ოქსალისი - პეპელა, მჟაველა


საკმაოდ დიდი გვარია, აერთიანებს 800 მდე სახეობას, ბუნებაში გავრცელებულია ს. აფრიკაში, ს. და ცენტრ. ამერიკაში, მცირე რაოდენობა ცენტრ, ევროპაში. სახელი მიიღო მისი ფოთლების მჟავე გემოს გამო. იგი საკვებად ვარგისია და გამოიყენება სალათებში. ინდიელები სპეციალურად აშენებდნენ მას და მიირთმევდნენ მცენარის მოხარშულ ბოლქვებს, რომელიც მდიდარია სახამებლით. მას მჟავე გემოს აძლევს კალიუმის ოქსალატი. ყველაზე გავრცელებული სახეობაა ჩვეულებრივი მჟაველა.
იგი ბუჩქოვანი ან ბალახოვანი მცენარეა, გვხვდება ერთ- და მრავალწლიანი მცენარეები. ბალახოვან სახეობებს ზრდიან ამპელურ და ნიადაგმფენ მცენარეებად. უმეტეს სახეობებს სამ ან ოთხნაწილიანი ფოთოლი აქვს, მაგრამ იშვიათად გვხვდება 6 და 9ნაწილიანიც.  ფოთოლი გრძელ ყუნწზეა. მიწისქვეშა ნაწილი სახეობის მიხედვით - ფესურა, გორგალი ან ბოლქვია. პატარა ლამაზი ყვავილები თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, იისფერია, შეკრული ქოლგა ყვავილედად. ბევრი სახეობა ღამით, ძალიან მზეზე ან მოღრუბლულ ამინდში  კეცავს ფოთლებს.  როგორც ოთახის კულტურა, იგი გამოჩნდა მე 17 ს ში, უპრეტენზიო და საოცარი გარეგნობის მცენარემ  სწრაფად მიიპყრო ყურადღება, და ბევრ ქვეყანაში დღეს მცენარე - პეპელას ეძახიან.
მის ზოგ სახეობას ხალხური მედიცინაც იყენებს, აგროვებენ გაზაფხულზე და აშრობენ 40-50 გრ ზე. გამოიყენება სისხლის აღმდგენად,  ჭიის, ნაღვლ და შარდმდენად, წნევის დამწევად, ანტუსეპტიკად,  უხდება გულძმარვას,კუჭის მჟავეობას, დიათეზს, გასტრიტს, სტომატიტს და სხვ. მაგრამ დაუშვებელი და კატეგორიულად აკრძალულია თვითმკურნალობა.
სახეობები: - ჩვეულებრივი მჟაველა -  ფესურიანი 8-10 სმ სიმაღლის მცენარე, ფოთოლი ჰგავს სამყურა ბალახის ფოთოლს, ღამით იკეცება, აქვს თეთრი, ერთეული ყვავილები გრძელ ღერზე. ყვავილობს მაის-ივნისში.
 - სუკულენტური მჟაველა - მეგალორიზა- ბრინჯაოსფერ-მწვანე ფოთლებით და ვარდისფერი ყვავილებით, 30 – 35 სმ სიმაღლის, ყვავის გვიან შემოდგომამდე, სახლში ზრდიან ამპელურ მცენარედ.
 - ოთხფურცელა მჟაველა - დეპე- პოპულარული ბაღის  ან ოთახის მცენარე.
განათება: სჭირდება კარგი განათებული ადგილი, მაგრამ იტანს ნახევრადჩრდილს, თუმცა დიდხანს ჩრდილში მისი დადება არ ვარგა- ეკარგება დეკორატიულობა, პირდაპირი მზის სხივები კი იწვევს ფოთლების დამწვრობას.
ტემპერატურა: მცენარე საკმაოდ უპრეტენზიოა და სპეციალური მიკროკლიმატი არ სჭირდება, კარგად იზრდება ოთახის ტემპერატურაზე. ზაფხულში გარეთ გააქვთ, ორპირისგან დაცულ ადგილზე. ზამთარში კი 16-18 გრ სჭირდება, ზოგ სახეობას ამ დროს მიწისზედა ნაწილი უკვდება, მათ დებენ 12-14 გრ ზე.
მორწყვა: ზაფხულში უხვად  რწყავენ, შემოდგომით ამცირებენ, ზამთარში კი მიწას მხოლოდ ნამავენ. საყურადღებოა, რომ მიწაში წყალი არ დაგუბდეს, მცენარე მგრძნობიარეა ჭარბი ტენის მიმართ, ამიტომ სჯობს დააკლოთ, ვიდრე ზედმეტი მოგივიდეთ,
გამრავლება: ძველი მცენარის ფესვის გარშემო ვითარდება გორგლები, მათ აშორებენ და ცალკე რგავენ 5-10 ერთად.  ზემოდან 1 სმ ფენა მიწას აყრიან. რგავენ სხვადასხვა დროს ყვავილობის ვადების მიხედვით. დარგვიდან ყვავილობამდე 30-40 დღეა, იგივეა ბოლქვებთან მიმართებაშიც.
ზოგ სახეობას, მაგ. ორტისის მჟაველას ფოთლით ამრავლებენ, მას პატარა ყუნწით ჭრიან და წყალში აფესვიანებენ და მერე რამდენიმეს ერთად რგავენ ქოთანში.
თუ დააპირებთ მის თესლით გამრავლებას, გაითვალისწინეთ, რომ თესლი წვრილია, მას ზემოდან მოაბნევენ მიწას და მერე ნამავენ იმ ადგილს, მაგრამ არ რწყავენ ნაკადი წყლით

 
<!--[if !supportLineBreakNewLine]-->

28 October 0 11 901
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно