პალუდარიუმი - სველი ბაღი ოთახში

ეს ძალზე ორიგინალური მეთოდია მცენარეების ინტერიერში გასაზრდელად. თუმცა ასეთი ბაღის შექმნა არც ისე მარტივია. ეს მთელი დახურული ეკოსისტემაა, რომელიც იმიტირებს სრულყოფილ წყლის სისტემას, რომელშიც  წყლისმოყვარული მცენარეების  გაზრდაა შესაძლებელი. თანამედროვე ტექნოლოგიებმა მისი შექმნა გაამარტივა და დღეს იგი არა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ჰქონდეთ, არამედ უკვე  ფლორარიუმის საკმაოდ ფართოდ გავრცელებულ მოდურ სახეობად იქცა.
პალუდარიუმი - ჭაობი? სახელი ლათინურია და ჭაობიან ადგილს ნიშნავს, მაგრამ მთლად ასეც არ შეიძლება ჩაითვალოს. გამჭირვალე რეზერვუარებში ხელოვნურად იქმნება რთული ეკოსისტემა წყლის მცენარეებისთვის, შინაარსობრივად ეს ჭურჭელში მოთავსებული ორანჟერეაა მაღალი ტენიანობით, რომელშიც სამივე სტიქია თანაარსებობს - წყალი, მიწა და ჰაერი.
პალუდარიუმი საკმაოდ ესთეტიკური ობიექტია, მასთან ურთიერთობა ხსნის სტრესს, ამშვიდებს და სახლიდან გაუსვლელად ბუნებასთან შეხების საშუალებას იძლევა, მასში შესაძლებელია ყველაზე პრეტენზიული მცენარეები გაზარდოთ, მისი დახმარებით ოთახის ჰაერის ტენიანობა საკმაოდ მაღალია.
პალუდარიუმში შესაძლებელია მოაწყოთ დატბორილი ტყე, ქვიანი პლიაჟი, მთის მდინარე, მდინარის ნაპირი, შეიძლება შექმნათ ციცაბო კლდე, ჩანჩქერი, მრავალდონიანი გუბურები. ამისთვის სასურველია ცოტა გამოცდილება და საწყისი ელემენტარული ცოდნა. მას მერე, რაც თქვენს სახლში ეს ბაღი შეიქმნება, მისი მოვლა უნდა შესძლოთ. ჩვეულებრივი ფლორარიუმისგან განსხვავებით, მას მუდმივი ყურადღება სჭირდება.
აგებულება: იგი ორნაწილიანია - წყალქვეშა და მიწისზედა. მათი თანაფარდობა ათქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ სჯობს მიწისზედა ნაწილი დომინირებდეს.
მისი მოწყობისთვის საჭიროა:
რეზერვუარში უნდა ჩაიყაროს მიწა, რომელშიც რგავენ წყლის მცენარეებს. მიწა სხვადასხვა შემადგენლობის შეგიძლიათ ჩაჰყაროთ. უნივერსალურიდან დაწყებული სპეციალურად ფლორარიუმის ან აკვარიუმის მიწით დამთავრებული.
რეზერვუარს ჰყოფენ 2 ნაწილად- წყლის და ნაპირის მხარეებს გამოჰყოფენ ტიხრით. ამზადებენ ნაპირს - დრენაჟის და ნოყიერი დეკორატიული მიწით. სჯობს მისი მოწყობა კუთხეში. ტიხრები სხვადასხვაგვარია - შუშის, პლასმასის, ბადისებრი. მათი დახმარებით რეზერვუარის რამდენიმე სექციად დაყოფაა შესაძლებელი.
წყლის მცენარეებს რგავენ ფსკერზე დაყრილ მიწაში, ზემოთ კი - ნაპირზე უკვე ჩვეულებრივი ოთახის მცენარეებიც შეიძლება ჩარგათ. აქ საყურადღებოა, რომ წყალი არ შეეპაროს „ნაპირს“ და იქ მყოფი მცენარეების ფესვები არ დაალპოს. ამიტომ სჯობს მათი ქოთნებით ჩარგვა, ასე რეზერვუარში მყოფი მცენარეების დახმარებაც ადვილია, მისი გადახალისებაც - შეიძლება ერთი მეორით შეცვალოთ. მარტივდება მთელი პალუდარიუმის მოვლაც.
ტექნიკური ნაწილი: ტრადიციულად, პალუდარიუმი აკვარუმში ეწყობა, მოცულობა - ნებისმიერია. ერთადერთი უცვლელი პარამეტრი - მისი სიმაღლე 50სმ ზე პატარა არ უნდა იყოს. ზოომაღაზიებში შეიძლება შეიძინოთ მზა მასალები, ზოგან კი უკვე  მომუშავე პალუდარიუმებც კი. ზოგ მათგანს უკანა კედელი შუშის არ აქვს და მასზე სამაგრებია მოწყობილი ზედ მცენარეების, ქვების, ქვიშის განსათავსებლად. მისი გაკეთება თავადაც შეგიძლიათ პენოპლასტის ფურცლისგან, რომელსაც აკვარიუმში წებოთი დაამაგრებთ.
საკმაოდ რთულია მანძილის გათვლა მცენარეებს შორის, ასევე საჭიროა განათების და ჰაერის ტენიანობის მუდმივი კონტროლი მასში,  სწორედ ეს გახდა მიზეზი მათი თითქმის გაქრობისა წინა საუკუნის ბოლოს. იმისთვის, რომ სისტემამ იფუნქციონიროს, საჭიროა:
ნიადაგის გათბობა სპეც თერმორეგულატორით.
ფილტრი წყლის ჟანგბადით გასაჯერებლად. ვენტილაცია ბოლომდე დახურულ პალუდარიუმში,განათება.
სარწყავი სისტემა ნაპირის მცენარეებისთვის. ასეთ მოწყობილობებს ნიღბავენ მცენარეებით ან დეკორატიული საგნებით. მათი შეძენა შეიძლება, მაგრამ თუ თავად აგროვებთ ტყეში ტოტებს, ხავსს, ქვებს, ისინი უნდა დამუშავდეს მდუღარით, მარილწყალში ან ინსექტიციდებით შეიწამლოს. ასევეე შეიძლება პატარა  კერამიკული ფიგურების ჩადგმაც და ჩაძირული განძის ინსცენირებაც.
მცენარეები პალუდარიუმისთვის:
ოთახის მცენარეების არჩევანი საკმაოდ მწირია, მაგრამ აქ გამოდგება ბუნებრივ წყალსატევებთან ან შიგ მცხოვრები მცენარეები.წყლიან ნაწილში ირგვება აკვარიუმისთვის გამოსადეგი მცენარეები - ლაგენანდრა, კრიპტოკორინა, ანუბიასი. მიწისზედა ნაწილისთვის 2 მცენარე სავალდებულოა - ტილანდსია და ცისუსი, ეს 2 მცენარე კლასიკურად მიიჩნევა პალუდარიუმისვის. ასევე გამოიყენება სპატიფილუმი, სელაგინელა. აგლაონემა, გვიმრები, უკანა კედელზე კი შეიძლება ნებისმიერი ეპიფიტის მიმაგრება. ასევე შეიძლება ტოტებზე, ქვებზე დეკორატიული  ხავსის  დაფენაც.
მცხოვრებნი: პალუდარიუმში ცოცხალი არსებებისთვისაცაა ადგილი. აქ თავს კარგად იგრძნობს აკვარიუმის ლოკოკინა, ბაყაყი, სხვა რეპტილიები. მაგრამ მაშინ რეზერვუარში ჩასადები ნივთების სია უნდა შეთანხმდეს ვეტერინართან.
მოვლა: პალუდარიუმს კარგი მოვლა და მუდმივი კონტროლი სჭირდება. საბაზისო კომპონენტებია:
ტენიანობის შენარჩუნება.
სოკოს და ობის გავცრცელების  საწინაღმდეგოდ მუდმივი მზაობა, რაც გულისხმობს - გამოხდილი წყლის გამოყენებას და პირველი ნიშნების აღმოჩენისთანავე მცენარის იზოლირებას და დეზინფექციას.
დაზიანებული ან გამხმარი მცენარეების დროული მოცილება
შიგნიდან აკვარიუმის დასუფთავება პერიოდულად
წყლის გამოცვლა 2 კვირაში ერთხელ - მთელი მოცულობის 20 %
კვება მცენარეების ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით.

 
27 November 0 3 481
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно