მაჩიტა, კამპანულა ოთახში

უხვადმოყვავილე პატარა მცენარეა, ნაზი და სუსტი, ერთი შეხედვით სულაც არ ჰგავს ეზოს მცენარეს, თუმცა ერთი და იგივე სახეობაა, უბრალოდ ადაპტირებული ქოთნის კულტურად. მის გაზრდას დიდი შრომა და მოთმინება სჭირდება, თუმცა ყველაფერი ნაზღაურდება ულამაზესი ყვავილობით. მაჩიტა ხმელთაშუაზღვისპირეთიდანაა, ძალიან სათუთი, ღრუბელივით ყვავილი აქვს, ნაზ ფერებში და მისი ნახვა ერთბაშად იპყრობს მნახველის გულს.  მას წვრილი გრძელი ღერო აქვს უხვად დატოტვილი, 20-25 სმ სიმაღლის. გრძელ ყუნწზე კი გულის ფორმის ღია მწვანე  6 სმ მდე სიგრძის ფოთლები აქვს, მათი უბეებიდან  ფარისებრ ან მტევნისებრ ყვავილედებად  იშლება მარტივი ფორმის ზანზალაკისებრი ყვავილები 4 სმ დიამეტრით. მისი სხვადასხვა ჯიში არსებობს: გვირგვინი ზოგს მთლიანი აქვს, ზოგს დაჭრილი, ზოგსაც ხუჭუჭა. ფერებიც ბევრია: თეთრიდან ცისფერ-ლურჯ - ისფერ ტონალობაში. ყვავილი იმდენად უხვადაა, რომ ფოთლები არც ჩანს მის ქვეშ.
გავითარების ეტაპები: ეს მცენარე გაუჩერებლად ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე შედარებით ძველ ჯიშებში და მარტიდან ნოემბრამდე ახლებში. საშუალოდ ყვავილობა გრძელდება 3-4 თვე.
სხვა უხვად მოყვავილე მცენარეების მსგავსად  მასაც დრო სჭირდება ყვავილობის დასაწყებად, მოსვენების ეტაპი მკაფიოდ გამოხატულია და გარემო პირობების მკვეთრი ცვლილება სჭირდება. ტრადიციულად ეს ეტაპი ზამთარს ემთხვევა. მცენარის ზრდა ჩერდება. მისთვის ყველაზე რთული ეტაპია ყვავილობა.
თანაბარფურცლიანი მაჩიტა ყველაზე ლამაზია და მშვენიერი მეტსახელიც ჰქვია - „ჩამოვარდნილი ვარსკვლავი“. ეს ერთადერთი წარმომადგენელია გვარში, რომელიც ოთახისთვისაა ადაპტირებული. უხვად მოყვავილე მრავალწიანი მცენარე სწრაფად ხარჯავს ძალებს და ხშირი გაახლება სჭირდება, ამიტომ ოთახში  მას ხშირად ერთწლიან მცენარედ ზრდიან, ყვავილობის შემდეგ კი აგდებენ.
მრავალწლიანად ყველა ჯიში ვერ ხარობს, განსაკუთრებით პრეტენზიული ახალი ჯიშებია, ყიდვისას აუცილებად იკითხეთ ერთწლიანია თუ არა მოცემული მცენარე. ხშირად სჯობს მისი ყიდვა ერთხელ და რამდენიმე თვით ტკბობა მისი უხვი ყვავილებით,  მაგრამ ვისაც დრო და ენერგია აქვს, ახალი მცენარის გაზრდა თავად შეუძლია  ზამთარში ტოტების დაჭრით და დაფესვიანებით.
განათება:  მას სინათლე სჭირდება უხვი ყვავილობისთვის, მაგრამ მზის პირდაპირი სხივები არ უნდა მოხვდეს მის ნაზ ფოთლებს. მიუხედავად ამისა, ვერც მცირე ჩრდილს იტანს. -  ასე ტოტები ეწელება, კომპაქტურობა ეკარგება.  მას დებენ აღ. ან დას მხარეს რაფაზე. სამხ. მხარეს კი ჩამოფარება სჭირდება.
ტემპერატურა: მცენარეს სიგრილე მოსწონს და ვერ იტანს სიცხეს. უკეთ ყვავილობს 20-22 გრ ზე.  მეტ ტემპერატურას კომპენსირება სჭირდება ჰაერის მომატებული ტენიანობით.ზამთარში უფრო რთულია ტემპერატურის დარეგულირება. მრავალწლიანად იგი მაშინ გაიზრდება, თუ ტემპერატურა 15 გრ იქნება. ოპტიმალური კი 5-10 გრ ია. თუ ზამთარი თბილი იქნება, მომდევნო წელს ნაკლებ იყვავილებს და ნელნელა მოკვდება.
ყვავილობისას მისი გადაადგილება არ შეიძლება, შეტრიალებაც კი ცუდ შედეგს იძლევა, თუმცა შესაძლებელია ყვავილობამდე აივანზე გაიტანოთ და იქ არც ისე ცუდად  ამოიტანს ყვავილებს. მომდევნო წელს კი იგი აღარ იყვავილებს, ამიტომ სჯობს მცენარის  სახლში დატოვება.
მორწყვა: ტენისმოყვარულია და აქტიური ზრდისას გაზაფხულზე ხშირი მორწყვა უნდა. მაგრამ ტენს ფესვებში ვერ იტანს. მოსვენების პერიოდში კი მორწყვას ნელნელა ამცირებენ და თითქმის მშრალად აქვთ მცენარე მორწყვებს შორის მიწის შუა ფენის გამოშრობით.
ჰაერის ტენიანობა: მისთვის მნიშვნელოვანი არ არის ეს მომენტი და ოთახში კარგად გრძნობს თავს. დანამვა ცხელ დღეებსა და გამათბობელთან ახლოს ზამთარში მათთვის სასარგებლოა, მით უფრო, რომ ყვავილებს და კოკრებს წყლის არ ეშინიათ.
კვება: სასუქი სჭირდება მხოლოდ აქტუიური ზრდისას ყვავილობის დასრულებამდე 2 კვირაში ერთხელ, მერე კი უცებ წყვეტენ მის კვებას.
გასხვლა:  ეს პროცედურა მას 2ჯერ ესაჭიროება: ყვავილობის დასრულებისას ტოტებს უმოკლებენ,  სანამ სიგრილეში გადაიტანენ. და ზრდის დასაწყისში, როცა დაზიანებულ გამხმარ ტოტებს აცლიან, დანარჩენ ტოტებს კი 2/3 ზე ამოკლებენ.
გადარგვა: ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი, მსუბუქი და ჰაერგამტარი - ტორფიანი, ნეშომპალიანი  და ფოთლოვანი მიწა  თანაბარი პროპორციით.  გაზაფხულის გასხვლის მერე უნდა გადაირგას, თუ მას მრავალწლიანად ზრდით. ქოთანი ესაჭიროება საშუალო ზომის, სადაც ფესვები ბოლომდე აავსებს ქოთანს.
გამრავლება: შეიძლება ახალგაზრდა ტოტებით, რომლებსაც ჭრიან მიწის დონემდე და თავიდან აფესვიანებენ; თესლით, რასაც თესავენ ადრე გაზაფხულზე და მიწას და ნათესს მხოლოდ ნამავენ; ბუჩქის დაყოფით, ეს მხოლოდ მრავალწლიანებს შეეხება, რომლებმაც 2ჯერ მაინც იყვავილეს.
დაავადებები: ემტერება ფარიანა, აბლაბუდა ტკიპა, ავადდება ნაცრისფერი ლპობით. დაზიანებულ ნაწილებს მცენარეს აშორებენ, მწერებზე კი ამუშავებენ ინსექტიციდებით.
მაჩიტა მშვენივრად გამოიყურება მარტოც ფერად ლაქად ინტერიერში, დამატებითი დეკორის გარეშე სუფთა ფონზე.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

 
<!--[if !supportLineBreakNewLine]-->

27 October 0 3 423
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно