი შრომა არც დასჭირდება, ყვავილებს სამკურნალოდ იყენებენ,დამწყები მებაღისთვისიგი შესანიშნავი მცენარეა.
 
10 February 0 1 976
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно