ბუდლეა

ეს მცენარე შავწამალასებრთა ოჯახს ეკუთვნის. ბუნებაშიხარობს ს აფრიკაში, აზიასა და ამერიკაში. სახელი ეწოდა მე 17 ს ის ცნობილი ინგლისელიბოტანიკოსის ა. ბადლის პატივსაცემად. მის სამშობლოში ადრე ამ მცენარეს „ნარინჯისფერთვალას“, პეპლების მაგნიტს“ ეძახდნენ. ეს ბოლო სახელი დაერქვა იმის გამო, რომ მისი თაფლოვანისურნელი უამრავ პეპელას იზიდავს, რომლებიც მას დამტვერვაში ეხმარებიან. გარეგნულადმისი  ყვავილი ჰგავს იასამნისას, და ზოგჯერმას ამის გამო შემოდგომის იასამანსაც უწოდებენ.
გვარი აერთიანებს 100 მდე სახეობას - ნახევრადმარადმწვანე ან ფოთოლმცვენ, ბალახოვანან ბუჩქოვან მცენარეებს, იგი მოგვიანებით და ხანგრძლივმოყვავილეა. მცენარის კიდევ ერთითავისებურება ისაა, რომ ბუჩქზე ერთდროულადაა კოკრები, გაშლილი ყვავილებიც და ნაყოფიც.ბუჩქის სიმაღლე საშუალოდ 2 მ ია. ზოგი სახეობის საგველა ყვავილედები 10-50 სმ აღწევსსიგრძეში, ზოგისა ბურთისებრია. ყვავილები წვრილი, არომატული და სათაფლეა, ფერები უამრავი- თეთრი, წითელი, ვარდისფერი, ყვითელი. ნარინჯისფერი, იასამნისფერი, ჟოლოსფერი. ნაყოფი - მოგრძო კოლოფია თესლით. სახეობებს უმეტესობა ყინვაგაძლეა, მაგრამ უთოვლო ზამთარშიშეიძლება მოიყინოს, თუმცა ეს საშიში არაა. გაზაფხულზე ამოიყრის და იმავე წელს შეიძლებაკიდეც იყვავილოს. ზოგი სახეობა უძლებს - 20 გრ საც.
დარგვა: მცენარე ირგვება გაზაფხულზე, როცაყინვების საშიშროება აღარაა. მას რგავენ უქარო, კარგად განათებულ ადგილზე, მიწა ნეიტრალური,ნოყიერი, დრენირებული უნდა იყოს.
მცენარე საკმაოდ დიდი იზრდება ამიტომ ერთმანეთისგან დაშორება საკმაო უნდა იყოს. თხრიანორმოს 40*40, სიღრმე კი ფესვის სიგრძეს დამატებული 20სმ  უნდა იყოს, ძირს უყრიან მსხვილ დრენაჟს, მერე მიწასკომპოსტით და მინერალური სასუქით,  რგავენ მცენარეს,მიწას უტკეპნიან და კარგად რწყავენ. კომპოსტითვე ხდება ღეროს გარშემო ორმოს მულჩირებაც.
მოვლა: რწყავენ, როცა ძალიან დაცხება- ერთი სათლი ერთ მცენარეზე, იგი საკმაოდ სწრაფად იზრდება. თუ გსურთ, უფრო მსხვილიყვავილედები ჰქონდეს თქვენს მცენარეს, ყვავილობა კი ხანგრძლივი 2-3 ჯერ დასჭირდებასასუქი, რომელიც შეიცავს კალიუმს და ფოსფორს, ასევე მოსწონს ნეშომპალაც, კომპოსტიც,შეიძლება მათი მონაცვლეობით მიცემა. მცენარეს ზედაპირული ფესვები აქვს, მას ჰაერი სჭირდებაფესვებშიც, ამიტომ ფრთხილად უფხვიერებენ მიწას ფარშემო და აშორებენ სარეველებს.
გასხვლა: ეს აუცილებლად სჭირდება. -იგიზრდის ყვავილების რაოდენობას ბუჩქზე, უნარჩუნებს მცენარეს დეკორატიულობას. აუცილებელიამოყვავილებული ყვავილედების მოშორება. გაზაფხულზე დაბალ ჯიშებს სხლავენ 30 სმ მდე,მაღლებს კი 90 სმ მდე.
გამრავლება: მცენარე შეიძლება თესლიდანგაზარდოთ. მაგრამ მას სტრატიფიკაცია დასჭირდება, თუკი საკუთარი ბუჩქიდან აღებული თესლისდათესვას გადაწყვეტთ. ამიტომ სჯობს თესლის ყიდვა. მისი თესლი წვრილია, ამიტომ დათესვამდეურევენ ქვიშაში და ისე მოაპნევენ ფხვიერ მიწაში კონტეინერში, რომელსაც სადრენაჟე ხვრელებიდა დრენაჟი აქვს საკმაო სიმაღლეზე ჩაყრილი. თესლს ოდნავ დატკეპნიან, მერე დანამავენმიწას, კონტეინერს აფარებენ და დებენ სითბოში, ნათელ ადგილზე. ასე ხდება გაზაფხულზე. 2-3 კვირაში ნათესი გამოჩნდება, მას ხშირი განიავება სჭირდება, პერიოდული დანამვით. ნაზარდს ხშირად უჩნდება დაავადება „შავი ფეხი“,პროფილაქტიკისთვის  ნათესს ხანდახან  ბაცი „მარგანცოვკით“ რწყავენ.
როცა ნათესი მომაგრდება, საფარს ხდიან. 2-3 ფოთლის მერე გადააქვთ ცალკე ქოთნებში, სადაცტორფნარევი ნეშომპალაა.
თესლით გამრავლების გარდა კარგ შედეგს იძლევაკალმებითაც, საშემოდგომოდ  მოყვავილების მერეაჭრიან ერთწლიან ტოტებს და მაშინვე რგავენ მათ მიწაში. დაფესვიანებას სჭირდება 2 თვე, ტოტს 3 კვირტი უნდა ჰქონდეს - 2 მიწაში უნდა ჩაიფლას.ზამთარში მათ დაფარება სჭირდება, გაზაფხულზე კი მუდმივ ადგილას გადააქვთ.
დაავადებები: მავნე მწერებიდან მხოლოდაბლაბუდა ტკიპა აწუხებს და ფრთათეთრა, ისინი ძლიერი გვალვის დროს ჩნდება, მცენარესდაზიანებულ ნაწილს აჭრიან და ამუშავებენ ინსექტიციდებით. ზოგადად, საკმაოდ გამძლე მცენარეა.
ზამთარში: თუ მას ფოთოლი უშავდება, მოუყარეთმშრალი მიწა ღეროს გარშემო შეაჭერით ტოტებიდა დატოვეთ დაახლოებით 20 სმ , მერე კი შეფუთეთმცენარე-ზემოდან და გვერდებზე შემოუწყვეთ ნაძვის ტოტები, მერე გადაახურეთ ხის დიდიყუთი. გარედან კი დააფარეთ რუბეროიდი, და ქარმა რომ არ წაიღოს, დაამაგრეთ ქვებით. ცელოფანიამისთვის არ ივარგებს, რადგან მის შიგნით შეიძლება მოიხარშოს მცენარე.
ახეობები: ყველაზე გავრცელებულია დავიდისბუდლეა - ფოთოლმცვენი ბუჩქი, 2-3 მ სიმაღლით და 4-5 მ განიერი ვარჯით, ძირს დახრილიტოტებით.  ლილისფერი გრძელი სურნელოვანი ყვავილედები40სმ სს აღწევს. ყვავილობს ზაფხულის ბოლოს საკმაოდ დიდხანს. მისი რამდენიმე ჯიშია კიდევპოპულარული - თეთრყვავილა „ალბა,“ წითელი ყვავილებით „როიალ რედ არლეკინ“,  სხვადასხვაფერის იისფერი - ემპაირ ბლუ“,
თეთრყვავილა ბუდლეა - ფოთოლმცვენი ბუჩქი, თეთრი ან მკრთალი იასამნისფერი განიერიყვავილედებით.
იაპონური ბუდლეა - სწრაფადმზარდი ბუჩქი ლილისფერი ჩამოკიდებული საგველა ყვავილედებით.
მორიგეობითფოთლიანი ბუდლეა - გვალვაგამძლე ბუჩქი, მაგრამ ხშირად აძლევენ ხისფორმას, როგორც მტირალა ტირიფს აქვს, საშუალო სიგრძის ვარდიფერ-იასამნისფერი ნუშისსურნელიანი ყვავილედებით.
სფეროსებრი ბუდლეა - ნახევრადმარადმწვანე ბუჩქი, ყვავილობს მაისში  ნარინჯისფერ-ოქროსფერი ბურთის ფორმის ყვავილედებით.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

 
01 February 0 1 461
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно