კაქტუსმა რომ იყვავილოს

ამ ჩხუტია მცენარეებმა  დიდი ხანია საკუთარი ადგილი დაიმკვიდრეს ყვავილთა მოყვარულების სახლებში. მოყვავილე  მცენარე მართლაც საოცარი სანახავია, განსაკუთრებით ამაღელვებელია ყვავილის  გაშლის პროცესი. იმისთვის, რომ მცენარემ იყვავილოს, 2 მეთოდი არსებობს - კლასიკური, მოსვენების პერიოდის დაცვით და მეთოდი ზარმაცებისთვის.
ყვავილობა არც ისე აუცილებელია ამ პატარა სუკულნტებისთვის, მაგრამ თუ იყვავილებს, ეს მოყვარული მეყვავილის სიამაყის საგნად იქცევა ხოლმე. იგი არაა მოყვავილე მცენარეთა რიგებში, რადგან მისი ღირსება მცენარის ფორმა და ეკლების ნაირგვარობაა, ამიტომ როდესაც იგი ყვავილობს, ეს მისი სწორი მოვლის შედეგია. უმეტესობა კაქტუსებისა ყვავილობს მოსვენების პერიოდის შემდეგ, იმ პირობებში, რომელიც განსხვავებულია ჩვეულებრივი პირობებისგან. თუმცა უამრავ სახეობათა  შორის არის ისეთიც, რომელსაც არაფერი სჭირდება ასაყვავებლად. სწორედ პირობების განსხვავება, რაც აიძულებს მცენარეს იყვავილოს, ქმნის 2 მეთოდს:
1. რთული - მოსვენების ეტაპზე სიგრილის შექმნით
2. მარტივი - ისეთი სახეობების შერჩევა, რომლებსაც ბევრი არაფერი სჭირდებათ.
ერთი რომელიმეს მიჩნევა სწორ მეთოდად არ იქნებოდა გამართლებული. ორივენაირი კაქტუსები მშვენივრად ყვავილობენ და ერთმანეთს ავსებენ კოლექციაში.
ყვავილობა ზარმაცებისთვის: ეს სახელი მთლად სწორი არ არის. უბრალოდ არაა საჭირო ზედმეტი კონტროლი გარე პირობების. იმისთვის, რომ კარგად იყვავილოს, კაქტუსისთვის საჭიროა პირობების დარეგულირება, ანუ:
- უნდა შემცირდეს მორწყვა, ნოემბრიდან რწყავენ თვეში ერთხელ, ისიც თითო - თითო წვეთობით, რომ მცენარე არ გახმეს.
- უნდა შეწყდეს მისთვის სასუქის მიცემა
 - უნდა დაიცვათ სიცხისგან, მათ შორის გამათბობლის სითბოსგან.
-დადეთ კაქტუსი რაც შეიძლება ახლოს ფანჯარასთან. ღამით ტემპერატურის დაცემამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მისი ყვავილობა.
ზოგი ჩვეულებრივი გამოზამთრების შემდეგაც ყვავილობს - კარგ განათებაზე და ოთახის ჩვეულ ტემპერატურაზე. კოკრები ასეთ კაქტუსებს ცივი მოსვენების ეტაპის გარეშეც  ამოსდით. ასეთ მცენარეებს ეკუთვნს:
მელოკაქტუსი-  ქრიზანთემის მსგავსი ვარდისფერი ყვავილებით
აპოროკაქტუსი-  ვარდისფერი, დიდი ყვავილებით.
გიმნოკალიციუმი - აქ ბევრი სახეობაა სხვადასხვა ფერის ყვავილებით.
პაროდია - მკვეთრი ყვითელი მაღალ ფეხზე მდგომი ყვავილებით
რიპსალისი - წვრილი რბილი ღერებით, რომელიც გაზაფხულზე ყვავილობს.
ზიგოკაქტუსი -კარგად გრძნობს თავს ჩრდილში და მომდევნო ყვავილობისთვის მხოლოდ მორწყვის შემცირება სჭირდება.
კლასიკური მეთოდი: დანარჩენ კაქტუსებს კი სპეციალური გარემოს შექმნა სჭირდებაათ მოსვენების ეტაპზე. ესენია:
მამილარია, - ბურთისებრი კაქტუსი ვარდისფერი ყვავილებით
 რებუცია, - ყვავილობისას არც კი ჩანს თავად მცენარე ნარინჯისფერი ყვავილების ქვეშ.
განსაკუთრებით ყურადღება უნდა  მიექცეს ცივი პერიოდისთვის მზადებას, იგი მშრალ რეჟიმზე გადაჰყავთ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ თბილა. მორწყვის შემდეგ მიწა სრულად უნდა გაშრეს და შემდეგ გადააქვთ ახალ პირობებში. მორწყვის შემცირებას იწყებენ ოქტომბრიდან, რომ ნოემბერში სრულ მოსვენების ეტაპზე იყოს უკვე.
მამილარიებს და რებუციას მოსვენების ეტაპი ნოემბრიდან ეწყებათ, ჰაერის ტემპერატურა 15 გრ მდე უნდა იყოს, 5 ზე დაბლა არ უნდა დაეცეს. და თუ კაქტუსი 8-12 გრ ზე გამოიზამთრებს, ყვავილობაც სულ მალე დაიწყება. მათ მოვლას  მოსვენების პერიოდის შემდეგ ასევე თანდათან უმატებენ. მარტის დასაწყისიდან ოდნავ უნამავენ მიწას წვეთ-წვეობით. 2 კვირის შემდეგ იშვიათად რწყავენ და თანდათან წყლის რაოდენობას ზრდიან. მერე კი ჩვეულ რეჟიმზე გადაჰყავთ.
კაქტუსი, რომელიც არ ყვავილობს: ნუ ინერვიულებთ, თუ ყველა მცდელობის მიუხედავად იგი არ იყვავილებს. შეამოწმეთ მისი სახეობა. არსებობს კაქტუსი, რომელიც მხოლოდ ასაკში იყვავილებს. მაგრამ არიან ისეთი კაქტუსებიც, რომლებიც არ ყყვავილობენ. მათ არჩევენ ყვითელი ეკლებით ან თეთრი უხვი შებუსვით. ასეთ კაქტუსს ეკუთვნის:
ცერეუსი და  გრუზონის ექინოკაქტუსი - მათ ყვავილობას ათეულწლობით ელოდებიან ბოტანიკურ ბაღებში, ასეთივეა კლეისტოკაქტუსიც, მას ზამთარში არ სჭირდება სპეც პირობები და კარგად გრძნობს თავს რაფაზე. ყვავილობას კი იწყებს მას მერე, რაც სიმაღლით 30-40 სმ ს მიაღწევს.

06 February 0 7 505
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно