ფიტონია

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ს ამერიკიდან. ძირითადადპერუში გვხვდება, გვარი მოიცავს 10 სახეობას.
მცენარე საკმაოდ დაბალია, ღერები ბუსუსებიანი და ნიადაგმფენია, ყვავილები ერთეული,ყვითელი, იკრიბება თავთავა ყვავილედად ყვავილსაჯდომის უბეში, ყვავილსაჯდომს კვერცხისფორმა აქვს, ფოთლები სახეობის მიხედვით 2-16 სმ ია ელიფსის ფორმის, იასამნისფერი მკვეთრიძარღვებით მწვანე ფონზე. კარგი მოვლისას მცენარე მალე იზრდება, მას მოსწონს ჰაერისმომატებული ტენიანობა, სტაბილური ტემპერატურა, მათი ცვლილება მცენარეს კლავს.
განათება: მას მკვეთრი სინათლე სჭირდება,მაგრამ ს. მხარეს ფანჯარაზე ნუ დადებთ, რომ მზემ ფოთლები არ დაუწვას, იგი კარგადაააღ და დას მხარეს. ჩრ მხარეზეც გაიზრდება, მაგრამ ფოთლები მკვეთრი ფერისა არ იქნება.ზამთარში მას დამატებითი განათება სჭირდება.
ტემპერატურა: ზაფხულში 24 გრ, ზამთარში20 გრ უნდა იყოს. უფრო დაბალ ტემპერატურაზე მცენარე დაავადდება. არც ორპირი და ტემპერატურისმკვეთრი ცვლილება შეიძლება - ფოთლებს დაიცვენს, მისი გატანა გარეთ არ შეიძლება ზაფხულშიცკი.
მორწყვა: მიწა ბოლომდე არ უნდა გაშრესქოთანში, მაგრამ არც ჭარბად უნდა იყოს წყალი შიგნით, რომ მიწა არ ამჟავდეს. წინააღმდეგშემთხვევაში ან გახმება, ან დალპება. ზამთარში რწყავენ მას მერე, რაც მიწის ზედა ფენაგაშრება.
შესხურება: მშრალი ჰაერის მის დაავადებასან მწერების შესევას იწვევს, ამიტომ ხშირი დანამვა სჭირდება - დღეში ერთხელ ან დილა-საღამოს.ქოთანს დებენ სველ კერამზიტიან სადგამზე ისე, რომ წყალი ქოთნის ძირს არ ხვდებოდეს.
კვება: მთელი წლის განმავლობაში მცენარესკვება სჭირდება. 

მაგრამ სასუქი ბევრი არ შეიძლება. იგი ორჯერ ნაკლები უნდა იყოს მითითებულდოზაზე. კომპლექსურ მინერალურ სასუქს მას ზამთარში თვეში ერთხელ, სხვა დროს კი თვეშიორჯერ აძლევენ.
გასხვლა: იმისთვის, რომ მცენარე კარგადდაიტოტოს, ტოტებს ბოლოებს აწყვეტენ.დროთა განმავლობაში ტოტების ქვედა ნაწილი შიშვლდებადა დეკორატიულობა ეკარგება. ამიტომ მას სხლავენ პერიოდულად მარტის ბოლოს რამდენიმეეტაპად.
გადარგვა: ყოველწლიურად ირგვება მარტში-აპრილში.ქოთანი უნდა იყოს დაბალი და განიერი, ქოთნის ძირში კერამზიტს ყრიან, ზემოდან კი სუბსტრატს- 2-2 წ წიწვოვანი და კორდის მიწა,  1-1 წ ქვიშადა ტორფი.
გამრავლება კალმით: მცენარეს აჭრიან ტოტბს3-5 ფოთლით, დაახლოებით 8 სმ სიგრძისა უნდა იყოს ტოტი, დებენ ქვიშაში, ახურავენ თავზექილას და ელოდებიან ერთ თვეს. შეიძლება მისი დაფესვიანება წყალშიც, წყალს ახამენ 1სმ სიმაღლეზე და შიგ დებენ მცენარეს. ჭურჭელს დებენ პაკეტში, კვირაში 2-3 ჯერ ხსნიანპაკეტს და ნამავენ ფოთლებს.  მცენარეს დებენ26 გრ ზე, როცა ფესვები კარგად მოძლიერდება, რგავენ მიწაში.
გამრავლება დაყოფით: შესაძლებელია გადარგვისასბუჩქის დაყოფაც, მთავარია- არ დააზიანოთ ფესვები,
გამრავლება გადაწვენით: მისი ტოტები ნიადაგზემიხოხავს და თავადაც ადვილად დაფესვიანდება. შეიძლება ასეთი ტოტების ნაწილის მიწითდაფარვაც, გარკვეული პერიოდის მერე იქ ფესვები გაჩნდება და შეიძლება დედა მცენარისგანმოშორება და ცალკე ჩარგვა.
დაავადებები: თუ მცენარე უცებ მოკვდა- ეს ჭარბი მორწყვის ბრალია, განსაკუთრებით ზამთარში, ან კიდევ მცენარე მოხვდა ორპირში.
ქვედა ფოთლების ცვენა - ეს ნორმაა და მცენარეს განახლება ესაჭიროება.
ფოთლები უყვითლდება - ჭარბი მორწყვის გამო.
ფოთლის წვერები ყავისფერდება - სასუქის სიჭარბე - ნაკლებობის გამო.
ფოთლების დაჭმუჭვნა - მშრალი ჰაერის შედეგია, ან პირდაპირი მწველი მზის სხივების გამო.
მავნებლები - მას ემტერება ტრიპსები, ფარიანა,აბლაბუდა ტკიპა, ცრუფარიანა.
სახეობები: გიგანტური ფიტონია- იგი ტროპიკულ ტყეებში ცხოვრობს, ტოტები იისფერ- წითელი და ბუსუსებიანია. ფოთლებიელიფსური, მწვანე, წითელი ძარღვებით.
ვერშაფელტის ფიტონია - ტოტები ნიადაგზე არ ეფინება, ადვილად ფესვიანდება გადაწვენით,ფოთლები ელიფსურია, მუქ მწვანე ფონზე წითელი ძარღვებით. 

 
10 December 0 4 155
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно