ყვავილები კლუმბაში -სწორად შერჩეული მეზობლები

ეზოს საყვავილე კლუმბის შექმნა ყოველთვის არ არის ისეთი ადვილი,როგორც ერთი შეხედვით ჩანს.საკმარისი არაა ყვავილების შერჩევა მხოლოდ სილამაზის მიხედვით,აუცილებელია გაითვალისწინოთ მათი შეთავსება ერთმანეთთან.ზოგიერთი მცენარე დადებითად მოქმედებს თავის მეზობელზე,ზოგიერთი კი ჩაგრავს მას.იმისათვის რომ საყვავილე კლუმბა მიმზიდველად გამოიყურებოდეს საჭიროა წესების ცოდნა,თუ რამდენად შეეთვისებიან მცენარები ერთმანეთს.დავიწყოთ იმ ყვავილებით რომლებიც ერთმანეთთან ვერ მეზობლობენ.

ვარდი,მიხაკი და რეზედა

არ ღირს ვარდის დარგვა მიხაკისა და რეზედას გვერდით,რადგან იგი აბრკოლებს მათ ზრდას. შროშანები(ლილიები) და ტიტები

სასურველი არაა ამ ყვავილების ერთმანეთის გვერდით ან მონაცვლეობით დარგვა,რადგან მათ ერთიდაიგივე სახის მავნებელი აზიანებს და დაავადებებიც ერთნაირი უჩნდებათ.
შროშანა(ლანდიში),პიონი და ია

თუ შროშანას პიონისა და იის გვერდით დარგავთ,ეს მცენარეები თავს ძალიან ცუდად იგრძნობენ.
 

სურნელოვანი ბარდა და ია

ბარდა ჩაგრავს იას და არ აძლევს ზრდის საშუალებას.

თუმცაღა ზოგიერთი მცენარე არა მხოლოდ კარგად მეზობლობს,არამედ იცავს ერთმანეთს დაავადებებისა და მავნებლებისაგან,ქმნიან უფრო უკეთეს პირობებს ზრდისა და განვითარებისათვის.
 

გლადიოლუსები,ვარდები და ხავერდები (ყვითელი ყვავილი)

ხავერდები აფრთხობენ მავნებლებს,ამიტომ მისი მეზობლობა სასიკეთოდ მოქმედებს ვარდებსა და გლადიოლუსებზე.
 

ნასტურციები და პიონები

თუ პიონებს გვერდით დაურგავთ ნასტურციებს,ისინი მას დაიცავენ ნემატოდებისა და სოკოვანი დაავადებებისაგან.
 

პეტუნიები და ასტრები

ერთ საყვავილეში დარგული ასტრები პეტუნიები არასოდეს ავადდებიან ფუზარიოზით.
 
ფლოქსები,გულყვითელები და ვარდები

გულყვითელები მეზობელ მცენარეებს იცავენ ნემატოდებისაგან,ამიტომ მის გვერდით კარგი იქნება ვარდებისა და ფლოქსების დარგვა.
 
ასტრები და ნასტურციები

ნასტურცია იცავს ასტრებს ფუზარიოზით დაავადებისაგან.
 

ასტრები და ფლოქსები

ფლოქსები კარგ მეზობლებად ითვლებიან ასტრებისათვის,რადგან ისინი გამოყოფენ ისეთ ნივთიერებას რომელიც ხელს უშლის ფუზარიოზის განვითარებას.
ვარდი და ლავანდა

ლავანდის მეზობლად დარგული ვარდი ძალიან იშვიათ შემთხვევებში ავადდება ბუგრებით.

ვარდები,კლემატისი და შროშანები (ლილიები)

კლემატისები და შროშანები იცავენ ვარდებს მავნებლებისა და დაავადებებისაგან,ასევე ხელს უწყობენ მის უკეთ ზრდას.
 

30 October 0 2 308
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно