პესტიციდები სახლის პირობებში

ქიმიური პრეპარატები მცენარეთა დაცვისთვის სხვადასხვა დანიშნულებისაა და რამდენიმე ჯგუფად იყოფა - ინსექტიციდები, ფუნგიციდები, აკარიციდები, ბაქტერიციდები. მაგრამ ბევრი მოყვარული ასე ზუსტ სისტემატიკას არ უყურებს და უფრო ფართო ორ ჯგუფზე აკეთებს აქცენტს - ინსექტიციდები და ფუნგიციდები. ეს სადღაც გამართლებულიც კია, რადგან ბევრ პრეპარატს ჩვეულებრივ მართლაც ფართო სპექტრი აქვს მცენარეებზე ზემოქმედების და ძირითად თვისებებთან ერთად შედარებით სუტად გამოხატულ სხვა თვისებებსაც ავლენს.
მოქმედების მექანიზმი: კონტაქტური ქმედების ინსექტიციდები მავნებლის ორგანოზმში ხვდება სხეულის საფარის გავლით, ასეთი პრეპარატების გამოყენებისას საჭიროა კარგად დაინამოს მცენარის ზედაპირი ან საერთოდ მისი  მიწისზედა ნაწილი ჩაიდოს ხსნარში ცოტა ხნით.
ნაწლავური - მცენარის წვენით კვებისას ხვდება მავნებლის პრგანიზმში.
სისტემური - ღრმად აღწევს მცენარის ქსოვილებში, და უფრო ეფექტურია ქსოვილებში მცხოვრებ მწერებსა და მათ მატლებზე -ნემატოდები, ტკიპას მატლები. მათ იყენებენ მცენარის მოსარწყავად, მოქმედი ნივთიერება შეიწოვება ფესვებით მიწიდან.
ფუმიგატური - მავნებლის ორგანიზმში სასუნთქი გზებით ან კანით ხვდება. და ბოლოს, შერეული ქმედების. ასეთია, მაგ. ნაწლავურ- კონტაქტური.
მათი სიძლიერე დამოკიდებულია არა მარტო დოზაზე და კონცენტრაციაზე, ან შენახვის ვადებზე, არამედ თავად პრეპარატზე. ზოგი ძლიერია, ზოგი სუსტი. რაც უფრო ძლიერმოქმედია პრეპარატი, მით დაბალი ნიშნულით აღინიშნება მისი ტოქსიკურობა.მაგ. აქტელიკი ძლიერი პრეპარატია და ხშირად მისი ერთი შესხურებაც საკმარისია მავნებლის წინააღმდეგ, ამავდროულად ტოქსიკურია ადამიანისთვისაც, აქვს მე 2 კლასი  მინიჭებული და მასთან მუშაობისას სიფრთხილეა საჭირო. ზოგ პრეპარატს კი მე 4 კლასი აქვს და მათი გამოყენება ხშირად რამდენჯერმე ხდება.
პესტიციდების ფორმა: გამოიყენება სხვადასხვა ფორმით: ხსნარის, ფხვნილის. ემულსიის, სპრეის სახით. ყველაზე მოხერხებული ფლაკონებში და ამპულებში გამოშვებული პრეპარატებია, მათში დაახლოებით 2-5 მლ ასხია, რაც საკმარისი დოზაა 50-100 მცენარის დასამუშავებლად. ფხვნილი თვალის ზომით ძნელი გასაზავებელია, ზოგი არც იხსნება წყალში და შეიძლება დარჩეს ფოთლებსა და ღერებზე ნადების სახით. სპრეის გამოყენება კი უკეთესია ძნელად მისაღწევი, დამალული ნაწილების დასამუშავებლად, მაგრამ  იგი ადვილად აღწევს ადამიანის სასუნთქ გზებში და იწვევს გაღიზინებას. ბევრი პრეპარატის გამოყენება აკრძალულია ევროპის ქვეყნებში, რასაც ჩვენ ისევ ვიყენებთ სახლის პირობებში მცენარეების შესაწამლად. ისინი მაღალტოქსიკურია და უსაფრთხოების წესების სრული დაცვა სჭირდება.
მცენარეების დამუშავება ინსექტიციდებით სახლის პირობებში: თუ არის საშუალება, სჯობს მცენარეების შეწამვლა გარეთ აივანზე ან ქუჩაში. ასე მხოლოდ ხელთათმანების და წინსაფრის გაკეთება მოგიწევთ. არ უნდა გამოიყენოთ ჭურჭელი, საკვებისთვის რასაც ხმარობთ, არ ჭამოთ, დალიოთ და მოწიოთ მუშაობისას. მაგრამ თუ გარეთ არ ხერხდება ამ პროცედურის ჩატარება, სიფრთხილე უფრო მეტად გმართებთ.
შეწამლეთ მცენარეები კარგად ვენტილირებად ოთახში ან სააბაზანოში, სადაც  გამწოვი ვენტილატორი მუშაობს. 2-5 მცენარის დამუშავება ასე შესაძლებელია, მაგრამ თუ ბევრია მცენარე, მაშინ ოთახში იატაკზე უნდა გაშალოთ ცელოფანი, დაიხუროთ ქუდი, ჩაიცვათ სამუშაო ხალათი, გაიკეთოთ  გამჭირვალე  სათვალე, ნიღაბი და  რეზინის  ხელთათმანი. მუშაობის დასრულების მერე ყველაფერი გარცხეთ საპნით და წყლით, პრეპარატებს ინახავენ სიმშრალეში, შორს ბავშვების და ცხოველებისგან. მუშა ხსნარს არ ინახავენ. ფოთლების შეშრობის მერე აუცილებელია ოთახის განიავება, მაგრამ უშუალოდ მცენარეს რომ არ მოხვდეს ცივი ჰაერი, უფარებენ შირმას, ტემპერატურა არ უნდა დაეცეს 12-13 გრ ს ქვევით. ბევრი პრეპარატი დანამვიდან რამდენიმე საათში ჰკარგავს ტოქსიკურობას და უსაფრთხო ხდება.
თუ ოთახში აკვარიუმია, მას თავზე კარგად ახურავენ მცენარეების დამუშავების დროს და მხოლოდ მათი კარგად გაშრობის მერე ხდიან თავს.
ზოგადად, პესტიციდების ზემოქმედება ადამიანზე ბოლომდე შესაწავლილი არაა. ასე მაგ. არაა დადგენილი მათი კანცეროგენული თვისება და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ეს თვისება არ აქვთ.
პირველი დახმარება პესტიციდებით მოწამვლის დროს: კანზე მოხვედრისას უნდა დაიბანოთ საპნიანი წყლით. თვალში მოხვედრისას კარგად უნდა გამოიბანოთ თვალი ბევრი გამდინარე წყლით, კუჭ-ნაწლავში მოხვედრისას კი უნდა დალიოთ 3-4 ჭ წყალი, გამოიწვიოთ ღებინება, რამდენიმე გააქტივებული ნახშირი მიიღოთ და მიმართოთ ექიმს.
თარგმანი თ. სუპატაშვილის

30 January 0 2 485
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно