ზიგოპეტალუმი

ეპიფიტი მცენარეა ორქიდეათა ოჯახიდან.მისი სამშობლო - ცენტრ და ს.ამერიკაა.
მისი ფსევდობულბები 6-7 სმ ია სიგრძეში, თითოეულს აქვს 2-3 ფოთოლი 50 სმ სიგრძის, წაწვეტებული, ლანცეტისებრი. საყვავილე  ღერო ასევე 50 სმ ია. თითოეულზე 8 და მეტი ყვავილით, რომელთა დიამეტრი 6-7 სმ ია. იგი რთული აგებულებისაა. გვრგვინის ფურცლები ლანცეტისებრია. ყავისფერია ზოლებით და წინწკლებით. ქვედა ფურცელი დიდი, ტალღურკიდიანი და მოიისფრო- მეწამული ფერისაა. ყვავილებს სასიამოვნო სურნელი აქვს. ფერები ბევრნაირია, მაგრამ ყველა სახეობას ლაქები და ზოლები აუცილებლად დაჰყვება.
განათება: ყველაზე უპრეტენზიო ორქიდეაა განათ ების მხრივ. ბუნებრივ პირობებში იგი ეჭიდება ხეების ქვედა ტოტებს, სადაც მზის სინათლე იშვიათად აღწევს. სახლის პირობებში იგი კარგადაა დას ან აღ ფანჯრებზე. პირდაპირი მზის სხივები ფოთლებს უწვავს. ზოგჯერ კი მანამდე იწყებს ყვავილობას, სანამ საყვავილე ღერო საბოლოოდ ფორმირდება. ასეთ შემთხვევაში მას მხოლოდ 3 ყვავილი ექნება. ასეთი სისწრაფე მცენარეს დიდ ძალებს წაართმევს და მომდევნო ყვავილობა შორს გადაიწევს, რომ მან ძალები აღიდგინოს. თავად მცენარის გაზრდაც შეფერხდება.  იმის დადგენა, როგორ განათებას იღებს მცენარე, ადვილია. ოპტიმალურ პირობებში მას მუქი მწვანე ფოთოლი აქვს. გადაჭარბებული განათებისას კი მოყვითალო ხდება.
ტემპერატურა: არ სჭირდება მღალი ტემპერატურა. კარგადაა 16-24 გრ ზე, ღამით - 14 გრ მდე უნდა იყოს.
ჰაერის ტენიანობა: ეგუება ოთახის ჩვეულ ტენიანობას და დამატებით დანამვას არ საჭიროებს. ზედმეტად მშრალ და ცხელ ოთახში ზამთარში გამათბობელის ჩართვისას მაინც დასჭირდება რეგულარული დანამვა.
მორწყვა: უნდა დარეგულირდეს მცენარის გავითარების სტადიის მიხედვით. გაზაფხულ - ზაფხულში აქტიური ზრდისას, ახალი ყვავილობის დაწყებისას, მორწყვა უნდა იყოს რეგულარული და უხვი. სუბსტრატი მორწყვებს შორის უნდა გაშრეს, მაგრამ ბოლომდე არა. ჭარბი მორწყვისას ფესვები სწრაფად იწყებს ლპობას და მცენარე კვდება. დანარჩენ პერიოდებში მას ზომიერზე ნაკლებად რწყავენ.
ნიადაგი: სჭირდება სპეციალური სუბსტრატი ორქიდეისთვის

 - ფიჭვის ქერქი, ხის ნახშირი და ხავსი სფაგნუმი. ფესვებს ბოლომდე არ ფარავენ, რომ არ დალპეს.
კვება: სჭირდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ახალი ტოტები ეზრდება პირველი ყვავილის გაშლამდე. მოყვავილების მერე კი ისევ აგრძელებენ ახალი ფსევდობულბების ფორმირებამდე. სასუქად იყენებენ სპეციალურად ორქიდეისთვის განკუთვნილ სასუქს.
გადარგვა: ხშირ  გადარგვა არ უნდა, მხოლოდ მაშინ რგავენ, თუ ქოთანი დაპატარავდება და ფესვები ვეღარ ეტევა ან სუბსტრატი აღარ ვარგა. გადარგვა სწორად უნდა მოხდეს - როცა ახალი ნაზარდი 3-5 სმ ს მიაღწევს და საკუთარ ფესვების გამოტანას დაიწყებს. თუ გადარგავთ მაშინ, როცა ახალი საყვავილე ღეროს გამოაქვს, ყვავილობა არც დადგება.
მოსვენების ეტაპი: იმისთვის, რომ მცენარემ იყვავილოს, მოსვენების ეტაპი სჭირდება. იგი იწყება ახალი ფსევდობულბის გავითარებისას. ამ პერიოდში მორწყვა მინიმალური, ტემპერატურა 15-18 გრ უნდა იყოს. სჯობს მორწყვა შეცვალოთ დანამვით. ახალი ნაზარდის ამოსვლის მერე ტემპერატურა ცოტათი იწევა მაღლა, მორწყვა კი ჩვეული რეჟიმით გრძელდება.
არასწორი მოვლისას არ იყვავილებს. მაგრმ თუ დღე-ღამური ტემპერატურის ცვლილება 4-5 გრ იქნება, 3-4 კვირაში მცენარე აყვავდება მოსვენების ეტაპის მერე.
ყვავილობა: ჩვეულებრივ, იგი ზამთარში ყვავილობს. ყვავილი ამოაქვს ახალ ტოტებზე რომლებიც ჯერ კიდევ არ აღწევენ საბოლოო ზომას და ყვავილობის მერე კვლავ განაგრძობენ ზრდას.
გამრავლება: სახლის პირობებში ბუჩქის დაყოფით მრავლდება. თითოეულ ნაწილს სამი ფსევდობულბა მაინც უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ფესვთა სისტემით.
დაავადებები: მშრალი ჰაერი ოთახში იწვევს მცენარის დაზიანებას ფარიანათი, აბლაბუდა ტკიპით.
ეს მცენარე საკმაოდ უპრეტენზიო ორქიდეაა, ლამაზი ყვავილებით და გაუმართლებელია, თუ არ იქონიებთ ასეთ შესანიშნავ მცენარეს, იმ მიზეზით, რომ მისი  მოვლა რთულია. ეს სულაც არაა სიმართლე.

31 January 0 1 169
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно