კამბრია

ეს მცენარე ორქიდეათა ოჯახს ეკუთვნის და ონციდიუმისდა მილტონიას ჰიბრიდს წარმოადგენს. იგი სახლის პირობებისთვისაა შექმნილი და მშვენივრადეგუება ოთახს, მოსავლელადაც მარტივია.
მას ფსევდობულბები აქვს წაგრძელებული ფორმის და კარგად გავითარებული. თითოეულზე 2-3 ფოთოლია, 50სმ სიგრძის, განიერი, მუქი მწვანე მკვეთრად გამოყოფილი ცენტრალური ძარღვით. ბოლქვი ერთხელ ყვავილობს, ამოაქვს 2 საყვავილე ღერო,მოყვავილების მერე მას აშორებენ. ყვავილი საკმაოდ დიდია, 10 სმ დიამეტრის, უმეტესადწითელი, ღია ფერის ან თეთრი წინწკლებით. მოყვავილებული ფსევდობულბის მოშორების მერემცენარეს ახალი ამოაქვს და ისიც იკეთებს ახალ საყვავილე ღეროს. ყიდვისას სჯობს შეიძინოთმცენარე სამი ან მეტი ფესვდობულბით.
ადგილის შერჩევა და განათება: მოსწონსგაბნეული, მაგრამ მკვეთრი განათება. ზაფხულში კარგადაა დას. ან აღ. ფანჯარაზე. ს. მხარესკი შუადღეზე ჩამოფარება სჭირდება. თუ ზამთარში იგი ისვენებს, დამატებითი განათება არუნდა. თუ აქტიურ ზრდაშია, 10-12 სთ იანი დამატებითი განათება სჭირდება.
ტემპერატურა: არაპრეტენზიული მცენარეადა კარგად ყვავილობს ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურაზეც, ოპტიმალურია 18-25 გრ. მასარ სჭირდება დღე-ღამური მკვეთრი ცვლილება ტემპერატურის და ესეც ერთერთი წინაპირობაამისი პოპულარობისთვის.
ჰაერის ტენიანობა: არ სჭირდება მომატებულიტენიანობა, თუმცა ახალი საყვავილე ღეროს ფორმირებისას სჯობს პერიოდულად მცენარის გარშემოშესხურება, რომ ტენიანობა 25-30 დან 35-40 % მდე აიწიოს. ასე იგი ადვილად გადაიტანსსიცხეს.
მორწყვა: სჭირდება ზომიერად, ოთახის ტემპერატურისნადგამი წყლით. ქოთანს მთლიანად დებენ წყლიან ჭურჭელში 20-30 წთ. მერე იღებენ, აცდიან,რომ ზედმეტი წყალი დაიწრიტოს და აბრუნებენ თავის ადგილზე. მორწყვებს შორის მიწა ბოლომდეუნდა გაშრეს ქოთანში.
ნიადაგი:  შემადგენლობა ასეთია: გვიმრის ფესვები, ხის ნახშირი, ფიჭვის ქერქი, ტყის ხავსიდა ქოქოსის ჩიფსები.
კვება: ესაჭიროება სპეციალური მინერალურისასუქი ორქიდეისთვის თებერვლიდან ოქტომბრამდე თვეში 2 ჯერ. პირველ და ბოლო თვეებშიმეტი გაზავება სჭირდება სასუქს, რომ ჯერ მიეჩვიოს, მერე კი გადაეჩვიოს მცენარე სასუქს.მას ზედმეტი კვება არ სჭირდება,- სჯობს, დააკლდეს, ვიდრე ზედმეტი მოუვიდეს.
გადარგვა: ცუდად იტანს და ამიტომ მხოლოდსაჭიროებისას რგავენ, როცა ფესვები აღარ ეტევა ქოთანში ან გრუნტის გამოცვლაა საჭირო.ჩვეულებრივ ასე ხდება 2-3 წელიწადში ერთხელ. გადარგვის მერე ასვენებენ და არ რწყავენ5-7 დღე.
გამრავლება: მრავლდება ბუჩქის დაყოფით.გადარგვისას ბულბებს აშორებენ ისე, რომ ფესვები არ დაზიანდეს. მაგრამ თუ ასე მოხდა,მათ გააქტივებული ნახშირის დაფხვნილ აბებს აყრიან ინფექციის თავიდან ასაცილებლად.
გადარგული ბულბები თავიდან დაფესვიანებამდე ცუდად ემაგრება ნიადაგს, ამიტომ ამაგრებენჩხირებით. პირველი მორწყვა დარგვის მერე 7-8 დღეში სჭირდება. ამ დროის განმავლობაშიიგი ცდილობს დაფესვიანებას. თუ ძველი ბულბები კიდევაა შერჩენილი მცენარეზე, ელოდებიანმათ გახმობას, რომ მერე ახალი გაიზარდოს და ყვავილობა დაიწყოს.
დაავადებები: მცენარეს ემართება სოკოვანიან ბაქტერიული დაავადებები. ასეთ შემთხვევაში დაზიანებულ ყვავილს აშორებენ და მცენარესამუშავებენ ფუნგიციდებით, ზოგჯერ ემტერება ფარიანა, ორქიდეის ბუგრი და აბლაბუდა ტკიპა.
პრობლემები: თუ უყვითლდება ფოთლები, განათებააჭარბი.
მომჭკნარი ფოთოლი კი მიუთითებს ან ნაკლებ მორწყვაზე, ან გარემოს დაბალ ტემპერატურაზე
.

 
15 November 0 2 455
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно