მილეს რძიანა - ქრისტეს გვირგვინი


იგი სუკულენტია და საკმაოდ უპრეტენზიოა, ხალხი მას ქრისტეს გვირგვინს ეძახის, ალბათ ღერზე გრძელი უხეში ეკლების გამო. არსებობს მითიც, რომ ეს სახეობა ახლო აღმოსავლეთში ხარობდა და სწორედ მისგან დაამზადეს  ეკლიანი გვირგვინი.
მისი ოფიციალური სახელი დაერქვა ბარონი მილეს პატივსაცემად - კუნძულ რეიუნიონის გუბერნატორის, რომელმაც შეიტანა ეს სახეობა საფრანგეთში 1821წ.
სამშობლოში ეს მცენარე 2 მ ს აღწევს. მრავალწლინი ბუჩქია, სუკულენტი, მას თანაბარი პირობები სჭირდება ზრდისთვის, ზამთარი კი შედარებით გრილი. იგი მადაგასკარის ენდემია. ბუჩქი კარგად იტოტება, ღერო დაკუთხულია, მის წვერებზე კი ელიფსისებრი ღია მწვანე ფოთლებია, რომლის ქვეშ 2 ეკლად სახეცვლილი ფოთოლია კიდევ. ეკლები რჩება, ფოთლები კი ზრდასთან ერთად დაბლა ცვივა და მხოლოდ წვერზეა შერჩენილი. ყვავილსაჯდომი მკვეთრი შეფერილობისაა - ალისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მომრგვალო, 12მმ სიგანის. ყვავილედში 2-4 ყვავილია, რომლებსაც გარს აკრავს ყვავილსაჯდომის ფოთლები.
განათება: მთელი წელი კარგად განათებული ადგილი უნდა, ზაფხულში გააქვთ გარეთ, სიგრილეში სჭირდება კარგი განათება და ქოთნის გათბობა - გამათბობლის გვერდზე ყოფნა. ყვითელი ფოთლები და მათი დაცვენა მოვლის წესების დარღვევაზე მიუთითებს. იგი კარგად იზრდება ჰიდროპონიკაზეც.
მორწყვა: შეზღუდული, მაგრამ რეგულარული. კარგად იტანს ჰაერის სიმშრალეს. გაზაფხულ-ზაფხულზე სასურველია ჰაერის ტენიანობის მომატება.
კვება: სჭირდება მხოლოდ გაზაფხულიდან შემოდგომამდე თვეში ერთხელ სასუქით კაქტუსებისთვის.  მიწა კი უნდა იყოს ფხვიერი და ნოყიერი.
გადარგვა: 2-3 წელიწადში ერთხელ გაზაფხულზე. მიწა თიხნარ-კორდის უნდა იყოს. უმატებენ ნეშომპალასაც.
მოვლა: მას არ სჭირდება სპეციფიური მოვლა. უყვარს სინათლე, ზაფხულში - სითბო, ზამთარში - სიგრილე. ზამთარში სჭირდება დამატებითი განათება. ზაფხულში - ზომიერი მორწყვა, ზამთარში - შეზღუდული. მიწა უნდა იყოს ნეშომპალის, კორდის და ფოთლოვანი მიწის ნარევი ქვიშასთან.
დარგვა - გამრავლება: მას რგავენ ქოთანში სადრენაჟო ხვრელით და შიგ დრენაჟს ყრიან, მის გარეშე ზედმეტი მორწყვით მცენარე შეძლება უცებ დალპეს. ქოთანი უნდა იყოს დაბალი და განიერი, რადგან მცენარეს ზედაპირული და სუსტი ფესვები აქვს. როდესაც მცენარე გარკვეულ ზომას მიაღწევს, მას რგავენ მძიმე ქოთანში ან ძირში უდებენ მძიმე დიდ ქვებს.
მისი გამრავლება შეიძლება თესლით, გვერდითა ტოტებით.  იგი ითესება ნოტიო მიწაში, ოდნავი ჩაღრმავებით. ნათესის ამოსვლმდე მას აფარებენ პოლიეთილენის პაკეტს.
კალმებს ჭრიან ზაფხულში. მას რძისებრი წვენი აქვს, ტოტს დებენ თბილ წყალში ცოტა ხნით, რომ ეს წვენი გამოუვიდეს. მერე გადანაჭერს აყრიან დაფხვნილ ნახშირს და დებენ გასაშრობად, მერე კი რგავენ ტორფნარევ სილაში და დებენ სითბოში დასაფესვიანებლად.
დაავადებები: მცენარეს აზიანებს აბლაბუდა ტკიპა, ბუგრი, ტრიპსები, ფარიანა. ზედმეტი მორწყვით კი ავადდება სოკოთი. მწერებს ებრძვიან მექანიკურად ან ინსექტიციდებით. 
თარგმანი თ. სუპატაშვილის

06 February 0 4 368
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно