სტრომანთე

ქაბისჩალისებრთა ოჯახს ეკუთვნის. სამშობლო - ამერიკისტროპიკებია. ბუნებაში 15 სახეობაა, იგი ხშირად ერევათ კალათეაში, ქტენანთეში, და საერთოდაც,ბოტანიკოსები მათ ცალკე არ გამოჰყოფენ გვარად. ოთახის კულტურაში გავრცელებულია სისხლისფერ-წითელისტრომანთე- მაღალი, 1მ მდე მცენარე, 20-30 სმ ფოთლებით, რომლებსაც ლანცეტისებრი ფორმააქვთ, ჯიშები განსხვავდება ფოთლის შეფერილობით. ზოგს ზედა მხარე ლაქებიანი ან ზოლიანიაქვს, ზოგს ერთი ცენტრალური ნათელი ფერის ზოლი გასდევს ძარღვზე, მაგრამ ყველას ფოთლისქვედა მხარე და ყუნწი მეწამულ-წითელი ფერისა აქვს.
შედარებით გავრცელებული ჯიშებია: „მულტიკოლორ, მარუუნ და ტრიოსტარ“
მოვლა: ტემპერატურა: სითბოსმოყვარული მცეანრეა.ზაფხულში სჭირდება 20-30გრ, ზამთარში - 18-20.მინიმუმი - 12 გრ . არ მოსწონს ორპირშიყოფნა. ზამთარში მას არ დებენ ფანჯრის მინასთან ახლოს.
განათება: მსუბუქი ნახევრადჩრდილი მისაღებია,თუმცა უკეთაა გაბნეულ განათებაზე. უფრო მეტ სინათლეზე ან ჩრდილში  ფოთლებზე ნახატი იშლება. მცენარე ჩრდილს იტანს,თუმცა არ უყვარს და ბევრ სახეობას სამფერა ფოთლებით მეტი ინტენსიობის განათება უნდა.
მორწყვა: 22-24 გრ ზე უხვად ირწყვება,20გრ ფარგლებში - ზომიერად. რწყავენ რბილი და თბილი წყლით.მას არ მოსწონს ქლორი დაფტორი წყალში. თუ ფოთლებს წვერები უხმება, ჰაერის ტენიანობა კი მაღალია, შეიძლება მიზეზისწორედ წყალში ფტორი იყოს. მაშინ მორწყეთ იგი ნაყიდი, ბოთლის წყლით. მას არც ზედმეტადმორწყვა უნდა და არც გამოშრობა.
კვება: მაის-აგვისტოში კვებავენ თხევადიკომპლექსური სასუქით 2 კვირაში ერთხელ ნახევარი დოზით. ზედმეტზე მცენარე რეაგირებს.
ჰაერის ტენიანობა: მას მაღალი ტენიანობამოსწონს ჰაერში - 55-80 %. თუმცა ოთახს ხშირი განიავებაც დასჭირდება. ტენიანობის ასამაღლებლადხშირად ნამავენ მცენარეს. გათბობის სეზონზე ქოთანს დებენ სველკერამზიტიან ან ხავსიანსადგამზე.
გადარგვა: ყოველ წელს თებერვალ-მარტშიუნდა გადაირგას მსუბუქ, ფხვიერ მიწაში, რომელიც შედგება - 2-3 წ ფოთლოვანი, 1 წ ტორფიანი, 1წ ნეშომპალიანი, 1წ წიწვოვანი მიწისგან ქვიშის დამატებით. მიწას ამატებენ ასევე ხისნახშირის ნატეხებს, ქოთანი სჭირდება მცემარეს შედარებით დაბალი კარგი დრენაჟით.
გამრავლება: გადარგვისას გაზაფხულზე მრავლდებადაყოფით. ქოთნებს აფარებენ პაკეტს და დებენ სითბოში, სანამ იგი არ დაფესვიანდება.
მავნებლები: ფარიანა - პატარა მწერია,რომელიც მცენარეს წვენს სწოვს. ფოთლები ფერს ჰკარგავს და ხმება. ებრძვიან მექანიკურად,საპნიანი ღრუბლით, აქტელიკით ან აქტარით.
აბლაბუდა ტკიპა - მცენარე ყვთიელი ან ღია ფერის ხდება. ფოთლის ზედაპირზე თეთრილაქებია. ისინი ნაადრევად ცვივა. ებრძვიან ფიტოვერმით, აქტელიკით ან ფუფანონით.
პრობლემები: -ფოთლის წვერები ყავისფერი და მშრალია, ზრდაშეჩერებული - მშრალი ჰაერის გამო,ზოგჯერ აბლაბუდა ტკიპაა მიზეზი
- ფოთლის ბოლოები ყვითელ-ყავისფერია - სასუქის სიჭარბის ან ნაკლებობის გამო.
- ფოთლები ეხვევა და ლაქავდება - არასაკმარისი მორწყვის გამო,
- მომჭკნარი, ლპობაშეპარული ფოთლები - სიცივეა მიზეზი, განსაკუთრებით მაღალი ტენიანობისდროს
- ფერის დაკარგვა და  ფოთლების ხმობა - ზედმეტიგანათების შედეგია.
- ფოთლები მილისებურად ეხვევა, ტოტებიც დახრილია - მიწის გაშრობის ან ძლიერი სიცივისდროს.

 

25 October 0 3 277
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно