ვაზისტანა

ჩვენს რეგიონში მშვენივრად ხარობს ეს მრავალწლიანილიანა დიდი გრამოფონისებრი ვარდისფერი ან ნარინჯისფერი ყვავილებით, ჩამოკიდებული გრძელიმძლავრი ტოტებით, მისი გაზრდა ცივ მხარეშიც შესაძ;ლებელია, ოღონდ სახლის პირობებში.მისი მოვლა კი არც ისე რთულია.
ადგილის შერჩევა: მცენარე ადვილად ხარობსნებისმიერ ნიადაგზე, ეგუება ღარიბ მიწას, თუმცა ნოყიერზე უხვად იყვავილებს უფრო. მოსწონსმზიანი და უქარო ადგილი.
ორწყვა: გვალვას კარგად უძლებს, მაგრამმორწყვაც ესაჭიროება, განსაკუთრებით ცხელ და გვალვიან რაიონებში, სადაც ზაფხულის წვიმაიშვიათია. იმისთვის, რომ უხვად იყვავილოს, რეგულარულად და უხვად უნდა მოირწყას. მაქსიმალურადბევრ ყვავილს გამოიტანს, თუ ზოგჯერ სასუქსაც მიახმართ, აზოტ და ფოსფორშემცველს.
ამთარში:  ეს პერიოდი საკმაოდ მნიშვნელოვანია მცენარისთვის,მით უფრო, თუ მას ცივ რეგიონში ზრდით. ადვილად იტანს არც ისე მკაცრ ზამთარს - 20 გრმდე ხანმოკლე ყინვებს, გარეთ, დაფარების გარეშე. თუ უფრო მეტად და ხანგრძლივადაა ყინვები,მაშინ აუცილებელია დაფარება.-მცენარე იფუთება ტოტებიანად, ანუ უნდა მოიხსნას საყრდენიდან,დაეფინოს ნიადაგზე,- ჯერ აფარებენ ნაძვის ტოტებს, ფოთლებს, ნახერხს, ზემოდან ცელოფანსდა ბოლოს ისევ ნაძვის ტოტებს.
გასხვ;ლა: იგი ყოველწლიურად ისხვლება- ყვავილი მხოლოდ ახალ ტოტებზე გამოაქვს. ასე, რომ მისი ფორმირება პირველი წლიდანვეიწყება. ბევრ ძირითად ტოტს არ ტოვებენ თავიდან, ზაფხულში ყვავილობისთვის საკმარისია4-5 ცალი, ახალ ამონაყარს კი ძირშივე ჭრიან, რომ მცენარემ მათზე ძალა არ დახარჯოს.
იგი საკმაოდ სწრაფად იზრდება ერთ სეზონზე ხშირად 3ჯერადი გასხვლაც სჭირდება, რომ დეკორატიულობაშეინარჩუნოს. ყვავილობის გახანგრძლივებითვის კი მოყვავილებული ტოტებიც უნდა შეაჭრათ.
გამრავლება: ყველაზე ადვილი ვეგეტატიურიგზაა. თუმცა არც დათესვაა რთული, მაგრამ მას იყენებენ კალმების არარსებობისას მხოლოდ.თანაც, დათესილი მცენარე მხოლოდ მე 7 წელს იყვავილებს.
ბუჩქის დაყოფით: ესეც ძალიან ეფექტურიდა ადვილი მეთოდია - ამონაყარი უამრავი აქვს ვაზისტანას, ჩაჭრიან ისე, რომ ცოტა ფესვიცთან გაჰყვეს და რგავენ ცალკე. ასე ხდება გაზაფხულზე ყვავილობამდე.
გადაწვენით: ასეც საკმაოდ მარტივია - ირჩევთძლიერ, მიწასთან ახლო მდებარე ტოტს და ბოლოს ფლავთ მიწაში, ამ ადგილს რეგულარულად რწყავთ.  ყვავილობის სეზონის დასრულებისას ეს ტოტიც უკვედაფესიანდება, მაგრამ მისი მოჭრა მხოლოდ მომდევნო წელს გაზაფხულზე შეიძლება. იმისთვის,რომ იგი ძლიერი გაიზარდოს, დედასთან ერთად უნდა გამოიზამთროს.
კალმით: ამისთვის გამოდგება უკვე გახევებულიტოტებიც და ჯერ ისევ მწვანე ახალგაზრდა ტოტებიც. განსხვავება მხოლოდ დარგვის ვადებშია.მწვანეს ჭრიან ივლისში. ირჩევენ შედარებით მოკლე, მაგარ ტოტებს, აშორებენ ფოთლებს,მხოლოდ ერთი-ორს უტოვებენ, გადააჭრიან თავსაც. რგავენ კუთხით ტენიან ჩრდილიან ადგილზე,სადაც მზის პირდაპირი სხივები არ ხვდება. ზამთარში სჭირდება მულჩირება, დაფარება, მომდევნოგაზაფხულზე კი რგავენ მუდმივ ადგილზე.
რაც შეეხება გახევებული ტოტებით დაკალმებას, მეთოდი იგივეა, ოღონდ ირგვება ადრე გაზაფხულზე,უკვე წინასწარ მისთვის შერჩეულ მუდმივ ადგილზე. არჩევენ ძლიერ, მაგარ ტოტებს დახეთქილიკანით, წინა წლის ნაზარდს.
თუ ზამთარი ძალიან ცივი და ხანგრძლივია, დაკალმება სჯობს დიდ კონტეინერებში, რასაცშეინახავთ გრილ სარდაფში გამოზამთრებისთვის, სახლის პირობებში დარგული  დროული გასხვლით, რეგულარული მორწყვით და კვებითტემპერატურული რეჟიმის დაცვით ასევე შეიძლება იქონიოთ ქოთანში ან დიდ ხის კასრში, იგიუეჭველად გაალამაზებს ინტერიერს ულამაზესი ყვავილებით.

 
03 November 0 1 708
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно