ოთახის პალმები


ხშირად ხდება ასე: - მოგვეწონება მცენარე, ვყიდულობთ და მოგვაქვს სახლში, თუმცა მისი სახელი არც ვიცით. გამყიდველმაც კი არ იცის ზოგჯერ მცენარის დასახელება რასაც ყიდის, ან არასწორი, ან კიდევ ხალხში გავრცელებული სახელით იცნობს თავადაც. განსაკუთრებით რთულადაა საქმე პალმებში ამ მხრივ.  და იმისთვის, რომ შინ მოტანილ მცენარეს სწორად მოუაროთ და არ დაღუპოთ, მის შესახებ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტითაც იქნებიდა შესაძლებელი, სწორი დასახელება რომ გცოდნოდათ.
პალმა ძალიან დეკორატიული მცენარეა, მას ზრდიან ლამაზი, ფართოდ გაშლილი, მარაოსებრი ან დაჭრილი ფოთლების გამო. მათი სამშობლო უპირატესად ტროპიკები ან სუბტროპიკებია, მაგრამ ბინაშიც კარგად გრძნობენ თავს.
ბუნებაში იგი მაღალი ხე იზრდება, სახლში კი მათი სიმაღლე 1,5-2მ ს აღწევს. მას საკმაოდ დიდი ფართობი სჭირდება, რადგან გადაშლილი ტოტები და დიდი ფოთლები აქვს. ითვლება, რომ პალმა ჯანსაღ ენერგიას აფრქვევს, მაგრამ მისი დადება საძინებელში არ შეიძლება, - იგი შთანთაქავს  მთელ ფართს. საძინებელი კი არც ისე დიდია ჩვეულებრივ ბინებში. ფართობის გარდა, ასევე სჭირდება მაღალი ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა. მას არ მოსწონს ორპირი, ქარში მდგარ პალმას ფოთლები სწრაფად უყვითლდება. ზამთარში კი განიცდის ცივ ადგილზე ყოფნას. ამიტომ ქოთანსაც კი თბილ ნაჭერს ახვევენ. ამავე მიზეზით არ შეიძლება მის ცივი წყლით მორწყვაც - ფესვები დაავადდება და მცენარე დაიღუპება.
ზოგადი საერთო თვისებების მიუხედავად ბევრი სახეობა ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან არა მარტო გარეგნობით. პალმებს ჰყოფენ ჯგუფებად ფოთლის სურათის მიხედვით. ასე მაგალითად, ტრაქიკარპუსი, ლივისტონა და საბალი მიეკუთვნება მარაოსებრ პალმას, ფინიკი, ჰოვეა, ხამედორეა - ბუმბულისებრ პალმებს, კარიოტები კი - ორმაგ ბუმბულისებრს.
სახლის პალმებს ბევრი მცენარე მიეკუთვნება, მათ შორის განსაკუთრებით პოპულარულია:
ფინიკის პალმა - ეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იყო პოპულარული, დღესაც ბევრს აქვს იგი სახლში. მას ბევრი კურკიდან ზრდის თუმცა ხშირად მის გაზრდას წლები სჭირდება. მცენარეს ზრდიან ნათელ ადგილზე, ფოთლებს ხშირად უნამავენ, ზაფხულში ყოველდღიურად რწყავენ, ზამთარში კი მინიმალური მორწყვაა საჭირო, რომ ფესვები არ დალპეს, მაგრამ არც გამოშრეს.
ჰამედორეა- იგი სუბტროპიკების მცენარეა, მაგრამ კარგად იზრდება სახლში. მისი მოვლა მარტივია: რწყავენ საჭიროებისას და თუ გამოგრჩათ მორწყვა, მცენარე ამას გადაიტანს როგორმე. არც ჰაერის ტენიანობის დიდი მოყვარული არაა. იტანს ნახევრადჩრდილსაც. მას ხშირად ბამბუკის პალმასაც ეძახიან. მისი რამდენიმე ქვესახეობა არსებობს - მაღალი, მოხდენილი, მოგრძო, ერთფერი..
ჰოვეა - იგი ბუმბულისებრ პალმას ეკუთვნის, მცენარეს საინტერესო ღერო აქვს - მისი ღერო დაფარულია რგოლისებრ განლაგებული ნაწიბურებით, რაც რჩება დაცვენილი ფოთლებისგან. მისი რამდენიმე სახეობა არსებობს - მსხვილნაყოფა, ბელმორის, ფორსტერის. მოვლა საკმაოდ მარტივია. ყურადღება უნდა მიექცეს მიწას, რომ არ  გამოშრეს.
ბუტია - ესეც ბუმბულისებრი პალმაა. მას მეტი ყურადღება ესაჭიროება - საკმაოდ პრეტენზიული მცენარეა, ნელა იზრდება, მაგრამ მოლოდნი ფასდება - საკმაოდ დიდი, ლამაზი მსხვილი ღერო და ბუმბულა ფოთლები აქვს, თაღისებრ დახრილი. მას მოსწონს მზეზე, სჭირდება რეგულარული მორწყვა და თბილი ტენიანი ჰაერი. მცენარეს რეგულარულად ნამავენ, საყურადღებოა მიწა - იგი არც ძალინ უნდა გაშრეს და არც ზედმეტი წყალი დაგროვდეს ფესვებში.
ბრახეა- თუ დიდი ადგილი გაქვთ თავისუფალი, ეს მცენარე თქვენთვისაა. ეს პალმა სწრაფად იზრდება. მისი მარაოსებრი ფოთლები ძალიან ლამაზია -ასევე კარგი შესახედავია ღეროც - ქვემოთ გასქელებული, მუქი ყავისფერი, ზემოთ კი წვრილდება. მისი მოვლა მარტივია, მთავარი მორწყვაა, სჯობს ხშირად მორწყათ, ვიდრე უხვად,
ტემპერატურა ზამთარში 8 გრ ზე დაბლა არ უნდა ჩამოვიდეს. კაშკაშა მზეზე კი მას არ დებენ - მისი ფოთლები მზეზე იწვება და ფუჭდება. სჯობს გაბნეულ სინათლეზე მცენარის დადგმა.
ვაშინგტონია - ესეც ერთი უპრეტენზიო მარაოსებრი პალმაა, მას არ აშინებს ყინვა  -8 გრ საც უძლებს. იგი საკმაოდ სწრაფად იზრდება და სეზონზე დაახლოებით 10-14 ფოთოლი ეშლება. ისინი სხვადასხვა მიმართულებით ეზრდება და ძალიან ლამაზი სანახავია.მცენარე დიდ ადგილს იკავებს, სწორედ ამიტომ მისი გაზრდა ჭირს ჩვეულებრივ ბინაში.
ლივისტონა - ესეც საკმაოდ დიდი და ლამაზი პალმაა. მასაც მარაოსებრი დიდი ფოთლები აქვს. იგი მომთხოვნია ჰაერის მაღალი ტენიანობისადმი, სჭირდება რეგულარული მორწყვა და დანამვა. მცენარე ნელა იზრდება, მაგრამ კარგი განათების, მაღალი ტენიანობის და სითბოს წყალობით მისი ზრდა სტიმულირდება. მცენარე ვერ იტანს წყლის ჩადგომას ფესვებში და მიწის ხშირი გაფხვიერება ესაჭიროება
საბალი - მას უხეში მტრედისფერ-მწვანე მარაოსებრი ფოთლები აქვს, დაჭრილი სიგრძის ¾ ზე.  ტემპერატურა და ტენიანობა ოთახის, ჩვეული უნდა იყოს. სითბოში მას ხშირად რწყავენ და სარწყავად მხოლოდ რბილ წყალს იყენებენ.
ტრაქიკარპუსი - ეს პალმაც ძლიერ პოპულარულია. იგი იზრდება გარეთაც, სამხრეთ რეგიონებში. მცენარეს სწორი ღერო აქვს, დაფარული უხეში ბოჭკოებოთ. იგი სიცივესაც კარგად უძლებს, იტანს ყინვას -3 გრ მდე. მას ხშირად ნამავენ, მაგრამ თუ დაგავიწყდათ, იგი მშვენივრად გაუძლებს ამასაც.
გიოფორბა - გარეგნულად იგი აერთიანებს მარაოსებრ და ბუმბულისებრი პალმების ჯგუფებს, ცოტათი ჰგავს ბუტიას. სქელი სადა ღერო  წვერში მთავრდება მარაოსებრ გაშლილი ფოთლებით, რომლებსაც ასევე ბუმბულისებრი ფოთლის ნაწილებიც აქვს. მცენარე კომპაქტურია, არ სჭირდება დიდი მოვლა. ჰაერის ტენიანობა მაღალი უნდა იყოს, რეგულარულად რწყავენ და ნამავენ. ამის გარეშე მისი ფოთლები მოიწყენს. არც პირდაპირი მზე მოსწონს, რადგან იგი ფოთლის დამწვრობას იწვევს.
იუკა - ეს განსაკუთრებული პალმაა. მისი ფოთლები ძალიან მოსწონთ კატებს, ამიტომ მისი გარეთ გატანისას, დაცვა მოგიწევთ ცხოველისგან. მას მზე მოსწონს, ამიტომ შეიძლება მზეზე დადებაც, მას ხშირად რწყავენ და ნამავენ დამდგარი წყლით. ზამთარში კი არც ისე ხშირად დასჭირდება მორწყვა, რომ ფესვები არ დაულპეს.
კარიოტა - მისი ფოთლები ორმაგბუმბულისებრია, გოფრირებული, ორიგინალური ფორმის გრძელ ყუნწზე, ძირს ჩამოკიდებული, რაღაცით ჰგავს თევზის კუდს და ხშირად ამ პალმას ასეც უწოდებენ. იგი სახლში არც ისე დიდი იზრდება. მოვლა მარტივია - იტანს ჰაერის მშრალ პერიოდებსაც, დაბალ ტემპერატურასაც. მაგრამ კარგი მოვლით მცენარე სწრაფად გაიზრდება. მას მოსწონს კაშკაშა განათებული ადგილი და სითბო.
დღეს პალმების საკმაოდ დიდი არჩევანია. დამწყებებს ვურჩევთ, შეიძინონ უპრეტენზიო და გამძლე მცენარეები. თუმცა პირველ რიგში გასათვალისწინებელია  მათთვის დიდი ფართის შერჩევა ბინაში, თუ ასეთ ფართს არ ფლობთ,  ნუ გააწვალებთ მცენარეს და თავადაც ნუ დაიტანჯავთ თავს.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

 
<!--[if !supportLineBreakNewLine]-->

06 February 0 4 785
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно