სამკურნალო მცენარეები

სამკურნალო თვისებებით უამრავი მცენარეა დაჯილდოებულიდა მათ მედიცინასა თუ კოსმეტოლოგიაში წარმატებით იყენებენ. მათი გამოყენების წინ აუცილებელიაექიმის კონსულტაცია.
გერმანული ზამბახი - ბალახოვანი მრავალწლიანიმცენარე ლამაზი მუქი იისფერი ყვავილებით, რომლებსაც ყვითელი გული აქვს, სამკურნალოდიყენებენ მის ფესურას, საკმაოდ სასიამოვნო სუნი და გემო აქვს. ვარგისია 2-3 წლიანიმცენარე, ფესურას აგროვებენ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე. იყენებენ ამოსახველებლად, ტკივილდამაყუჩებლად,ანთების საწინააღმდეგოდ, კოლიტის, ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, ასევე გარეგნულად- ჭორფლის მოსაშორებლად, დაინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ. მისგან ამზადებენნაყენს, ნახარშს.
ასევე სამკურნალო თვისებები აქვს ზამბახის რამდენიმე სხვა სახეობას - ფლორენციულს,აირისებურს, ამ უკანასკნელს ჭიის მდენად, შარდმდენად, სისხლის აღმდგენად იყენებენ,ასევე კბილის ტკივილის, პაროდონტოზის  და მწვავეგინგივიტის სამკურნალოდ.
გულყვითელა - ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე,იგი თითქმის ყველას აქვს ბაღში, სამკურნალოა მისი ყვავილედები, რომლებიც უამრავ სასარგებლონივთიერებას შეიცავს. აგროვებენ მასიური ყვავილობის დროს. იყენებენ კოლიკის, ნაღვლისბუშტის დაავადებების, გასტრიტის დროს, იგი დაბლა სწევს წნევას, კლავს სტაფილოკოკს დასტრეპტოკოკს, სწრაფად ახორცებს ჭრილობას, უხდება კანის გამონაყარს. იხმარება პირისღრუს გამოსავლებად სტომატიტის და ანგინის დროს. გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც მგრძნობიარეკანისთვის. მისგან მზადდება ნაყენი, მალამო
ლავანდა - ნახევრადბუჩქოვანი მცენარე,მოცისფრო-მოიისფრო ყვავილებით. სამკურნალო თვისებები ყვავილებს აქვს. მათ აგროვებენყვავილობის დაწყებიდან 2 კვირაში, მისგან მზადდება ზეთი, რომლის ანტიმიკრობული თვისებებისგამო გამოიყენება  ბრონქიტის, ჭრილობების, დამწვრობის,კანის დაავადებების დროს, ყვავილების ნახარშს და ნაყენს კი იყენებენ დამამშვიდებლად,უძილობის, შუა ყურის ანთების, ნევრალგიური ტკივილების დროს, ასევე ნაღვლმდენად. მისი დაქუცმაცებული ფოთლების გამოყენებით მზადდება არომატული სანთლები, რაც ოთახიდანდევნის კოღოს, ქინქლას. გამხმარი ყვავილების სუნს კი ვერ იტანს ჩრჩილი.
შროშანა - ასევე ყველასთვის ცნობილი მცენარე,ერთერთი პირველი იშლება ადრე გაზაფხულზე,მედიცინაში იყენებენ მის ყვავილს, ფოთოლს.ყვავილი გროვდება ყვავილობისას, ფოთოლი - კოკრობისას. იგი შეიცავს საგულე გლიკოზიდებს,ეთერზეთებს, ალკალოიდებს. მცენარე გამოიყენება გულის დაავადებების და ნევროზის სამკურნალოდ,ხალხურ მედიცინაში კი მას იყენებენ ცხელების, უძილობის, თვალის ზოგიერთი დაავადებისდროს. კარგ შედეგს იძლევა „ვალერიანკასთან“ ერთად. შროშანი - მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარე,
თეთრი შროშანი - მედიცინაში მის ბოლქვსიყენებენ. მას ამზადებენ მოსვენების პერიოდში, ფოთლების და ყვავილებს კი აგროვებენყვავილობისას, ბოლქვებს აქვთ ტკივილდამაყუჩებელი, შარდმდენი, საფაღარათო თვისებები,ყვავილების ნაყენით იბანენ სახეს. მისგან მზადდება ნაყენი, მალამო.
ასევე სამედიცინო გამოყენება აქვს ხუჭუჭა ანუ ჭრელ შროშანასაც მოთეთრო-წითელი ყვავილებით,რომელსაც მუქი წინწკლები აქვს. ბოლქვებს აგროვებენ აპრილში ან ოქტომბერში. მას მხოლოდხალხური მედიცინა იყენებს- ნაყენს იყენებენ დამამშვიდებლად, კბილის ტკივილის დროს,ყვავილის  ნახარშს კი ნაღვლის ბუშტის დაავადებებისსამკურნალოდ. ფოთლებს აქვს ჭრილობის შემახორცებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
ყვითელი შროშანი, „ლილეინიკი“ - მრავალწლიანიბალახოვანი მცენარე სურნელოვანი ძაბრისებრი ყვითელი ყვავილებით. იყენებენ მის ყვავილს,რასაც აგროვებენ ყვავილობისას. ზოგჯერ კი ფოთოლიც გამოიყენება. მის ყვავილს სიცხისდამწევი, სისხლის აღმდგენი, მატონიზირებელი ეფექტი აქვს, ფოთლის ნახარშით კი ღვიძლისდაავადებებს მკურნალობენ. ფესვის ნახარში დადებით შედეგს იძლევა ქალური დაავადებებისდროს,  საკეპ  მანქანაში გატარებულ ფესვებს კი საფენად იყენებენ   შესიებული ადგილების დასაცხრობად.
დევისპირა - ასევე სამკურნალო მცენარეა.მაღალი, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე სხვადასხვა ფერის ყვავილებით, მედიცინაშიგამოიყენება მთელი მისი მიწისზდა ნაწილი, რომელსაც აგროვებენ ყვავილობისას, ფაფის სახითდაქუცმაცებულს იყენებენ შეუხორცებელ ჭრილობებზე დასაფენად, ფურუნკულოზის, სოკოვანიდაავადებების დროს, მის ნახარშს კი - ქუთუთოების და თვალის ანთების დროს.
ტუხტი - 2 ან მრავალწლიანი საკმაოდ მაღალიმცენარეა. აქვს სხვადასხვა ფერის ყვავილი, სამკურნალო თვისებები აქვს შედარებით მუქ ყვავილიან მცენარეს, - მოშავო-წითელს. ყვავილის ნაყენს იყენებენ საფაღარათოდ,გასტრიტის, ბრონქიტის, ასევე ანგინის დროს ყელში სავლებად.
ნარცისი - ბალახოვანი მრავალწლიანი ერთეულყვავილიანი მცენარე, მედიცინაში იყენებენ მის ბოლქვს,ან მიწისზედა ნაწილს, რასაც აგროვებენ ივლისში. მის პრეპარატებს იყენებენ კანის ანთებითიდაავადებების დროს, ასეე მასტიტის დროს, მის ზეთს კი გარეგნული დანიშნულებით მუხლისტკივილის, რადიკულიტის და ბუასილის დროს.  დაქუცმაცებულბოლქვს მასტიტის დროს ადებენ ანთების ადგილზე, - სწრაფად ჩაცხრება შეშუპება, ქვეითდებატემპერატურაც, ქრება ტკივილი.
სამკურნალოა ასევე ცრუ ნარცისიც - მას ყვითელი ყვავილი აქვს, მედიცინაში იყენებენ მისმიწისზედა ნაწილს, რომელიც მრავალ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. მცენარე გამოიყენებახველის საწინააღმდეგოდ და ამოსახველებლად.
დედოფლის ყვავილი - ერთწლიანი ბალახოვანიმცენარე დიდი ნარინჯისფერი ყვავილით და ასევე დიდი ფოთლებით. მცენარის ყვავილს, ნაყოფსდა ფოთოლს იყენებენ სამკურნალოდ. მათ აქვთ ანთების, სუროვანდის საწინააღმდეგო თვისებები,შარდმდენადაც გამოიყენება. მისი ნაყოფი შეიცავს ასკორბინის მჟავას და მის ნახარშს სუროვანდისსამკურნალოდ იყენებენ.
დიდი კლდისდუმა - მსუქანასებრთა ოჯახიდან,სუკულენტური, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე მომწვანო-ყვითელი ან მოწითალო ყვავილებით.სამკურნალოა მისი მწვანე მასა, რასაც აგროვებენ მთელი ზაფხული. ხალხური მედიცინა იყენებსმას ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის, გულის იშემიური დაავადებების დროს.  გარეგნული დანიშნულებით კი დამწვრობის, ჭრილობების,კოჟიჟების, მეჭეჭის სამკურნალოდ იყენებენ. ეს უკანასკნელი ხანგრძლივი გამოყენებისას თეთრდება და ძვრება.მისი ახალი წვენით კი სისხლმდენ ღრძილებს მკურნალობენ.
მწარე კლდისდუმასაც იყენებენ მედიცნაში, მას მკვეთრი ყვითელი ყვავილი აქვს ფოთლის უბეებში,ეს მცენარე სათაფლეა, მის ნახარშს იყენებენ ნერვული დაძაბულობის, ჰიპოტონიის, კუჭისდა სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს. მისი მალამო კი კურნავს ეგზემას, ბუასილს,ლიქენას, კარბუნკულს, ჭრილობებს და წყლულებს.

 
10 November 0 3 632
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно