ამარილისის და ჰიპეასტრუმის ბოლქვები

დღეს ბევრი მოყვარული ყიდულობს მცენარეთა ბოლქვებს და ზრდის მათ. ტრადიციულ ტიტებს, ნარცისებს და შროშანებს უკვე შედარებით ეგზომცენარეებიც ემატება, ისეთი, როგორიცაა ჰიპეასტრუმი, ამარილისი. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ,რომ ის ბოლქვები, რასაც ყიდულობთ ამარილისის სახელით, უმეტესად ჰიპეასტრუმი ან ჰიპეასტრუმისდა ამარილისის ჰიბრიდებია. სხვა ბოლქვიანებისგან განსხვავებით, ისინი აგვისტო - სექტემბერში ყვავილობენ, თუმცა მეყვავილეები ცდილობენ მათ აყვავებას სხვა სეზონზეც.
ამარილისი ბელადონა: ეს ამ გვარის ერთადერთი სახეობაა, ბუნებაში ცხოვრობს ს.აფრიკაში. ამიტომ ღია გრუნტში მას მხოლოდ თბილ კლიმატურ რეგიონში რგავენ. როდესაც იგიბუნებრივი გზით ვითარდება, იგი შემოდგომაზე აყვავდება, ამისთვის მას ივნისში რგავენგრუნტში. გარეთ დარგული ამარილისისთვის მნიშვნელოვანია განათება, სითბო და ტენიანობა. მის დასარგავადგამოდგება ნაკვეთი შენობის სამხრეთ მხარეს.
ამარილისის ბოლქვი მსხლისებრია და საკმაოდ დიდი ზომისაა, ზოგი იმდენად დიდია, როომ2 საყვავილე ღერო ამოსდის. თითოეულზე 6-12 ყვავილი იშლება - წითელი თეთრი ან ვარდიფერი.
საშუალოდ ამარილისის ბოლქვი 6 სმ ია, თუმცა არის გიგანტური ბოლქვებიც - 20სმ დიამეტრის.იგი დაფარულია მშრალი ნაცრისფერი ქერცლებით. გარე ქერცლების უბეებში ახალი შვილეულიბოლქვები ჩნდება 1-4 ცალი. სწორედ მათ იყენებენ გასამრავლებლად. გადარგვისას შვილებს აშორებენ დედა ბოლქვს პატარა ფესვებთან ერთად და რგავენ გასაზრდელად პატარა ქოთნებში,ისინი 3-4 წელიწადში იყვავილებენ.
ჰიპეასტრუმის ბოლქვი: თუ ამარილისი მხოლოდერთი სახეობა არსებობს, ჰიპეასტრუმი საკმაოდ ბევრია. მათ აკუთვნებენ ასევე ჰიბრიდებსაც.მისი სამშობლო ამერიკის ტროპიკები და სუბტროპიკებია. ამიტომ იგი მეტადაა შეგუებულიგარე პირობებს. მისი ყვავილები უამრავი შეფერილობით არსებობს. ზომაც ამარილისისაზედიდი და უფრო მკვეთრია. არსებობს ორფერა ყვავილებითაც.
განსხვავებულია ბოლქვის ზომაც - იგი უფრო მომრგვალოა. მისი ზომა 5-11 სმ ია დიამეტრში.
ბოლქვების შენახვა: ორივე მცენარის ბოლქვებიდიდხანს ინახება გრილ მშრალ ბნელ ადგილზე. ყვავილობის შემდეგ ქოთნები უდევთ ნათელ თბილადგილზე, სანამ ფოთლები გახმება, მათგან ბოლქვი იღებს სასარგებლო ნივთიერებებს. სასურველიაყვავილობის შემდეგ მცენარისთვის სასუქის მიცემაც და მორწყვა მანამ, სანამ ფოთლები ისევაქვს, რადგან ამ პერიოდში ხდება ახალი საყვავილე ღერის ჩამოყალიბება.  მოსვენების ეტაპზე ბოლქვის დატოვება ქოთანში შეიძლება,3-4 წელი გადარგვის გარეშე.
თუ ბოლქვს იღებთ ქოთნიდან მოსვენების პერიოდში, ახალ სეზონზე დარგვამდე უნდა გაასუფთავოთძველი ქერცლებისგან, მომპალი ფესვებისგან. თუ ბოლქვი დაზიანებულია, უნდა მოაჭრათ საღ ქსოვილამდე და ჭრილობაზე მოაყაროთ გააქტივებული ნახშირი.
ბოლქვებს რგავენ ივნისში, აგვისტოში იგი იყვავილებს. თუ ბოლქვი ქოთანში ისვენებდა,გაზაფხულის ბოლოს სიგრილე-სიბნელიდან გადააქვთ ნათელ ადგილზე სითბოში.
 
19 November 0 4 427
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно