თუ არ ყვავილობს ექინოპსისი

ეს ერთერთი ყველაზე გავრცელებული გვარია კაქტუსებში და ასევე ერთერთი ყველაზე ადვილი გასაზრდელი. ეს მცენარე არც კი იქცევს დიდად ყურადღებას,
მაგრამ ასეა, სანამ იგი აყვავდება. ყვავილობა არც ისე ხანგრძლივია - 1-3 დღე, მაგრამძალიან ეფექტურია. უზარმაზარ ყვავილს, რომელიც უცებ, ერთ ღამეში ჩნდება, საოცარი შესახედაობააქვს. თავიდან კაქტუსზე ჩნდება ბუმბულა ბურთი, იგი სწრაფად იზრდება სიგრძეში და ემსგავსებამილს, რომლის ბოლოს გრამოფონივით ყვავილი იშლება. დიდ მცენარეზე ზოგჯერ 25 მდე ყვავილიგამოსდის.
კაქტუსის ყვავილი მაღალ ფეხზეა, სიგრძით 20-25 სმ, ყვავილი ძაბრისებრია, თეთრი,იშვიათად ვარდისფერი ან წითელი. ყვავილობას კაქტუსი 3 წლიდან იწყებს. მისი სახელი ლათინურიადა ზღარბს ნიშნავს. ეს გვარი დღეისთვის 150სახეობას აერთიანებს.
გამოზამთრება სწორად: - ყვავილობის მთავარიპირობაა.ზოგჯერ იგი დიდხანს არ ყვავილობს,ასაყვავებლად გარკვეული პირობებია საჭირო,კერძოდ სჭირდება სიცივე. ცივი ზამთრის შემდეგ,მასში უკვე შეიძლება იყვავილოს კიდეც, და თანაც საკმაოდ უხვად,
მას ზამთარში დებენ ნათელ რაფაზე, რაც შეიძლება ახლოს ფანჯარასთან, სადაც ყველაზე დაბალიატემპერატურა ან გააქვთ შემინულ, ლოჯში, ტემპერატურაარ უნდა ჩასცდეს 5 გრ ს. ასე მცენარე იძინებს. ამ პერიოდში მას არ რწყავენ. არაა საშიში,რომ იგი გახმება, მას საკმაო მარაგი აქვს წყლის. გაზაფხულიდან კი ისევ ნელნელა აჩვევენმორწყვას.
განათება: მისი სამშობლო ს. ამერიკაა,მოსწონს მზიანი ადგილი, ამიტომ გამოდგება სამხ. ფანჯრის რაფა.
ტემპერატურა: ზამთარში უნდა იყოს 10გრ, ეს მოსვენების პერიოდში. სხვა დროს ჩვეულ ოთახისტემპერატურაზეც კარგადაა.
მორწყვა: ბევრი მორწყვა მცენარეს არ სჭირდება.აპრილიდან ოქტომბრამდე ზომიერზე ნაკლებად რწყავენ. ზამთარში კი დებენ ნათელ ადგილზესიგრილეში და არ რწყავენ. თუმცა ზედმეტი გამოშრობისას, ისე როგორც ჭარბი კვებისას მცენარესშვილეული ნაზარდები ამოსდის, რაც ცუდად აისახება ყვავილობაზე. ზედმეტი მორწყვით კიფესვები ულპება და კანი უსკდება ღერზე. კაქტუსს მოსწონს ზაფხულში გარეთ სუფთა ჰაერზეგატანა. გაზაფხულ- ზაფხულში თვეში ერთხელ კარგია კომპლექსური მინერალური სასუქის მიცემა.
გამრავლება:  ხდება გვერდითა ამონაყრებით, თუმცა თესლით სჯობს- ასე ახალი მცენარე გაცილებით ლამაზი და საღი იზრდება. თესლს დებენ ქოთანში და ზემოდან მიწის თხელ ფენას აყრიან. დებენ სიბნელეში, ნესტში, სანამ ნათესი გამოჩნდება.
ტოტით გამრავლებისას შვილი მცენარე დედის ასლი იქნება. მათ აჭრიან ბასრი დანით. აშრობენგადანაჭერს ჰაერზე და ერთი კვირის შემდეგ რგავენ.თუ ფესვები უკვე აქვს, მას მაშინვერგავენ. მიწა უნდა იყოს მსუბუქი - ფოთლოვანი მიწის და ქვიშის ნარევი. დრენაჟი აუცილებელია.
გადარგვა: წელიწადში ერთხელ სასურველია უნდა დაირგას არც ისე ღრმად, ქოთანი შედარებით არაღრმა უნდა შეირჩეს, რომ მცენარე მჭიდროდარ იყოს შიგნით. ნორმალური ზრდისთვის შვილეულ ნაზარდებს აცლიან და მხოლოდ რამდენიმესუტოვებენ.
დაავადებები: იგი ავადდება აბლაბუდა ტკიპით,ფარიანათი. მათ ებრძვიან აკარიციდებით ან ინსექტიციდებით.
 

 
19 November 0 6 477
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно