იასამნის მოვლის 6 წესი

 იასამანს განსაკუთრებული სურნელი აქვს, რომელსაც სხვა მცენარეებშივერ აურევთ, მოსავლელად ყველაზე ადვილი ბაღის კულტურაა, კარგად ეგუება სხვადასხვა კლიმატს,ცხვრობს დიდხანს, ყინვა - და გვალვამძლეა, მინიმალური ყურადღების მიქცევით მცენარე უხვად იყვავილებს და დიდხანს შეინარჩუნებს სილამაზეს.
მცენარე ადვილად ეჩვევა ნებისმიერ მიწას, განათებას, მისი გამოყენება შესაძლებელია გაზონზეც, ყვავილნარშიც, ხეივანშიც. იმისთვის, რომ მან კარგად იყვავილოს, ყოველწლიური გასხვლა ესაჭიროება, ასევე მორწყვა, კვება. მისი მოვლა სულაც არაა რთული, მაგრამ რამდენიმემნიშვნელოვანი მომენტია გასათვალისწინებელი:
1. მორწყვა: მცენარე საკმაოდ გამძლეა,არ სჭირდება რეგულარული მორწყვა, მაგრამ არც მხოლოდ დარგვის მერე მორწყვით შემოიფარგლებაეს საქმიანობა. იასამანს რწყავენ მთელი ყვავილობის პერიოდში, აქტიური ზრდისას, თუ ნალექი ნაკლებია. ზაფხულში, მხოლოდ ძალიან ცხელ ამინდებში სჭირდება მორწყვა - გვალვას კი უძლებს,მაგრამ მისი დაცვა საჭიროა გადახურებისგან.
2. კვება: მას სხვადასხვაგვარი კვება სჭირდებადარგვისას და ზრდასრულობის დროს. მას არ კვებავენ დაფესვიანებამდე და ზამთრის დადგომამდე.დარგვის მერე პირველი წელი მას სასუქი  არ სჭირდება.გამონაკლისი - ძალიან ღარიბი მიწაა, მაშინ მიწაში წელიწადში 2ჯერ  დასჭირდება სასუქის შეტანა. ზამთრის დასრულებისას,როცა ახალი ტოტები იწყებს ზრდას, პირველად შეაქვთ სასუქი. მეორედ კი - ზაფხულის შუაში.მეორეწლიდან   ადრე გაზაფხულზე შეაქვთ აზოტიანი ან ორგანული სასუქი.
ზრდასრულ მცენარეს სხვაგვარად კვებავენ. 3-4 წლის მერე სეზონზე ერთხელ ადრე გაზაფხულზე შეაქვთ აზოტიანი სასუქი 50-60გრ. ზაფხულში ყვავილობის მერე ორგანული სასუქი, ნაცარიან ნაკელი. იასამნისთვის შესაძლებელია ორგანული და მინერალური სასუქის არევა. ახალგაზრდამცენარეებს ნაკელს აძლევენ, მოზრდილებს - ნეშომპალას, კომბინირებულად სასუქის შეტანისას მინერალურს ამცირებენ 30-40 გრ მდე.  სასუქიშექავთ მოღრუბლულ ამინდში ან საღამოს, მორწყვის ან წვიმის შემდეგ. შესაძლოა სასუქისპირდაპირ მოყრაც და წყალში გახსნაც.
3. გასხვლა: აქ ცოტა რთულადაა საქმე. მასყოველწლიური გასხვლა სჭირდება, რეგულარული წმენდა და ფორმირება. გასხვლას იწყებენ მესამე წლიდან. ერთი პროცედურა არაასაკმარისი, მას სამი სხვადასხვაგვარი გასხვლა სჭირდება:
 - ძირითადი გასხვლა - ყვავილობის სტიმულაციისთვის ყველა სახეობას სჭირდება. იმისთვის, რომ მომდევნო წელს ყვავილობა უხვი იყოს, მოყვავილებული ნაწილები დროულად უნდა მოშორდეს. მომდევნო საყვავილე კოკრები მას ახალ ტოტებზე უყალიბდება.ეს გასხვლა ზაფხულში, ყვავილობის მერე ტარდება.
 - გასაახალგაზრდავებელი გასხვლა - ეს სჭირდებაბებერ იასამანს. ეს გასხვლა გულისხმობს ზედმეტი ტოტების მოშორებას ყოველწლიურად. ტოვებენ 5-10 ძლიერ ტოტს, რომლებსაც სწორი მიმართულებააქვთ. ეს ხდება ადრე გაზაფხულზე. მაგრამ ზოგჯერ ეს არ კმარა და ძველი იასამნის გასაახალგაზრდავებლად ყველა ტოტს ჭრიან საკმაოდ დაბალზე. მომდევნო წელს მცენარე აღდგენას ანდომებს და ყვავილობას გამოტოვებს ან ძალიან ცოტა ყვავილი ექნება, თუმცა მერე ბუჩქის სწორი ფორმირებისას სულუფრო უხვი ყვავილობა ექნება.
 - გასხვლა ფორმირებისთვის - ძირითადად ეს გულისხმობსამონაყრის მოცილებას, ასევე სუსტი, ვარჯის შიგნით მიმართული ტოტების მოშორებას. ბაღში მცენარეს შედარებით მკაცრი ფორმა უნდა ჰქონდეს. ახალგაზრდა მცენარეს თავიდანვესწორ მიმართულებას აძლევენ. (ბურთისებრი, ქოლგისებრი ვარჯისთვის ქვედა ტოტებს აცლიან)
ღობეების და გვირაბებისთვის მცენარის თავს აჭრიან, გვერდითა ტოტებზე კი წელიწადში ორჯერტარდება გასხვლა.
შტამბად მისი ფორმირებისთვის მცენარეს ერთ ძლიერ ტოტს უტოვებენ და გვერდითა ტოტებს გამუდმებით აშორებენ, ტოტის თავზე კი ქმნიან ბურთისებრ ვარჯს. მერე კი ზრდასაც უზღუდავენ.
4. მიწის გაფხვიერება:  მიწა მის გარშემო მუდამ ფხვიერი უნდა იყოს, ჰაერდა წყალგამტარი.  სეზონზე 3-4 ჯერ სჭირდება გაფხვიერება და ამავდროულად სარეველების მოშორება. ეს ადრე გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს,სჯობს წვიმის ან კარგი მორწყვის შემდეგ. მიწა უნდა გაფხვიერდეს 4-7 სმ სიღრმეზე.
5. მულჩირება: ღეროს გარშემო მულჩის კარგიფენა ფესვთა სისტემას იცავს, მიწის ხარისხს ინარჩუნებს, მცენარეს იცავს გადახურებისგან,პირველად ეს ხდება დარგვისას. მულჩას ფენა 5-7 სმ უნდა იყოს. წელიწადში ორჯერ მას ცვლიან.მულჩად გამოდგება ტორფი, ნეშომპალა, კომპოსტი. პატარა ნერგებს ზამთარშიც სჭირდება ახალი 
დამცავი ფენა ტორფის ან ფოთლებისგან - 10სმ სიმაღლისა.
6. დაავადებები: მცენარე საკმაოდ მედეგია,თუმცა ზოგჯერ ავადდება ან მწერები შემოესევა გვალვის ან სიცხის გამო.  მისი განკურნება საკმაოდ რთულია, თუ დროულად არაღმოაჩენთ დაავადებას. ამიტომ მისი დათვალიერება რეგულარულადაა საჭირო, განსაკუთრებით  სეზონის მეორე ნახევარში.
ყველაზე ხშირად მას ფიტოფტოროზი  და ნაცარასოკო ემართება. ძლიერი დაზინებისას მას კარდინალური გადაჭრაც არ შველის. დაავადებასებრძვიან ფუნგიციდებით. მავნე მწერებიდან ხშირად გვხვდება ფოთლიჭამია მწერები და ტკიპა,მცენარე სწრაფად კარგავს დეკორატიულობას, მათ ებრძვიან ინსექტიციდებით. ვიწრო მიმართულებისპრეპარატები უმჯობესია, მაგრამ  დასუსტებულმცენარეს მერე ხშირად სხვა პრობლემა უჩნდება და სხვა მწერები სახლდება მასზე. 

 
07 February 0 4 447
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно