ონციდიუმი

ეპიფიტური მცენარე ორქიდეათა ოჯახიდან. მისი უამრავი სახეობა და ჯიში არსებობს, რომლებიც ადვილად განსხვავდება ერთმანეთისგან ფოთლებით და ყვავილებით. ბუნებაში მცენარე იზრდება ცენტრ და ს. ამერიკის ტროპიკულ ტყეებში, ასეე გვხვდება მაღალმთიან ადგილებშიც, ზოგ სახეობას კი მშრალ სავანაშიც ნახავთ.
სახეობებს განსხვავებული აგებულება აქვთ. ზოგი ზამბახს ჰგავს. ზოგს ფსევდობულბები აქვს გადმოკიდებული ქოთნიდან. განსხვავებული ფორმა აქვს ფოთლებსაც. საყვავილე ღეროს სიგრძე მერყეობს 10სმ -5მ ს  შორის. ყვავილის ფერში კი ძირითადად სჭარბობს ყვითელი, ყავისფერი და მოწითალო ტონი. აგებულება და ფორმა შედარებით მსგავსი აქვთ ყვავილებს. ზომები - 2-12 სმ. ყვავილები სურნელოვანია. მოჭრილ მდგომარეობაში საყვავილე  ღერო ძლებს 3 კვირამდე. მცენარე წელიწადში რამდენჯერმე ყვავილობს. პერიოდი დამოკიდებულია მოვლის პირობებზე.
ადგილი და განათება: ამ ორქიდეას კარგად განათებული ადგილი სჭირდება, მაგრამ ცხელი მზის სხივებისგან შუადღეზე ჩამოფარება უნდა. განათების ინტენსიობაზე მსჯელობენ მცენარის ფოთლებით. თუ მას მკვრივი, ტყავისებური მუქი მწვანე ფოთოლი აქვს, მეტი განათება უნდა. თუ ფოთოლს ღია მწვანე ფერი აქვს და მასზე წითელი ლაქებია, მცენარეს მზე ჭარბად ხვდება და ფოთლები ეწვება. ოპტიმალურია განათება, თუ ფოთლები მკვეთრი მწვანე ფერისაა. იგი ჩრ. მხარესაც გაიზრდება ნაკლები განათების პირობებში, მაგრამ ასე არ იყვავილებს- დასჭირდება დამატებითი განათების მოწყობა.
ტემპერატურა: ესეც მნიშვნელოვანია მცენარისთვის. ზოგადად, სითბოსმოყვარულია, მაგრამ სახეობების მიხედვით სხვადასხვა რეჟიმი სჭირდება. ტროპიკებში მზარდ მცენარეს ზაფხულში 25-30 გრ, ზამთარში - 15-18 გრ უნდა. დღე-ღამური სხვაობა კი 3-5 გრ უნდა იყოს.
მთაში მზარდ ონციდიუმს ზაფხულში 18-22 გრ, ზამთარში 12-15 გრ სჭირდება. მთიან ტყეებში კი შედარებით სიცივის ამტანი სახეობები ცხოვრობენ. ზაფხულში  მათ 22 გრ მდე. ზამთრის ღამეებში კი 7-10 გრ სჭირდებათ.
დღეს მაღაზიებში უმეტესად ჰიბრიდებს ნახავთ, ისინი უკეთ ეგუებიან გარემო პირობებს, სახლში კარგად იზრდებიან 14-26 გრ ზე. არაწორად შერჩეული ტემპერატურული რეჟიმი ცუდად მოქმედებს მცენარეზე.
ჰაერის ტენიანობა: ეგუება 40-70 % იან ტენიანობას, ზაფხულში კარგია ფოთლების დანამვა, ასევე ზამთარშიც, თუ გამათბობელთან დგას. 40 % ზე დაბლა მცენარე ცუდად ვითარდება. ფოთლები უხმება. ასე რომ არ მოხდეს, იყენებენ სპეციალურ აპარატებს ჰაერის დასატენიანებლად. ან ქოთანს დებენ სველ  კერამზიტიან სადგამზე. თუ ოთახის ტემპერატურა 18 გრ ზე დაბალია, დანამვა არ სჭირდება. იმისთვის, რომ არ დაავადდეს სოკოთი, ჰაერი ხშირად უნდა განიავდეს.
მორწყვა: პროცესს არეგულირებენ გავითარების სტადიის მიხედვით. თუ ფსევდობულბები ჩნდება, მათგან ტოტის წამოზრდამდე რეგულარულად და უხვად უნდა მოირწყას. ქოთანს ბევრი სადრენაჟე ხვრელი სჭირდება, რომ წყალი არ დაგუბდეს, ეს ფესვებს დაულპობს. მორწყვა ასე ხდება: ქოთანს მთლიანად დებენ წყლიან ჭურჭლში. წყალი უნდა იყოს ნადგამი, ოთახის ტემპერატურის. მიწა ბოლომდე არ უნდა გამოშრეს. მერე მისი ფესვთა სისტემა ვეღარ აღდგება. ახალი ფსევდობულბის ფორმირებისას მაქსიმალურად მცირდება მორწყვა.  მაშინ დაიწყებს საყვავილე ღერო ზრდას. როდესაც დარწმუნდებით, რომ მართლაც საყვავილე ღერო გამოიტანა, მერე ისევ იწყება მისი მორწყვა. ბევრი ფსევდობულბა ერთ მცენარეზე არ ვარგა, ყვავილობისთვის ძალა არ დარჩება ასეთ მცენარეს. ყვავილობის მერე ფსევდობულვბის გახმობა ნორმალური პროცესია.
ნიადაგი: გამოდგება მზა სუბსტრატი, რომელიც უნდა შედგებოდეს ხის ნახშირის ნატეხების, ფიჭვის ქერქის. ხავს-სფაგნუმის და ტორფისგან. მცენარეს რგავენ ქოთნის ნაპირისკენ ახლოს, რომ ახალმა ნაზარდმა დაიკავოს თავისუფალი ადგილები.. ამიტომ მას განიერი ქოთანი სჭირდება.
კვება: ახალი ტოტების გამოტანისას სჭირდება. მათზე ფესვდობულბები თუ გამოუვიდა, სასუქის მიცემას წყვეტენ და მხოლოდ საყვავილე ღეროს ზრდის მერე აახლებენ, მერე კი  ისევ წყვეტენ, როცა ყვავილი დაიწყებს გაშლას, მცენარე მგრძნობიარეა და რეაგირებს ნიადაგში საკვების რაოდენობაზე. მას სპეციალური სასუქი უნდა ორქიდეისთვის, გაზავებული 10 ჯერ, ვიდრე მითითებულია ინსტრუქციაში. კარგ შედეგს იძლევა მონაცვლეობა - ფესვის და ფოთლის კვებისა.
გადარგვა: მცენარე ცუდად იტანს ნებისმიერ მანიპულაციებს, ამიტომ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში რგავენ. - როდესაც ფესვები აავსებს ქოთანს, ან სუბსტრატი უკვე უვარგისი ხდება მისთვის.
გამრავლება: სახლის პირობებში იგი მრავლდება ბუჩქის დაყოფით ან ბულბების დარგვით.  ბუჩქს ისე ყოფენ. რომ თითო ნაწილზე დარჩეს არა უმცირეს 3 ნაზარდისა, სხვაგვარად მცენარე ვერ გავითარდება და მოკვდება. მას არ რწყავენ დაყოფამდე და მის მერე 7-10 დღე, რომ მცენარეს არ დაულპეს ფესვები გადაჭრის მერე, დაყოფა სჯობს გაზაფხულზე. თითოეულ ნაწილს თავისი ფესვებიც უნდა გაჰყვეს. გადანაჭრზე აყრიან ნახშირს.
დაავადებები: ადვილად ესევა მავნე მწერები, ხშირად ემართება სოკოვანი დაავადებებიც.
ცრუფარიანა - ჩანს ფოთოლზე ბამბისებური თეთრი ბურთების სახით, მათ წმენდენ ხელსახოცით ფრთხილად, რომელიც დასველებულია სპირტში. მერე კი ამუშავებენ აქტარით.
ფარიანა -  ფოთლის ზედაპირზე ტოვებს ცვილისებრ მასას. მათაც ასევე აშორებენ.
ტრიპსები -  უფრო რთული აღმოსაჩენია. ფოთლებზე  ჩანს ვერცხლისფერი წვრილი ზოლები. ქვედა მხარეს კი მწერის ცხოველმყოფელობის შედეგი - შავი წერტილების სახით. მათ ინსექტიციდებით ებრძვიან მაგ. აქტელიკით.
აბლაბუდა ტკიპა - უჩნდება მცენარეს, მშრალი ჰაერი თუა გარშემო. ფოთოლზე  შეინიშნება წვრილი ქსელი და თეთრი  ნადები, ზოგჯერ ზიანდება ბოლქვებიც და ღეროს ძირიც, მათ ანადგურებენ ინსექტიციდებით.
თუ მცენარეს გაუჩნდა ყავისფერი ლაქები, დაზიანება მიუთითებს სოკოზე. ასეთ ადგილებს აჭრიან, მიწას ბოლომდე აშრობენ, ოთახს ანიავებენ. და იყენებენ ფუნგიციდებს.
პრობლემები: არასწორი მოვლისას თავს იჩენს სხვადასხვა პრობლემა:
ლაქები კოკრებზე და ყვილებზე - ზედმეტი მორწყვის შედეგად  ჩნდება, საჭიროა მორწყვის დარეგულირება.
ფესვების ლპობა -  ასევე ჭარბი მორწყვის ან ორპირის ბრალი შეიძლება ოყოს.
 ფოთლის წვეროების გაყავისფერება და ხმობა - ზაფხულში ჰაერის დაბალი ტენიანობის ან ზამთარში გამათბობელთან ახლოს დების შედეგია.
ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ახალნაყიდი მცენარე პირველი ერთი თვე ცალკე უნდა იდგას, რომ რაიმე დაავადება თუ აქვს, დანარჩენ მცენარეებს არ გადასდოს.

30 January 0 1 136
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно