ეგზოტიკური ტილანდსია

ეს მცენარე ყველაზე ეგზოტიკურია  ეგზოტიკურ მცენარეებს შორის. თვალში საცემი, უცხოაღნაგობით, ინტერიერში განსაკუთრებით ორიგინალურად აღიქმება. არც ისე მარტივი მოსავლელია. ერთერთ ყველაზე პოპულარულ მცენარედ ითვლებაბრომელიების ოჯახიდან. ეფექტური ყვავილობისდა ფოთლების გარდა  მრავალფეროვნებითაც დაიკვეხნის.  ამ გვარში გაერთიანებულია როგორც ჩვენთვს ცნობილი,ისე სრულიად უცხო, ეპიფიტების არამსგავსი მცენარეები. მათი წარმატებული ყვავილობისდა გავითარებისთვის დიდი შრომაა საჭირო, მაგრამ ნამდვილად ღირს და ფასდება კიდეც.
2 განსხვავებული ეგზოტიკური მცენარე ერთი სახელით: გვარში მცენარეების 2 ჯგუფია,რომლებიც არც გარეგნულად და არც ხასიათით არ ჰგავს ერთმანეთს:
- ქოთნის ანუ მწვანე ტილანდსია. იზრდება ჩვეულებრივმიწაში, აქვთ ლამაზი როზეტი  და ეფექტური „ჩხვლეტია“ყვავილედი
- ეპიფიტური ტილანდსია, იშვიათი, ძალზე პრეტენზიული მცენარე, რომლისთვისაც მნიშვნელოვანიაარა ყვავილები, არამედ დიდებული და საუცხოო ფოთლები.
პირველი ჯგუფი პოპულარულია, მეორე კი მხოლოდ გამოცდილ კოლექციონერებს აქვთ. ისინი გარეგნობითაცგანსხვავდებიან და მოვლის წესებითაც. ეპიფიტურ ვერცხლისფერ ტილანდსიებს ხშირად „ნაცრისფერებს“უწოდებენ, ქოთნისას კი - „მწვანეებს“, მაგრამ ასე მათი განსხვავება მაინც არ გამოგადგებათ.სჯობს დააზუსტოთ ზრდის ფორმა - ეპიფიტურია თუ ქოთნის. ბუნებაში ისინი გვხვდება ს. დაჩრ. ამერიკაში, მიეკუთვნება მარადმწვანე ბალახოვან  და ეპიფიტურ მცენარეებს, ოჯახში გაერთიანებულია400 მდე სახეობა, სრულიად განსხვავებული გარეგნობით.
ქოთნის ტილანდსიებს ძლიერი ფესვთა სისტემა აქვთ და ივითარებენ  მასიურ როზეტებს. ყოველწლიურად ყვავილობის შემდეგდედა როზეტს ცვლის ახალი შვილეული, თავად კი კვდება, ანუ ეს მცენარე თავად ახალგაზრდავდება. როზეტის ცენტრიდან ამოდის საყვავილეღერო დიდი ყვავილედით, რომელიც თავთავს ჰგავს, მაგრამ ჭრელია, მკვეთრფერებიანი, მკვეთრიფორმებით.  სინამდვილეში ყვავილი წვრილი დაუსახურია, ეს ფერადი - ვარდისფერ-მეწამულ-ყვითელ-ცისფერ-ნარინჯისფერ-იასამნისფერი კისინამდვილეში ყვავილსაჯდომია სახეცვლილი.
სახეობები: 
ლურჯი - ყველაზე პოპულარული ბალახოვანი სახეობაა, საოცარი ფორმის როზეტით, რომელიცმარცვლეულის ფოთლებს ჰგავს, მაგრამ ფერები იცვლება მოწითალო ძირიდან მუქ ზოლებიან ფირფიტებამდე.სიმაღლე 20-30სმ, ზაფხულში ამოდის სქელი თავთავა ყვავილედი როზეტის  ცენტრიდან , რომელიც სრულებით არ ჰგავს ბუნებრივს,  ყვავილები თანდათან იშლება წვეროდან ძირისკენ. ყვავილსაჯდომიიასამნისფერი, ვარდისფერი, ყვავილი კი რომბისებური ფორმისაა ცისფერ ან ლურჯ ტონალობაში.
ლინდენის - ჰგავს ლურჯს, მაგრამ უკეთესი ფორმა აქვს, თავთავი მომრგვალებულია,ყვავილსაჯდომი კი ვარდისფერი ან თეთრია, ყვავილები აქაც ლურჯია, ფოთლები მარცვლეულისებრი,შეკრული უფრო ფაშარ როზეტებად .
დეუერის -  ყვავილედი მოყვითალო,  როზეტი ბრტყელი გრძელი ფოთლებით, რომლებიც მჭიდროდააგანლაგებული, საყვავილე ღეროს გარშემო. წვრილ საყვავილე ღერზე სიმეტრიული ყვავილედიაორ რიგად განლაგებული ნარინჯისფერ წითელი ოვალური ყვავილსაჯდომებით
ეპიფიტურები, რომლებსაც ხანდახან ატმოსფერულ ან ჰაეროვან ტილანდსიებს ეძახიან, პოპულარულიგახდა ფოთლების გამო. ეს  მისი ყველაზე ლამაზინაწილია, და ასრულებს ფესვის ფუნქციას - მათი საშუალებით იკვებება და იწოვს წყალს.ფესვების დახმარებოთ კი მხოლოდ ემაგრება ქერქს, ქვას, ხეს და ფესვი  თითქმის არ ჩანს.  არის ღეროიანი და ღეროს გარეშე სახეობები. ფოთლებიძაფისებრი, წვრილი, თითქოს გამჭირვალე, დაფარული ქერცლით, ასეთივე წვრილი ტოტებით ქნიანწარმოუდგენელ მწვანე აჟურულ მაქმანს ვერცხლისფერ-ნაცრისფერი ელფერით. ამ ჯგუფის პოპულარულისახეობებია:
- „ესპანური ხავსი“ - წვრილი ღერები, სიგრძით რამდენიმე მ ს აღწევს, ასევე წვრილიფოთლებით 5 სმ სიგრძეში და 0,1 სმ განში, რომლებიც 2 რიგადაა მოთავსებული. ფოთლებზესინათლის ამრეკლი ქერცლებია განლაგებული, რომლებიც მცენარეს ვერცხლისფრად აჩენს. ფესვებიამ სახეობას არ აქვს. იზრდება ტოტებზე ან ქვებზე კასკადურად. მას დამაგრება არც სჭირდება:შეიძლება ჩამოჰკიდოთ სადმე და გაიზრდება ძირს დაშვებული სახით.  იგი ყვავილობს ზაფხულში მოყვთალო სალაათისფერი ყვავილებით.
 - სამფერა -  კომპაქტური ეპიფიტი,ხაზოვანი ფოთლებით,  სწორი გრძელი საყვავილე  ღერით,  თავთავისებრი ფორმის გრძელი ყვავილსაჯდომით,-  ქვემოთ წითელი, შუაში - ყვითელი, ზემოთ კი სალათისფერი.ყვავილები კი იისფერია.
 - ვერცხლისფერი - ძაფისებრი, წვრილიფუძესთან გაფართოებული გრძელი სპირალურად დახვეული ფოთლებით,
 - „მედუზას თავი“ -  ესეც ეპიფიტია. ფორმით ჰგავს რვაფეხას, მედუზას,ფოთლები მჭიდრო როზეტს ქმნის, რაც ბოლქვს წააგავს.  ზემოთ ფოთლები გადახრილია განზე. „ბოლქვში“ გროვდებატენი, იგი ყვავილობს  საგველა ყვავილედით, სადაც3-5 თავთავია წითელი ყვავილსაჯდომით და იისფერ-ლურჯი მილისებრი ყვავილებით.
მოვლა: ქოთნის ტილანდსიები გამოიყენებათანამედროვე ინტერიერში ფერად აქცენტებად, მათ ზრდიან ტერარიუმში, ორანჟერეაში, სათბურებში,შეიძლება ოთახშიც გაიზარდონ, თუ კარგად მიხედავთ. უყვართ სინათლე და ყურადღება.
ეპიფიტები კი  საჭიროებენ ჰაერის ტენიანობისგარკვეულ პირობებს, ფესვგარეშე კვებას ფოთლების საშუალებით. მოვლა ძალიან სპეციფიურისჭირდებათ, მათ ზრდიან უპირატესად სააბაზანოში, სადაც მათთვის შესაფერისი პირობებია.ასევე გამოდგება აკვარიუმები, ფლორარიუმები, შუშის ვაზები.  ქერქი, ქვები, ხის ტოტები, რაზეც ეს მცენარეები ემაგრება,თავისთავადაც ორიგინალური და ლამაზია, ასე უცხო მცენარე კი უმატებს სილამაზეს და კოლექციისმშვენებას წარმოადგენს.
განათება:  თუ ქოთნის მცენარე სინათლისმოყვარულია, ეპიფიტები - პირიქით, ჩრდილისამტან მცენარეებს წარმოადგენენ. ქოთნის მცენარე კარგად გრძნობს თავსმაქსიმალურად განათებულ ადგილზე, მაგრამ მზე არ სჭირდება, წლიურად ერთნაირი განათებაუნდა, შესაბამისად სეზონური გადაადგილებით ან ხელოვნური განათების დამატებით. თუმცაუმეტესად  ბუნებრივი განათება მოსწონს და კარგადარის ს. აღ და დას. ფანჯრის რაფაზე.
ეპიფიტები კარგად გრძნობენ თავს ჩრდილში და შეიძლება მათი განლაგება ოთახის სიღრმეშიც.  დადებითად რეაგირებს  ხელოვნურ განათებაზე, ქოთნის სახეობები კი მარტოდამატებით განათებაზეც კარგად იზრდებიან.
ტემპერატურა: მათ სტაბილური პირობები სჭირდებათ,უფრო სითბოსმოყვარულ მცენარეებს მიეკუთვებიან. აქტიურად იზრდებიან 18 გრ ს ზემოთ, თუმცაეპიფიტები უფრო ამტანები არიან და 12 გრ ზეც ძლებენ. მათ განიავება და სუფთა ჰაერიცძალიან მოსწონთ, ამიტომ არ ღირს მათი დადება ოთახის კუთხეებში, სადაც ჰაერის ცირკულაციაარ ხდება. ცივი ორპირი კი მათთვის დაუშვებელია. ზაფხულში შეიძლება მათი გატანა აივანზე,მაგრამ წვიმისგან დაცულ ადგილზე.
მორწყვა:  კლასიკურად ირწყვება ქოთნის ტილანდსია, ეპიფიტებსკი მხოლოდ დანამვა სჭირდებათ,  მიწა ქოთანში  მუდამ ნამიანი უნდა იყოს,ზამთარში იშვიათად რწყავენ,მიწის  თითქმის ბოლომდე გაშრობის მერე. კონტროლიშედარებით ადვილია: წყლის ნაკლებობისას მცენარეს ფოთლები ეხვევა. მორწყვასაც თავისიწესი აქვს: წყალს ასხამენ არა სუბსტრატზე, არამედ როზეტში და ნამავენ ფოთლებს, თუ მცენარესწყალი აკლია, მაშინ ქოთანს დებენ წყლიან თასში ღამით, მერე კი დებენ მაღალ სადგამზე,რომ წყალი დაიწრიტოს.
მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰაერის ტენიანობა. ქოთნის მცენარეებს 60 %მდე სჭირდებათ,ეპიფიტებისთვის კი მინიმალური მაჩვენებელია 80 %. სიმშრალეში ისინი კვდებიან. ჰაერისმაღალ ტენიანობას აღწევენ დამტენიანებლებით და ხშირი დანამვით. თუ ტემპერატურა 15 გრზე დაბალია, მაშინ მცენარე არ ინამება, ასევე ყვავილობისას. ზოგ სახეობას კი 2 კვირაშიერთხელ მთლიანად მცენარეს დებენ წყალში, რომ საკმარისი ტენი მიიღოს. სარწყავი წყალიუნდა იყოს რბილი და თბილი, 5 გრ ით მეტი, ვიდრე ჰაერის ტემპერატურაა.
კვება: მას არ მოსწონს ფესვით კვება: სჯობსფოთლებს შეასხუროთ სასუქიანი ხსნარი. მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რომ იგი არ მოხვდესროზეტის გულში. ეს მცენარის დაავადებას იწვევს. მისთვის გამოდგება სპეციალური სასუქიორქიდეისთვის ან კომპლექსური მოყვავილეებისთვის, საჭიროა მითითებული დოზების განახევრებაქოთნის ტილანდსიებისთვის და მეოთხედი - ეპიფიტებისთვის. ყვავილობის სტიმულირებისთვისაძლევენ ზრდის სტიმულატორს - 1-2 თვე ასხურებენ მცენარეს. ორივე ჯგუფის მცენარეებსკვებავენ 2 კვირაში ერთხელ გაზაფხულ ზაფხულში მხოლოდ. ზამთარში დაუშვებელია - ეს  ეპიფიტურ მცენარეს მოკლავს, ქოთნისა კი ასეთ შემთხვევაშიმომდევნო წელს არ იყვავილებს.
გადარგვა: მათ რგავენ ქოთანში, რომლისდიამეტრი მეტია სიმაღლეზე, რადგან მცენარე განში იზრდება. ფესვები ძლიერი, მაგრამ მოკლეაქვს. ღრმა ქოთანში კი მისთვის კომფორტული პირობები ირღვევა გადაჭარბებული მორწყვისგამო.
სუბსტრატი სჭირდება ფხვიერი, დრენირებული, უხეშბოჭკოვანი ტექსტურით.  მას რგავენ სპეციალურ ნიადაგში ბრომელიების ან ორქიდეებისთვის,ან თავად შეიძლება მოამზადოთ ფოთლოვანი მიწის, ნეშომპალის, ტორფისგან თანაბარი პროპორციითსფაგნუმის, გვიმრის ფესვების და ფიჭვის ქერქების დამატებით.
ეპიფიტებს გადარგვა არ სჭირდება. ქოთნის მცენარეებს კი მას მერე რგავენ, რაც მთლიანადდაიკავებს ქოთნის მოცულობას.  ერთ ქოთანში იგირჩება 2-3 წელი, ამ პერიოდში მას მიწის ზედა ფენას უცვლიან მხოლოდ. გადარგვა ფრთხილადხდება, რომ ფესვების ტრავმირება არ მოხდეს. გადარგულ მცენარეს მჭიდროდ უტკეპნიან მიწას,რადგან მცენარე სუსტად ეჭიდება მას.
დაავადებები: მათ არ ეშინიათ მავნე მწერების,მხოლოდ ბრომელიების ფარიანა ემტერება მეტად. მას ებრძვიან საპნიანი ხსნარით და მწერებისმოშორებით.  მცენარე ავადდება მხოლოდ არასათანადოპირობებში მოხვედრისას. განსაკუთრებით საშიშია ვირუსული ინფექციები, ლპობა, მათთანბრძოლა  მხოლოდ ფუნგიციდებით არასაკმარისიადა მცენარეს დაზიანებულ ნაწილებს აჭრიან.
პრობლემები: გაუწყლოებისას ფოთლების დახვევა,როზეტის ლპობა სასუქიანი წყლის როზეტის გულში მოხვედრისას.
გამრავლება : შეიძლება მხოლოდ ვეგეტატიურად.ეპიფიტებს  დედა ბუჩქს აჭრიან ტოტებს ფოთლებითდა ამაგრებენ ქერქზე, ტოტებზე ან ქვებზე. ჰაერის 80% იანი ტენიანობისას  სწრაფად ხდება მიმაგრება და მერე ზრდაც იწყება.
ქოთნის მცენარეებს კი ამრავლებენ თესლით ან ვეგეტატიურად. იმის გამო, რომ დედა მცენარისადგილს შვილეული როზეტები იკავებს ყოველწლიურად, შეიძლება ახალი მცენარის მიღება  მათი მოცილებით გადარგვისას, რომლებიც ასევე იყვავილებენმომდევნო წელს. მაგრამ მათი მოცილება შეიძლება ხოლოდ მაშინ, როცა შვილეული როზეტი ზომითდედა მცენარის ნახევარი გახდება. სუსტი და პატარა როზეტები დამოუკიდებლად ვერ იხარებს,გადარგვისთვის ოპტიმალური პერიოდი გაზაფხულ- ზაფხულია.
თესლითაც კარგად ხარობს მცენარე. ნათესი კარგად ამოდის ჩვეულებრივ პირობებში,  ნოყიერ ნიადაგში, მინის ქვეშ კარგ განათებაზე. თუმცაიგი საკმაოდ ნელა იზრდება და ყვავილობას მხოლოდ 10 წლის მერე იწყებს დათესვიდან.

 
 
27 October 0 2 885
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно