სკიმია

მარადმწვანე მცენარე ტეგანისებრთა ოჯახიდან, სამშობლო- იაპონია და ს. აღ. აზიაა. საშუალო სიმაღლის ბუჩქია  დაფნისმაგვარი მუქი მწვანე პრიალა ფოთლებით, ზოგჯერ წითელი არშიით ნაპირზე. ფოთლები 20 სმს აღწევს სიგრძეში.
ფოთლის უკანა მხარეს სპეციალური ჯირკვლებია, რომლის გასრესის დროს სასიამოვნო სურნელიდგება. ყვავილობს წვრილი. მტევნისებრ ყვავილედად შეკრული ყვავილით, მათაც სასიამოვნომოტკბო სურნელი აქვთ. ნაყოფი კურკიანაა. ერთი კურკით. მცენარე დეკორატიულია მთელი სეზონი,ყვავილობას იწყებს ადრე გაზაფხულზე, მსხმოიარობს შემოდგომის დასაწყისში. ნაყოფი ალისფერი,პატარა მრგვალი კენკრაა, რომელიც ტოტებზე ნარჩუნდება მთელი ზამთარი, მცენარეზე ხშირადნახავთ ერთდროულად კოკრებს, გაშლილ ყვავილებს და შარშანდელ ნაყოფს.
განათება: მოსწონს კარგად განათებული ადგილიპირდაპირი მზის სხივების  გარეშე. მზე ფოთლებსუწვავს მცენარეს, იტანს ნახევრადჩრდილსაც, მაგრამ სინათლის უკმარისობა ტოტებს უწელავსდა ფოთლებს აცვენს.
ტემპერატურა: ზაფხულში ვერ იტანს სიცხეს.მოსწონს სუფთა ჰაერზე ყოფნა, ზამთარში კარგადაა გრილ ადგილზე, დაახლოებით 10 გრ ზე.
ჰაერის ტენიანობა: იტანს მშრალ ჰაერს, არ სჭირდება დატენიანება.
მორწყვა: აქტიური ზრდის პერიოდში მიწა მუდამ ნამიანი უნდაჰქონდეს. ზამთარში  მორწყვას ამცირებენ, განსაკუთრებითსიგრილეში მყოფი მცენარისთვის.
ნიადაგი: ირგვება ბიოჰუმუსით მდიდარ, მჟავენიადაგში კარგი დრენაჟით
კვება: მარტიდან ოქტომბრამდე თვეში 3 ჯერაძლევენ სასუქს მოყვავილე მცენარეებისთვის.
გადარგვა: ხდება გაზაფხულზე, ქოთანს არჩევენ მცენარისზომის მიხედვით.
გამრავლება:  ადვილად მრავლდება თესლით და ტოტით. დათესვამდე თესლსამუშავებენ - დებენ სიცივეში  რამდენიმე დღე,მერე რგავენ ტორფნარევ სილაში და დებენ საკმაოდ გრილ ადგილზე.
ტოტებს აფესვიანებენ აგვისტო - თებერვლის შუალედში. ტოტის ბოლოს ავლებენ ზრდის სტიმულატორშიდა რგავენ ქვიშაში, დებენ 18-22 გრ ზე.
დაავადებები: თუ მცენარე ბაღშია, ხშირადაზიანებს  ბუგრი, აბლაბუდა ტკიპა, ფარიანა.
ასევე ზიანდება ცრუფარიანათი და ყურძნის ოიდიუმით;
სახეობები: იაპონური სკიმია - 1 მ მდესიმაღლის, ორსახლიანი მცენარე, იმისთვის, რომ მოისხას, დედალ-მამალი გვერდი -გვერდუნდა დაირგას. მისი პოპულარული ჯიშებია: „რუბელა“, „ფორემანი“, „ფრუქტო ალბა“, „ფრეგრენსი“და სხვ.
რივზის სკიმია - ჯუჯა, კომპაქტურვარჯიანი მცენარე,თვითდამმტვერავია, ორივე სქესის ყვავილი აქვს - პატარა და თეთრი, ამ პერიოდში იგი ძლიერარომატულია. შემოდგომაზე ისხამს ოვალურ ჟოლოსფერ კენკრას. 

 
08 November 0 1 744
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно