ნერტერა

ნიადაგმფენი მცენარეები სახლში არც ისე პოპულარულია, როგორც ბაღში და შედარებით იშვიათად გვხვდება, მაგრამ  საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებიან ქოთანშიც.  ერთერთი ასეთი  ლამაზი მცენარეა ნერტერა, რომელიც ათეული წელია, ცდილობს ყველაზე  საინტერესო ნიადაგმფენი მცენარის სტატუსის დამკვიდრებას.  იგი საკმაოდ ფუმფულა და კაშკაშა ბალიშს ქმნის, რომელზეც უხვადაა გაბნეული წითელი პატარა მძივებივის მსგავსი  ნაყოფი.  ასე უხვად არც ერთი ოთახის მცენარე არ მსხმოიარობს. მისი გაზრდა საკმაოდ რთულია, თუმცა შრომა ღირს.
იგი საკმაოდ ეფექტური  მცენარეა, მკვეთრად შეფერადებული სადღესასწაულო იერით, შესანიშნავად ჩანს ინტერიერში.  მას სხვაგგვარად  „მარჯნის კენკრას“ ან „მარჯნის ხავსს“ უწოდებენ. ტრადიციულად დაბალი მცენარეა, აქვს გრძელი წვრილი მოქნილი ტოტები, რომლებიც გადმოშვებულია ქოთნიდან, 20სმ სიგრძის, მაგრამ ძალიან ხშირი, მწვანე მასა საკმაოდ უხვია და ხუჭუჭა ფორმას ქმნის. ფოთლები მრგვალია, 0,5 სმ ზომის.
მცენარე ყვავილობს აპრილ-მაისში, მაგრამ მას მინიატურული ვარსკვლავა ყვავილებისთვის არ ზრდიან ოთახში, არამედ წვრილი წითელი ნაყოფისთვის. მცენარე მსხმოიარობს პატარა მრგვალი პრიალა კენკრით, რომელიც ასხია აგვისტოდან ზამთრამდე და მშვენივრად აფერადებს ზამთრის ინტერიერს.  ნაყოფის ზომა 1სმ ს აღწევს.მიუხედავად მისი ასე მხიარული შესახედაობისა, მცენარესთან ფრთხილად უნდა იყოთ - იგი შხამიანია.
მოვლა: მცენარე არ ცოცხლობს ხანგრძლივად და ხშირი განახლება სჭირდება.  ზამთარში სპეციალური პირობების  შექმნა უნდა, სიგრილე, მორწყვაც თავისებური, სპეციფიური.  მას გამოცდილი მეყვავილეები ზრდიან - სჭირდება მუდმივი ყურადღება  და სისტემატიური მოვლა. იმის გამო, რომ ვერ უქმნიან ზამთრის შესაფერის პირობებს,  მას ზრდიან ერთწლიან მცენარედ. მსხმოიარობის დასრულების მერე კი აგდებენ. მაგრამ თუ შესძლებთ ზამთარში შესაფერისი პირობების შექმნას,  აუცილებლად გამოიყენეთ შესაძლებლობა.
განათება: ადვილად ეგუება განათებულ ადგილსაც და ნახევრადჩრდილსაც. მას დებენ რაფაზეც და ოთახის სიღრმეშიც შედარებით ნათელ ადგილზე. ეგუება სამზარეულოსაც და კაბინეტსაც.
ზამთარში სიგრილეში გადადგმისას  მაინც ესაჭიროება განათება. თუ  მანამდე მცენარე კარგად განათებულ ადგილზე  იდგა, ზამთარში დასჭირდება ხელოვნური განათება. თუ მას სინათლე არ ჰყოფნის, მცენარე იწელება, ტოტები უწვრილდება, ფოთლები უფერმკრთალდება. ასეთ შემთხევაში იგი სწრაფად უნდა გადადოთ სინათლეში.
ტემპერატურა: თბილ სეზონზე ოპტიმალურია 18-22გრ. ოქტომბერ-თებერვალში კი 8-10გრ. და ჰაერის კარგი ცირკულაცია. იგი საკმაოდ გამძლე მცენარეა, იტანს ორპირს. შეიძლება მისი გარეთ გატანაც, სანამ მცენარე აყვავდება, თუმცა დაცვა სჭირდება მზის პირდაპირი სხივებისა და ნალექისგან.
მორწყვა: იგი სტანდარტულად ირწყვება. მაგრამ კლასიკური მეთოდი დაუშვებელია. ნერტერას ძირიდან რწყავენ. და იმეორებენ მას შემდეგ, რაც მიწის ზედა ფენა შეშრება. ზედმეტი ან ნაკლები მორწყვა დაუშვებელია. იგი ვერ იტანს ხისტ წყალს და მორწყვა სჭირდება რბილი ნადგამი წყლით.
მას ჰაერის მაღალი ტენიანობა მოსწონს და აქტიური ზრდის დროს  ყვავილობამდე ყოველდღე უნდა დაინამოს. . წყალს ვერ იტანს ვერც ყვავილი და ვერც ნაყოფი, ამიტომ ტენიანობის ამაღლებისთვის შეიძლება ქოთნის დადებაც სველ ხავსიან სადგამზე.
კვება: მცენარე ვერ იტანს ჭარბ აზოტს, ამიტომ მისთვის გამოდგება სასუქი ფოსფორის მეტი ოდენობით. თუმცა თუ იგი მიჩვეულია კომპლექსურ სასუქს, ასევე გააგრძელეთ  მარტი- სექტემბრის პერიოდში  თვეში ერთხელ, ზამთარში კი სასუქი არ სჭირდება.
გადარგვა: 
მოსვენების პერიოდის ან მსხმოიარობის შემდეგ მას ახალ ქოთანში რგავენ.  სჯობს თებერვალ- მარტში გადაირგას, მით უფრო, თუ მცენარე უნდა დაიყოს, თუმცა ფრთხილად უნდა მოექცეთ მცენარის ფესვებს. გადარგვის მერე მიწას არ ტკეპნიან. ქოთნის ძირში კი წვრილფრაქციულ დრენაჟს ყრიან. მიწა უნდა იყოს კორდის, ნეშომპალის და ფოთლოვანი, ტორფის დამატებით, ქვიშა კი ყველაზე მეტი უნდა   აურიოთ ამ ნარევს. ქოთანი უნდა შეარჩიოთ დაბალი და განიერი, რადგან მცენარე განში იზრდება.
დაავადებები: მას ემტერება ბუგრი ძირითადად, მცენარე იშვიათად ავადდება და სწორი მოვლისას არ ქმნის პრობლემებს.
გამრავლება: ადვილად მრავლდება გადარგვისას ბუჩქის დაყოფით, რაც ხელითაც შესაძლებელია. მაგრამ იგი შედარებით დიდ ნაწილებად უნდა დაჰყოთ  და ცალკე ჩარგული ნაწილები სიგრილესა და ნახევრადჩრდილში დადოთ. ადაპტაციის შემდეგ კი დაფესვიანება სწრაფად წავა და მერე მისი გადადგმა ისევ შესაძლებელი გახდება ჩვეულ ადგილზე.
მცენარე თესლითაც მრავლდება. ითესება ზამთრის ბოლოს დიდ ყუთებში, ზედაპირულად, ზემოდან თხლად აყრიან მიწას და ოდნავ უტკეპნიან, ნამავენ  და ასათბურებენ. მცენარე ამოდის 20-22 გრ ზე 1-3 თვის მერე.

 
28 October 0 2 810
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно