სენპოლია - ია

გესნერიასებრთა ოჯახი.სენპოლიას სამშობლო აფრიკაშია, უზამბარის მთებში.იგი ბევრი მეყვავილის საყვარელი მცენარეა.ბუნებაში სენპოლია არ გამოირჩევა ფოთლებისა და ყვავილების ფერისა და ფორმის სიმრავლით.მაგრამ სელექციონერების დამსახურებით,რაც უკვე არაერთი ასწლეულია გრძელდება,გამოყვანილი და მიღებული იქნა იმდენად მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი იის ჯიშები,რომ მათი აღწერისათვის კატალოგები შეიქმნა.აქ შევეცდებით მოგაწოდოთ ყველაზე მთავარი და აუცილებელი ინფორმაცია ამ მშვენიერ და საოცარ ყვავილზე.ბევრი მოყვარული დაკავებულია იების მოშენებით და ყოველ ჯერზე როდესაც ეს მშვენიერი ყვავილი იშლება,ისინი ფიქრობენ თუ რომელი სახეობის იამ დაამშვენა მათი ფანჯრის რაფა.

ოთახის ია: იების კლასიფიკაცია ხდება პირველ რიგში ყვავილის შეფერილობის,ფორმის და ყვავილის ტიპის მიხედვით:

მარტივ იებს აქვთ ხუთფურცლიანი გვირგვინი,რომლის შეფერილობაც შეიძლება იყოს მრავალფეროვანი.კლასიკურ იას  ყვავილის ზედა ორი ფურცელი შედარებით მომცრო აქვს,ვიდრე ქვედა და გვერდითი ფურცლები: 

ორფეროვანი იები.ამ სახეობის იების ყვავილებზე ყოველთვის გაირჩევა ორი ფერი,ერთი ფერის ფონზე მეორე, განსხვავებული ფერის მომრგვალო  ლაქებია,რომლებსაც არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული საზღვრები.

კანტიანი იები.ამ სახეობის იის ფურცლებს კანტის მსგავსი მოხატულობა აქვს კიდეებზე.მათი სიგანე და შეფერილობა,როგორც ყვავილის,ასევე კანტის მრავალფეროვანია(ერთ ან ორფეროვანი).კანტის სიგანეზე და სიმკვეთრეზე მოქმედებს ოთახში არსებული ტემპერატურა.სიცხეში კანტი შეიძლება საერთოდ გაქრეს,მცენარის უფრო გრილ ოთახში მოთავსების შემდეგ კი ისევ გამოჩნდეს

ქიმერა.ამ ჯიშის იებს სხვადასხვა ფერის ზოლები დაუყვება ფურცლის შუაში,რომლებიც სხივების მსგავსად მოემართება ცენტრიდან.ფოთლის კალამით გამრავლებისას ნახატი არ მეორდება მიღებულ ნერგებში.ასეთი იები მრავლდება ბუჩქის დაყოფით,ან გვერდითი შვილეული ამონაყარებით:

ფენტეზი შეფერილობის იები.ამ ჯიშის იებს გააჩნიათ სხვადასხვა სახის  მრავალი ფერის და ფორმის ლაქები.ეს იები ძალიან მომთხოვნები არიან საარსებო პირობების მიმართ.რომელთა დარღვევის შემთხვევაში მათი ფურცლების მოხატულობა იკარგება და ერთფეროვანი ხდება.გარდა ამისა ამ ჯიშის იების ფოთლის კალმებით გამრავლების დროსაც შეფერილობის გადაცემა არ ხდება შვილეულ ნეგებზე,ან ხდება ნაწილობრივ:

ვარსკვლავის ტიპის იას ყვავილის ყველა ფურცელი ერთი ზომის აქვს,წვერები ოდნავ წაწვეტებული.ყვავილის ფორმა ვარსკვლავს მოგვაგონებს:

იის ზოგიერთ ჯიშს ყვავილის ცენტრში აქვს დამატებითი,განუვითარებელი ფურცელი და მათი რაოდენობის მიხედვით იებს ენიჭებათ სხვადასხვა კლასიფიკაცია.

ნახევრად ხუჭუჭა იებს ცენტრში აქვთ 1-2 დამატებითი ფურცელი:

ხუჭუჭა იებს ცენტრში აქვთ მრავალი დამატებითი ფურცელი.მათი განლაგების მიხედვით ყვავილის განსხვავებული ფორმებს ვღებულობთ.ზოგიერთს ბურთის ფორმა აქვს,ზოგიერთი კი უფრო ბრტყელი ფორმისაა:

გარდა ამისა იები კლასიფიცირდებიან ფოთლების ტიპებით.ფოთლები შეიძლება იყოს ჩვეულებრივი მწვანე,გააჩნდეს თეთრი კანტი კიდეებზე,ან ლაქები თეთრი ან სალათისფერი.იის ფოთლებს ასევე განასხვავებენ ფორმით.არსებობს "boy"-ჩვეულებრივი მწვანე ფოთოლი და "girl"-ფოთოლი,რომელსაც ფუძესთან აქვს ნათელი ფერის ლაქა."lance" ფორმის იის ფოთლები წაგრძელებულია,ბოლოში წამახული, "spoon" ფოთლებს გააჩნიათ ჩაღრმავებული,კოვზის ფორმის ფოთოლი.

ფოთლებს ასევე შეიძლება ქონდეს სწორი კიდეები,გოფრირებული,დაკბილული ან ტალღისებური.არსებობს ასევე უფრო ხშირი ,ან შედარებით მეჩხერი განლაგების მქონე ფოთლები.

იები განსხვავდებიან თავისი ზომითაც 20-40 სმ. დიამეტრის როზეტის მქონე ია არის სტანდარტული.მაგრამ არსებობს ისეთი ჯიშებიც რომელთა დიამეტრიც 40-60 სმ-ს აღწევს.მინიატურული იების ზომა არ აღემატება 15 სმ-ს.მიკრომინიატურა კი 6 სმ-ს არ აჭარბებს.უნდა აღინიშნოს ისიც,რომ მცენარის ზომა დამოკიდებულია ქოთნის სიდიდეზე და მიწის შემადგენლობაზე.ნოყიერ ნიადაგში მინიატურული იაც კი საშუალო ზომას მიაღწევს.არსებობს ასევე ამპელური იები,მათი ფოთლები უფრო მოცულობითია და ქოთნის გარეთ გადმოეფინება.

იების მოვლა დასავლეთის ფაჯარა ზაფხულში ძაალიან ცხელია,მზისგან შეიძლება ფოთლები დაიწვას,ამიტომ შუადღის მზისგა იების დასაცავად თხელი ფარდა უნდა ჩამოვაფაროთ,როდესაც მზის სიმხურვალე იკლებს,ფარდა საჭირო აღარაა.)

ტემპერატურა

იებს ესაჭიროებათ ზომიერი ტემპერატურა მკვეთრი ცვლილებების გარეშე(21-24°C),რომ სწორად განვითარდნენ და იყვავილონ.ზამთარში 16°C -ზე ნაკლები დაუშვებელია.იები ვერ იტანენ ორპირ ქარს და ძლიერ სიცხეს. +28°C ზრდას აჩერებენ.

განათება: იებისთვის საჭიროა ნათელი ადგილი,მაგრამ უნდა დავიცვათ პირდაპირი მზის სხივებისაგან.საუკეთესოა აღმოსავლეთის ან ჩრდილო-დასავლეთის ფანჯარა.სამხრეთის ან დასავლეთის ფანჯრებზე საჭიროა შუადღის საათებში მზისგან დაცვა.სინათლე სასურველია ყველა მხრიდან თანაბრად აშუქებდეს მცენარეს,ამიტომ პერიოდულად ქოთანი უნდა შემოვაბრუნოთ.იმისათვის რომ მივაღწიოთ მთელი წლის მანძილზე ხანგრძლივ ყვავილობას,ვიყენებთ ხელოვნურ განათებას.ყველაზე კარგია ლუმისცენციური განათება(40 ვტ. სიმძლავრის) ან დიოდური განათება(7-14 ვტ. სიმძლავრის). განათება მონტაჟდება 20 სმ. დაშორებით თაროდან მცენარემდე.ხელოვნური განათების ხანგრძლივობა უნდა იყოს 12-14 საათი დღეღამეში.

მორწყვა: იების მორწყვა ხდება ტემპერატურის გათვალისწინებით _ ცხელ დღეებში ან ზამთარში,როდესაც ჩართულია გათბობა და ოთახში საკმაო სითბოა,ნიადაგი მალე შრება,ვიდრე გაზაფხულზე და შემოდგომაზე,როდესაც ჰაერში მომატებულია ტენიანობა.ამიტომ იის მორწყვა ხდება ნიადაგის გამოშრობის მიხედვით.მორწყვის წინ შეამოწმეთ ზედა ფენა _ იგი შემშრალი უნდა იყოს ქოთნის 1/3 -ზე.მოსარწყავად გამოიყენება ოთახის ტემპერეტურის,ან ოდნავ თბილი წყალი.წყალი არ უნდა იყოს ხისტი და ონკანიდან ახალი აღებული.მორწყვისას ეცადეთ რომ ფოთლებზე წყლის წვეთები არ დარჩეს.

  იების მორწყვა შეიძლება ქვემოდანაც,ამისთვის ქოთანი უნდა ჩადგათ თბილწყლიან ტაშტში 3-5 წუთით,შემდაგ ამოიღეთ და დააცადეთ რომ წყალი კარგად დაიწუროს და სადგამზე არ დაგროვდეს.საუკეთესო ვარიანტი იქნება გავხვრიტოთ პლასტმასის ბოთლის სახურავი საჭირო დიამეტრის სიგანეზე და შიგ ჩავამაგროთ გადაჭრილი საწრუპი ჩხირი.მორწყვის დროს საწრუპი ჩხირი მოხერხებულად შედის ფოთლების ქვეშ და წყალი აღარ ხვდება ზემოდან მცენარეს.

ჰაერის ტენიანობა: სენპოლიას უყვარს ტენიანი ჰაერი(დაახლოებით 50-60%), მაგრამ დატენიენების მიზნით სასურველი არ არის მათ წყალი შევასხუროთ.მხოლოდ ძლიერი სიცხის დროს ვნამავთ მის გარშემო ჰაერს(და არა თვითონ მცენარეს).ტენიანობისათვის ასევე შეიძლება ჩაალაგოთ ქოთნები თასში სადაც კენჭებია ჩაყრილი,რომლებიც ოდნავ დაფარულია წყლით,ან მოვათავსოთ ქოთანი ნესტიან ხავსზე,ისე რომ წყალმა ქოთანში ვერ შეაღწიოს.თუ იები გათბობის რადიატორებთან ახლოსაა, მაშინ რადიატორს უნდა დავაფინოთ ნესტიანი პირსახოცი,იმისათვის რომ რადიატორის მიერ გამომშრალი ჰაერი დატენიანდეს.

როგორ გადავრგათ ია ეს იები ჩარგულია ძალიან დიდი ზომის კონტეინერში,პატარა ნერგები ცალ ცალკე უნდა დაირგას)

იებისათვის გამოიყენება ფართო,მაგრამ დაბალი ქოთანი.ქოთნის ზომა უნდა შეესაბამებოდეს მცენარის ზომას.ახალგაზრდა ნერგები,რომლებსაც სულ რამოდენიმე ფოთოლი აქვთ,ირგვება პატარა ქოთნებში(5-7 სმ.დიამეტრი).წამოზრდის შემდეგ გადარგვა ხდება ოდნავ დიდ ქოთანში(9სმ. დიამეტრი).მინიატურული ჯიშის იები უნდა ჩაირგას 3-4 სმ. დიამეტრის მქონე პატარა ქოთანში(კაკტუსის ქოთნები).უკეთესია ის ქოთანი რომლის სიმაღლე ემთხვევა მის სიგანეს.რადგან იების ფესვები ღრმად არაა განლაგებული.თუ კიდევ ვერ გაერკვიეთ ქოთნის ზომებში,ასეთ რჩევას მოგცემთ შეარჩიეთ ისეთი დიამეტრის ქოთანი,რომ იის ფოთლები შუამდე ან ცოტა მეტად სცდებოდეს ქოთანს.თუ იას ჩავრგავთ მისთვის ძალიან მოზრდილ ქოთანში, დიდი ალბათობით ნიადაგი მუდამ ზედმეტად სველი ექნება,ასეთ ქოთანში მიწის შრობის პროცესი ხანგრძლივდება,იწყება ფესვების ლპობა,ჩნდება ნიადაგის მავნებლები.იის გრუნტტი უნდა იყოს სუსტი მჟავიანობის_ PH 5,5 - 6,5.იების გრუნტის შემადგენლობის მრავალი ვარიანტი არსებობს.აი რამდენიმე მაგალითი:

  • 2 წილი ფოთლოვანი ტყის მიწა,1წილი კორდის მიწა,1წილი წიწვოვანი ტყის მიწა,1წილი მდინარის ქვიშა,1 წილი ვერმიკულიტი.
  • 2 წილი ფოთლოვანი ტყის მიწა, 1 წილი ქოქოსის სუბსტრატი, 1 წილი კარგად გადამწვარი ფქვილის ნეშომპალა(перегнойной муки),0,5 წილი დაკუწული ფიჭვის ქერქი.
  • 1 წილი კორდის მიწა,1 წილი წიწვოვანი ტყის მიწა,1 წილი ვერმიკულიტი,0'5 წილი მდინარის ქვიშა.

5 წილი მაღაზიის გრუნტი (იებისათვის ან უნივერსალური), 1 წილი ვერმიკულიტი,1 წილი წვრილად დაჭრილი ხავსი სფაგნუმი ან დაკუწული ფიჭვის ქერქი.

ფოთლოვანი ტყის მიწა უმჯობესია შეგროვდეს გაზაფხულზე,თოვლის დადნობისთანავე.კორდის მიწა მინდორში გროვდება,წიწვოვანი მიწაც შესაბამის ადგილებში.მთელი მოგროვილი გრუნტი კარგად უნდა გადაირჩეს,რომ არ შეყვეს ტოტები,ფოთლები და აუცილებლად უნდა გასტერილდეს ღუმელში(40-60წთ.) ან მიკროტალღოვან ღუმელში (10-15 წთ.).მდინარის ქვიშა კარგად უნდა გაირეცხოს (უნდა შედგებოდეს 1-2 მმ. წვრილი კენჭებუსაგან).ქვიშა და ვერმიკულიტი ნეიტრალური მჟავიანობისაა და გამაფხვიერებლის ფუნქციას ასრულებენ.

იების გამრავლება როგორც წესი, იების გამრავლება ხდება ფოთლის დაკალმებით,ასევე ფოთლის ფრაგმენტებით და შვილეული როზეტებით.ყველაზე გავრცელებული მეთოდია ფოთლის კალმებით გამრავლება.ამისთვის უნდა ავიღოთ ჯანმრთელი,ზრდადასრულებული ფოთოლი(მნიშვნელობა არ აქვს ამ დროს ყვავის თუ არა დედა მცენარე).ღეროს სიგრძე უნდა იყოს 3-4 სმ.,რომელიც ირიბად უნდა გადაიჭრას.ასეთი ფოთოლი შეგვიძლია წყალში დავაფესვიანოთ,მაგრამ უმჯობესია პირდაპირ მიწაში ჩარგვა.ჩასარგავი მიწა უნდა იყოს მსუბუქი,ფხვიერი.ფითოლს ვრგავთ 1,5-2 სმ.სიღრმეზე,უფრო ღრმად ჩარგვა არაა სასურველი.(1)(2)

ჩარგული ფოთოლი მორწყეთ ოდნავ თბილი წყლით და დაასათბურეთ  გამჭვირვალე კონტეინერში.ტემპერატურა 20-21°C-ზე დაბალი არ უნდა იყოს.ფესვების ფორმირება და ნერგების ამოსვლის პროცესი გრძელდება 1-2 თვე,ხან კი უფრო მეტი.წამოზრდილი ამონაყარები ყველაზე მოსახერხებელია ჩავრგათ ერთჯერად ჭიქებში.თვითოეულს უნდა მიეწეროს სახელწოდება და თარიღი.არ დაგავიწყდეთ რომ თუ ბუნებრივი განათება არასაკმარისია,ნერგებს უნდა ჩაურთოთ დამატებითი განათება.

პრობლემები და შეცდომები იების მოვლის დროს 

  • ყავისფერი ლაქები ფოთლებზე _ მცენარის მორწყვა მოხდა ცივი წყლით.იების მოსარწყავად შემთბარი წყალი უნდა გამოვიყენოთ.
  • ფოთლების გაყვითლება _ სასუქების სიჭარბე,ზედმეტად მშრალი ან ნესტიანი ჰაერი,ჭარბი მზის შუქი.
  • ღია ყვითელი ლაქები ფოთლებზე _ მზით დამწვრობის ბრალია.მცენარე უნდა დავიცვათ პირდაპირი მზისაგან.დაზიანებული ფოთლები უნდა შეეცალოს.
  • ფოთლები მოშვებულია,იწყება ლპობა ცენტრში _ ეს ფესვის ყელის სიდამპლის ნიშნებია,რომელიც გამოწვეულია მოვლის პირობების დარღვევით.ამ შემთხვევაში იას უნდა შევუწყვიტოთ შესხურება,მოვაჭრათ დაზიანებული ადგილები,დავამუშაოთ სისტემური ფუნგიციდით.
  • ფოთლები უფერული მწვანეა,ნაპირები ეკეცება _ ეს ზალიან დაბალი ტემპერატურის ბრალია.მინიმალური ტემპერატურა არ უნდა დაეშვას 16°C-ზე ქვემოთ.შეიძლება ეს ღამის სიცივეებისაგან იყოს გამოწვეული,ასეთ შემთხვევაში იები ფანჯრის რაფიდან უნდა ავიღოთ.მსგავსი მოვლენა შეინიშნება ზედმეტი მორწყვის დროსაც.
  • ია არ ყვავის _ არასაკმარისია განათება,კვება.ზედმეტად მშრალია ან ცივია  ოთახის ჰაერი.აყვავება ფერხდება ხშირი გადარგვების ან ადგილის ცვლის გამო.
  • საყვავილე ღეროების ნაცვლად  ფოთლის ძირებიდან იზრდება შვილეული როზეტები დიდი რაოდენობით.ამისი მიზეზია მცენარის დიდ ქოთანში მოთავსება.შვილეული ამონაყარები უნდა შეეცალოს,რომ მცენარე აყვავდეს.ასეთ შემთხვევაში იას უწვრილდება ფოთლებიც.ეს გადაჭარბებული სასუქების ბრალია.მომდევნო ჯერზე სასუქის შეტანისას ნაკლები აზოტისშემცველი სასუქი უნდა გამოიყენოთ.
    დაფესვიანება
      
    გადარგვა ფითილზე
     
30 October 0 8 380
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно