ვზრდით პალმას სახლში

ოთახის პალმები სხვადასხვაგვარი არსებობს. მათი გაზრდასახლის პირობებში საკმაოდ საინტერესო პროცესია.
პალმა თესლიდან: ნებისმიერი პალმის დათესვადა გაზრდა შეიძლება ქოთანში. ვნახოთ როგორ ხდება ეს ხამედორეის მაგალითზე. როდესაცთესლს ყიდულობთ, უნდა დახედოთ ვადებს. ძველ თესლს ამოსვლისუნარიანობა დაბალი აქვს.ერთი წლის წინანდელი პაკეტის ყიდვას აზრი არ აქვს- მცენარე არ ამოვა.
დასათესად გამოდგება ერთჯერადი პლასმასის 100-200მლ იანი ჭიქები. დაბლა უკეთდება სადრენაჟეხვრელი, მასში ყრიან გრუნტს, რომელიც შედგება 1წ ფოთლოვანი მიწის, 1წ პერლიტის  და 1წ ვერმიკულიტისგან. მიწა უნდა ჩაიყაროს ისე,რომ ჭიქის ზედა 1-2 სმ თავისუფალი დარჩეს.
წინასწარ 5 დღის განმავლობაში პალმის თესლს ალბობენ, ასუფთავებენ სქელი, ხორციანი გარსისგან,მაგარ საფარს კი ოდნავ ჩახეხავენ.
ასე ჩქარდება ნერგის ამოსვლა. მიწა უნდა დაინამოს კარგად და მერე შიგ ჩაითესება თესლიდახეხილი ნაწილით ძირისკენ - ერთი ცალი ერთ ჭიქაში. მერე ამ ჭიქებს ასათბურებენ - აფარებენპოლიეთილენის პაკეტს აორთქლების შესამცირებლად. დებენ სითბოში 25-27 გრ ზე კარგად განათებულადგილზე და ელოდებიან ნათესის ამოსვლას. ამას საკმაო დრო სჭირდება - ზოგი პალმა6-9 თვის მერე გამოჩნდება მიწიდან. როდესაც ნათესი 2-4 სმ სიმაღლის გახდება, გადააქვთპატარა ქოთნებში. პირველი წელი მცენარე დაცული უნდა იყოს მზის პირდაპირი სხივებისგან.
გამრავლება ბუჩქის დაყოფით: ასე არც ისებევრი პალმის გამრავლებაა შესაძლებელი. შედარებით გავრცელებული სახეობებიდან -მხოლოდხამედორეის. სხვების ან ვერ ხერხდება ან ძალიან რთულია. ხამედორეა კი ამ გზით უკეთმრავლდება, ვიდრე დათესვით და შედეგიც შედარებით სწრაფად დგება. სულ 4-6 კვირაში დაყოფილნაწილს ფესვი უკვე ექნება. 4 თვეში კი მშვენიერ დამოუკიდებელ მცენარეს მიიღებთ.
დაყოფა უნდა მოხდეს მაისში, გადარგვისას, მცენარეს აშორებენ ახალგაზრდა ტოტს, რომელიცგვერდით ამოდის. მისი სიგრძე დაახლოებით 25 სმ უნდა იყოს, ასე იგი ადვილად დაფესვიანდება.
მცენარე უნდა გათავისუფლდეს მიწისგან. მოზრდილი და გვერდითა ტოტი კარგად უნდა გასუფთავდეს,რომ ნახოთ, სად უნდა ჩაჭრათ მცენარე. ტოტი უნდა მოაჭრათ ბასრი დანით, გადახლართულიფესვები უნდა დაშალოთ ფრთხილად ხელით. გადანაჭერს აყრიან ხის დაფხვნილ ნახშირს. საშუალოზომის ქოთანში ყრიან მიწას პალმისთვის, დებენ ნერგს. ზემოდანაც აყრიან მიწას და მერეკარგად რწყავენ. ასევე რგავენ მოზრდილ პალმასაც ახალ მიწაში.
პატარა ტოტს დასაფესვიანებლად დებენ სითბოში 30-35 გრ ზე. თავზე აფარებენ პოლიეთილენისპაკეტს, რომ მინისათბური გამოვიდეს. ასე უკეთესია, თუ სახლში არც ისე თბილა. სათბურისგარეშე კი მცენარეს ხშირი დანამვა დასჭირდება.
მორწყვაც ხშირადაა საჭირო, მიწის ზედა ფენის გაშრობის მერე. ზედმეტი მორწყვით მცენარესფესვები შეიძლება დაულპეს. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ერთ თვეში მცენარე დაფესვიანდება,მაგრამ ამ ქოთანში კიდევ 3 თვე უნდა გააჩეროთ, რომ ძალები მოიკრიფოს, მერე უკვე შეიძლებაახალ ქოთანში გადატანა.
პალმის გაზრდა თესლიდან უფრო ხანგრძლივი პროცესია. ამ გზით ნებისმიერ პალმას ზრდიანდა თუ მოთმინება გყოფნით, ეს უკეთესი მეთოდია მათ დასაფესვიანებლად.
10 November 0 3 327
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно