კალადიუმი

მიეკუთვება ნიუკასებრთა ოჯახს, ბალახოვანი მცენარეა,ჰგავს ლიანას, გვარში 15 000 მდე სახეობაა, გავრცელებულია ბრაზილიაში ამაზონის ნაპირებზე.მისი სახელი ითარგმნება, როგორც „მცენარე საკვებად ვარგისი ფესვებით“.
იზრდება დაახლოებით 5 მ მდე, ფოთოლი კი საკმაოდ დიდია, მის ქვეშ ადამიანიც დაიმალებაწვიმის დროს, ფოთოლს ისრისებრი ფორმა აქვს, თხელია და სხვადასხვა ნახატი და ფერი აქვს.ფერები საოცრად  ბევრია და  ლურჯი და ცისფერის  გარდა ყველა ტონალობას ნახავთ მის ფოთლებზე. ისინისაოცრადაა მოხატული, ყვავილი კი ნაკლებად მომზიდველი აქვს, შეკრულია  ტარო ყვავილედად. მცენარეზე ფოთოლი მხოლოდ გაზაფხულ-ზაფხულისპერიოდშია. ზამთარში იგი იძინებს, ფოთოლი ცვივა, საკვები მის გორგლებში ინახება მომდევნოსეზონისთვის, რომ თავიდან გაიზარდოს. სახლის პირობებში უმეტესად ჰიბრიდებია, რაც მიიღესსხვადასხვა სახეობის  შეჯვარებით,  კალადიუმი ფოთლის სილამაზეში მხოლოდ დეკორატიულფოთლიანბეგონიას თუ გაეჯიბრება.
მოვლა: საკმაოდ პრეტენზიულია. ძალიან რთულიამისი გამოყვანა მოსვენების ეტაპიდან სახლის პირობებში.
განათება: კარგად იზრდება ჩრდილში, მაგრამფოთლის სილამაზეს მხოლოდ გაბნეულ მზის სინათლეზე განახებთ ბოლომდე. მისთვის ოპტიმალურიადგილია ჩრ.დას ნ ჩრ.აღ. მხარეს გამავალი ფანჯრის რაფები.
ტემპერატურა: აქტიური ზრდის დროს მისთვისსაჭიროა 22-25 გრ. მოსვენების ეტაპზე კი 16-18 გრ სჭირდება.
ჰაერის ტენიანობა: მის სამშობლოში ჰაერისმაღალი ტენიანობაა - 70 % მდე. მშრალი ჰაერი მისთვის სასიკვდილოა სულ მოკლე დროშიცკი. მისთვის აუცილებელია მცენარის გარშემო წყლის შესხურება ისე, რომ ფოთლებზე არ მოხვდეს.  წინააღმდეგ შემთხვევაში ფოთოლზე ლაქები გაჩნდება.შეიძლება ქოთნის დადებაც სველ კერმზიტიან სადგმზე.
მორწყვა: უნდა მოირწყას რეგულარულად მიწისზედა ფენის შეშრობისას. მაგრამ იგი მუდამ ნამიანი უნდა იყოს, რადგან დიდ ფოთლები ბევრწყალს აორთქლებენ.ირწყვება რბილი ნადგამი წყლით. ვეგეტაციის დროს აქტიური ზრდა ხდებაახალი ტოტების, ამიტომ ჰაერი მის გარშემო მუდამ ტენიანი უნდა იყოს.
აგვისტო-სექტემბერში იგი მოსვენების ეტაპზე გადადის და მორწყვა თანდათან მცირდება.ზამთარში გორგლები მიწაში რჩება და იგი პერიოდულად  ინამება, რომ გორგლები არ გახმეს. ახალი ზრდის დასაწყისშიკი ისევ იწყებენ მორწყვას და უმატებენ მწვანე მასის ზრდის შესაბამისად.
ნიადაგი: სახლის პირობებში სჯობს მისიმომზადება ასეთი შემადგენლობით: 1 წილი ტორფი, 1 წილი კორდის მიწა, 1 წილი ნეშომპალადა 0,5წილი ქვიშა.
კვება: სჭირდება მას მერე, რაც შეწყდებაახალი ტოტების ამოტანა მოსვენების პერიოდამდე. მინერალურ სასუქს ხსნიან წყალში და რწყავენამ ხსნარით კვირაში ერთხელ. სასუქი უნდა შეიცავდეს ფოსფორს, კალიუმს და აზოტს. აგვისტოდანმისი კვება უნდა შეწყდეს იმისთვის, რომ მცენარე დასაძინებლად მოემზადოს.
მოსვენების ეტაპი: მნიშვნელოვანი მომენტიადა სწორი მომზადება სჭირდება მცენარეს. აგვისტოს დასაწყისიდან მორწყვას თანდათან ამცირებენდა მერე სულ წყვეტენ.. გორგლები არ ამოაქვთ მიწიდან, იმავე ქოთნით ინახავენ 18 გრ ზე ოდნავ ნამიან მდგომარეობაში. გაზაფხულზე გორგლებიამოაქვთ ქოთნიდან, ასუფთავებენ მიწისგან, ძველი ფოთლების და ტოტებისგან და ისევ რგავენახალ სუბსტრატში. მერე ფრთხილად იწყებენ და თანდათან უმატებენ მორწყვას პირველი ტოტებისამოსვლისას. ტოტებზე ახალი ფოთლების გაზრდისას კი მორწყვა უხვად სჭირდება.
გადარგვა: მოსვენების ეტაპის დასრულებისასიწყება მისი გადარგვისთვის მზადება კარგი დრო ამისთვის მარტი-აპრილია. ერთ ქოთანში ერთი დიდი  ფესურა უნდა იყოს. სხვა ქოთანში შეიძლება 2 პატარაერთად  ჩარგოთ. ფესვის ზომის მიხედვით არჩევენქოთანს. მისი დიამეტრი 4 სმ ით დიდი უნდა იყოს, ანუ  ჩარგული მცენარის ირგვლივ 4 სმ თავისუფალი ადგილიუნდა დარჩეს. პატარა ფესვები თუა ჩარგული, მათ შორისაც უნდა დარჩეს ადგილი, რადგანმცენარის ზრდისას ფესვებიც იზრდება ზომაში.
ქოთანში კარგი დრენაჟის ფენაც იყრება, მერე სუბსტრატი, მასზე ათავსებენ გორგლებს კვირტებითზემოთ. როცა ზრდას დაიწყებს ახალი ტოტები, ზემოდან აყრიან ცოტა სუბსტრატს და ასე ფარავენ  გორგლებს. ზოგ გორგალს არ აქვს კვირტი და ძნელი დასადგენია, როგორ უნდა ჩაირგას იგი, მაშინმას დებენ მიწაზე და ქოთანს ასათბურებენ. დაახლოებით 2,5 კვირის მერე გამოჩნდება ზრდისწერტილიც. ამის მერე მას წესის მიხედვით რგავენ. გორგლები უხვად არ უნდა მოირწყას დაარც ტემპერატურის შემცირება შეიძლება დაწესებულზე მეტად. დარგვის სიღრმე მოქმედებსმცენარის დეკორატიულობაზე. ზედაპირულად  ჩარგულიბევრ შვილეულ გორგლებს იკეთებს, მაგრამ ასე ნაკლები და არც ისე ლამაზი ტოტები და ფოთლებიეზრდება.
გამრავლება: მრავლდება გორგლებით.
ამისთვის გამოიყენება შვილეული გორგლები ან დედა გორგალს ყოფენ რამდენიმე ნაწილად.მაგრამ თითო მხარეს უნდა დარჩეს 1-2 კვირტი. გადანაჭერს ამუშავებენ ხის ნახშირით და რგავენ ტორფნარევ ქვიშაში.
კიდევ ერთი მეთოდია  თესლით გამრავლება. მაგრამასე გაზრდილი მცენარე დედის თვისებებს არ იმეორებს და ფოთლის შეფერილობას ვერ ინარჩუნებს. თესლი იყიდება ან მიიღება ხელოვნური დამტვერვით.მომწიფებულ თესლს წინასწარ მომზადებულ ქოთანში თესავენ მისი დიამეტრისოდენა სიღრმეში.ქოთანს ასათბურებენ 25-30 გრ ზე. რაც უფრო მაღალი იქნება ტემპერატურა, მით სწრაფადამოვა მცენარე. ჩვეულებრივ ასე ხდება დაახლოებით 3 კვირაში. მათი პიკირება რამდენჯერმეხდება. საშემოდგომოდ  კი დამოუკიდებელ გორგლებსივითარებენ.
დაავადებები: გორგლებზე ხშირად ჩნდებაფუზარიოზული და სველი ბაქტერიული ლპობა. მათ ებრძვიან ფუნგიციდებით - ქოთნოდან ამოღებულგორგლებს ამუშავებენ პრეპარატებით.
მავნებლებიდან ემტერება ბუგრი, აბლაბუდა ტკიპა, ცრუფარიანა. მათ ებრვიან ინსექტიციდებით. მცენარეს ფოთოლი უყვითლდება ან არასათანადო პირობების გამო, ან ფიტოფტორით დაზიანების  დროს. მოსვენების ეტაპზე არ შეიძლება ზედმეტად დატენიანება სუბსტრატის, რომ ფესვების ლპობაარ დაეწყოს. თუ ფოთლის კიდეები ხმება, საჭიროა დარეგულირდეს სასუქის რაოდენობა ან მცენარე უნდადაიდგას მეტად ჩრდილიან ადგილზე. 
სტატიის დაბლა განთავსებულია ვიდეო 
 

Loading the player...
09 January 0 3 067
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно