ალისუმი

არის ერთი უხვადმოყვავილე მცენარე, რომელიც ნებისმიერბაღს თუ აგარაკს დაამშვენებს, მრავალწლიანი, მარადმეწვანე, ნიადაგმფენი, უპრეტენზიო - ასეთია ალისუმი. განსაკუთრებით ლამაზიაბორცვებზე დარგული, იგი ადვილად მრავლდება და მერე გადმოეფინება ხოლმე გორაკს, კარგადფარავს ეზოს სტრუქტურულ ნაკლს, ამიტომ ხშირად იყენებენ დიზაინრები.
უხვად მოყვავილეა, წვრილ ყვავილებს სასიმოვნო სურნელი აქვთ თაფლის არომატით.
ყველაზე გავრცელებული სახეობა მთის ალისუმია. ადრე არ წყალობდნენ მებაღეები ასე პატარაყვავილებიან მცენარეებს და უპირატესობას დიდ, კაშკაშა, მკვეთრფერებიან მცენარეებს ანიჭებდნენ,ალისუმი კი სიმაღლით სულ რაღაც 30 სმ ია, და შესაბამისად, მცირე ზომის ყვავილები აქვს.მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე მაინც დაფასდა ეს მცენარე- მისი გამოყენება დაიწყესბაღებში ზონირებითვის, საზღვრებზე დასარგავად, მცენარე შესანიშნავად მოერგო ამ როლს,კარგად ჩანს ასევე ბილიკების გასწვრივ, კლუმბებზეც.
ადგილის შერჩევა: მას საკმაო ფართი სჭირდება,რადგან მცენარე განში სწრაფად იზრდება. დათესვისას ეს გასათვალისწინებელია - ითესება20-20 სმ დაშორებით. უფრო ხშირი თესვა იწვევს ნაცარა სოკოს გაჩენის საშიშროებას.
მოვლა:  მცენარე ირგვება აპრილში. უკეთესია დათესვა. ერთკვირაში ნათესი ამოდის, რამდენიმე დღეში კი გადააქვთ ღია გრუნტში. პირველი ყვავილობაცოტა მოგვიანებით ექნება, დაახლოებით ერთ თვეში, მაგრამ მერე მთელი ზაფხული გაგრძელდება.
მცენარეს არ ეშინია არც დაბალი ტემპერატურის და სწრაფად აღიდგენს პირვანდელ სახეს,იტანს გვალვასაც და ჭარბ მორწყვასაც - იშვიათ შემთხვევებში.
თავიდან ბევრი არაფერი სჭირდება - მხოლოდ მიწის გაფხვიერება და სარეველების მოშორება,მერე კი, როცა ზრდაში წავა, სარეველები ვეღარ ერევა.
ყვავილობა: მნიშვნელოვანი ეტაპია და  ბევრი საკვები სჭირდება მცენარეს ამ პერიოდში. როდესაცკოკრების გამოტანას დაიწყებს, უნდა მიახმაროთ მაქსიმალურად სასუქი და რეგულარულად მორწყოთ.თუ ფოთლები უეცრად გაყვითლდა, ესე იგი, მცენარეს საკვები აკლია - სჭირდება მინერალურიკომპლქსური სასუქი. მიწა უნდა იყოს ნეიტრალური და რბილი.  მცენარეს ხშირად სხლავენ, რომ ფორმა შეინარჩუნოს.
თესლის აღება: საკმაოდ წვრილი თესლი აქვსდა რამდენიმე რეკომენდაციაა საჭირო მისი სწორად აღებისთვის:
შეარჩიეთ სექტემბრის მზიანი და უქარო დღე, ნიადაგზე გაშალეთ ძველი ზეწარი. ამოთხარეთმცენარე ფესვებიანად და თითოეული ყვავილედი კარგად გაუსვით ზეწარს. თესლი დასცივდება.მერე მათ აშრობენ და ინახავენ ნაჭრის პარკებში, სჯობს ნაჭერი სელისა იყოს. გაზაფხულზეკი ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. 
ფოტო ვიდეო კოლაჟით სტატიის ბოლოს
10 January 0 2 204
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно