ასპირინი და კარტოფილის ნახარში

1 აბი ასპირინი გახსნილი 3-5ლ წყალში - საუკეეთესო საშუალებაა მცენარეების ინფექციებთან საბრძოლველად. ამ ხსნარს იყენებენ როგორც მოსარწყავად,ისე მცენარის დასანამადაც ასევე ასპირინის აბები უხდება ლარნაკში ჩადებულ მოჭრილ ყვავილებსაც. ასპირინი დადებით ცვლილებებს იწვევს მცენარის ფესვთა სისტემის,ღეროსა და ფოთლის შიგნით. მას უფრო ამტანს და ძლიერს ხდის, იგი უფრო ადვილად უმკლავდებადაავადებებს და მავნე მწერებს.
მცენარეებს ასევე ძალიან მოსწონთ სახამებელიც. იგი გროვდება მცენარის ფესვებში, ბოლქვებში,სახამებელი წარმოადგენს ენერგიის მარაგს მცენარისთვის, რასაც იგი „შავი დღისთვის“ ინახავს. ამიტომ შესაძლებელია ხანდახან მათი სახამებლიანი ხსნარით მორწყვა. ეს იგივე კარტოფილისნახარშია. მას შემდეგ, რაც კარტოფილი მოიხარშება, ამოიღეთ კარტოფილი, სითხე გააციეთ, გადაწურეთ, გააზავეთ 1:1 და გამოიყენეთ, მოსარწყავად. ამ ხსნარის გამოყენება ასევე შეიძლება ეზოს მცენარეებზეც, მართალია, ეს მცირე რაოდენობაა, თუმცა შედეგი მაინც დადგება- ასე, 2-3 თვეში. 

 
06 February 0 11 381
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно