ონტკოფა

ძაღლყურძენასებრთა ოჯახშიპომიდვრის,კარტოფილის და სხვა ბოსტნეულის გარდა არის კიდევ ერთი შედარებით ნაკლებცნობილი მცენარე - ონტკოფა, ბევრს იგი უცხო ხილი ჰგონია, თუმცა გვხვდება როგორველურად, ისე კულტურში მზარდიც. მრავალფეროვან სახეობებში დეკორატიულიც ბევრიადა საკვებად ვარგისიც. მის ნაყოფს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს და საინტერესო,ინდივიდუალური გემო და სუნი დაჰკრავს.
რუსეთში იგი გავრცელდა 19 ს ში, მისი სამშობლო ს და ცენტრ ამერიკაა, სადაც იგიჩვეულებრივ სარეველად მიიჩნეოდა საკმაოდ დიდხანს.
პოპულარულისახეობები: დეკორატიული ონტკოფა- მრავალწლიანია მომწარო გემოს ნაყოფით, გარეგნულადჰგავს პომიდორს - „ჩერი“, ყვავილობს ყვითელი, ნარინჯისფერი ან წითელი ყვავილებით,რომლებიც ფანარს ჰგავს. საკმაოდ საინტერესო გარეგნობის გამო ბევრ ბაღს ამშვენებს წლების განმავლობაში, პერიოდულადსჭირდება გამოხშირვა, რადგან ადვილად მრავლდება და მთელ ბაღს  შეიძლება მოედოს.
ბოსტნეული ონტკოფა - სწრაფადმზარდი ერთწლიანი უხვად მსხმოიარე მცენარეა,აქვს სამკურნალო თვისებები. უპრეტენზიოა, იტანს ზომიერ ყინვას, ახასიათებს თვითდათესვა, კენკრა გამოიყენება საკვებად, სასიამოვნო გემო აქვს, მისგან მზადდებამარინადები, სოუსები. ამ მცენარეს ბევრი ჯერ კიდევ არ იცნობს კარგად და ერიდება მის დათესვას, თუმცა მინიმალური ყურაღებით იგი უხვ მოსავალსიძლევა, რაც სასარგებლო ნივთიერებების წყაროა.
მოვლა: მცენარე მრავლდება თესლით, ახასიათებს თვითდათესვაც, ასევე ჩითილებით, ფესურით.ყველაზე მარტივია დათესვა. თესლი კარგად იზრდება ღია გრუნტშიც. წინასწარ იგი უნდადაალბოთ მარილწყალში - (250 მლ წყალი:1 ს კ მარილი). უხარისხო თესლი წყლის ზედაპირზეამოვა, მათ არ თესავენ. მერე თესლს ავლებენ გამდინარე წყალში, კარგად აშრობენ.ერთი დღით ადრე დათესვამდე დებენ ფუნგიციდის ხსნარში 12 სთ ან„მარგანცოვკაში“  30 წთ. ითესება 15აპრილიდან კონტეინერებში, რომ მაისის ბოლოს ღია გრუნტში გადაიტანოთ ჩითილები ანშემოდგომაზე პირდაირ ღია გრუნტში.
ადგილის შერჩევა:მისი დათესვა იქ, სადაც ადრე სხვა ძაღლყურძენასებრნი იზრდებოდა, არასასურველია,შეიძლება ფარული დაავადებები გადაედოს მათგან. იქ, სადაც ადრე კიტრი ან კომბოსტოიყო, შესანიშნავად გაიზრდება. მოსწონს მზიანი ადგილი. ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი,კარგი წყალ და ჰაერგამტარი. შემადგენლობა ასეთია - კომპოსტი, ბაღის მიწა 1- 1წილი, ტორფიანი მიწა - 2 წილი, მდინარის ქვიშა - 0,5 წილი.
დათესვა:
 მასარ ეშინია ცუდი ამინდის, ადვილად მრავლდება თავისით. არ თესავენ 1,5სმ ზე ღრმად.ითესება ახლოახლო ბევრი ერთად, რომ ნათესის ტოტები არ გაიწელოს მერე. კვლებს შორის50 სმ უნდა იყოს. ნათესის ამოსვლისთვის საჭიროა 15-17 გრ. თავიდან რამით სჭირდებადაფარება - ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების ასაცილებლად. 
თესლი წვრილია და თანაბრად რომდაითესოს, ურევენ სილას. ან ბოლოკის თესლს. ბოლოკი უფრო ადრე იზრდება და ონტკოფას ხელსარ შეუშლის. ნათესს 2 ჯერ ხშირავენ. პირველი გამოხშირვის მერე  მათ შორის უნდა დარჩეს დაახლოებით 30 სმ, მეორეჯერზე კი  60 სმ მდე.  ასე მცენარე საკმაოდ ძლიერი იქნება.
გამრავლება ჩითილებით: საჭიროა შესაბამისი კონტეინერები და კარგი ხარისხის თესლი. ითესებააპრილში, გრუნტში გადააქვთ მაისში. ჩითილი რომ არ დაზიანდეს, გრუნტში გადატანის წინმიწას კარგად ასველებენ და ისე ამოაქვთ კონტეინერიდან. დეკორატიულ და ბოსტნეულ ონტკოფასრგავენ 5 ც 1 კვ მ ზე, მათ შორის ცარიელ ადგილებში თესავენ ბოლოკს ან სალათს. ჩითილებიგადააქვთ გრუნტში საღამოს, რომ მცენარეს გაუადვილდეს გარემოსთან შეგუება. გადრგვისთანავეარ ირწყვება, მიწამ შეიძლება ქერქი გაიკეთოს, რაც ხელს  შეუშლის მის აერაციას.
მოვლა ღია გრუნტში: საჭიროა ყურადღებით ათვალიეროთ ჩითილები და დროულად მოაშოროთ დაავადებულიმცენარე, რომ სხვებსაც არ გადაედოს. თხევადი სასუქი შეაქვთ აქტიური ყვავილობის დროსერთხელ და მსხმოიარობისას 2 ჯერ 20 დღის შუალედით -  დაახლოებით 500მლ მინერალური სასუქი ერთ კულტურაზე.
ზაფხულში ირწყვება კვირაში 1 -2 ჯერ, თუ ძალიან ცხელა და არ წვიმს, მაშინ 4 ჯერაც კი.სექტემბრიდან მორწყვას ამცირებენ კვირაში ერთ ჯერობამდე. ჭარბი მორწყვა მას ვნებს.
მოსავლის აღება: ნაყოფი მწიფდება ივლისიდან პირველ ყინვებამდე. როცა ნარინჯისფერი ფურცლებიხმება, უკვე დროა მოსავლის აღების. ნაყოფის სასიამოვნო სუნი მთელს ბაღში დგას. დიდხანსინახება არა მარტო მოკრეფილი, არამედ დაცვენილი ნაყოფიც. მოსავალი უნდა აიღოთ პირველყივნებამდე. ყინვა მის საგემოვნო თვისებებზე უარყოფითად მოქმედებს.  შესაძლებელია, დაუმწიფებელი ნაყოფი მოჭრათ ტოტებითდა დაჰკიდოთ მშრალად მის საბოლოო დამწიფებამდე.

10 December 0 4 067
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно