მცენარის ვარჯის ფორმირება

ვარჯის ფორმირება სხვადასხვა ხერხით შეიძლება: გასხვლა,თავის წაწყვეტა ტოტებზე, მიკვრა საყრდენზე. ყველა მეთოდს თავისი დანიშნულება აქვს.
გასხვლა: ეს მნიშვნელოვანი მომენტია დაასეთი მეთოდი აღადგენს  ბალანსს ფესვთა სისტემასადა მიწისზედა ნაწილის ზომებს შორის. ამის შედეგად საკვები თანაბრად მიეწოდება მცენარისყველა ტოტს, ამავდროულად ყველას თანაბრად შეხვდება მზის სხივებიც და ჰაერიც ყველა მხრიდანშეაღწევს ვარჯის შიგნით.
ზოგი მცენარე, მაგ. მირტი, დაფნა, ბზა ადვილად ემორჩილება გასხვლას, რითაც მცენარესსხვადასხვა ფორმას აძლევენ - ბურთის, პირამიდის, ცხოველების. შტამბური ფორმის მისაცემადმას აცლიან გვერდითა ტოტებს. როდესაც ერთი ცენტრალური ღერო საჭორო სიგრძეს მიაღწევს,მის წვერსაც აწყვეტენ. ფოთლის უბეებიდან ამის შედეგად ახალი ტოტები გაიზრდება, მათაცაწყვეტენ წვერებს 2-3 ჯერ, სანამ ვარჯი არ დაიბუჩქება. ასე ზრდიან ვარდს, ფუქსიას,ბალბიფოთოლას. გასხვლა უნდა მოხდეს ყოველწლიურად გადარგვის მერე გაზაფხულზე. ტოტებსჭრიან კვირტების ზემოთ, ისე,რომ არც ტოტის დიდი ნაწილი დარჩეს კვირტის ზემოთ და არცკვირტი დაზიანდეს. გასხვლა უნდა მოხდეს სეკატორით,მ ჭრელი დანით ან მაკრატლით.
თუ მცენარეს გაახლება სჭირდება, იგი ძლიერ დაბალზე ისხვლება და რჩება მხოლოდ 2-3 კვირტიანიტოტები, მაგრამ გასათვალისწინებელია, სად გამოაქვს კოკრები მცენარეს - ძველ, თუ ახალტოტებზე. თუ ყვავილი ახალ ტოტზე ამოსდის, მცენარეს გაზაფხულზე ზრდის დაწყებამდე სხლავენ.
გასათვალისწინებელია, რომ ტოტებზე თავის წაწყვეტა ზოგჯერ არ იწვევს გვერდითა ტოტებისგავითარებას და ეს პროცესი რამდენჯერმე გამეორებას საჭიროებსю
ვარჯის ფორმირება მავთულით: ეს მეთოდიგამოიყენება ხშირად ბონსაის მისაღებად, ან მინიატურული ხეების და ბუჩქებისთვის, რომლებიცსახლში იზრდება. იგი ორი მეთოდით შეიძლება მოხდეს: ტოტზე მავთულის სპირალურად დახვევითან მარყუჟის გაკეთება და ტოტის გადაწვენა საჭირო მიმართულებით. მეთოდი დამოკიდებულიამიზანზე - თუ საჭიროა ტოტის გასწორება ან გვერდზე გადაწევა, მას ახვევენ მავთულს. თუძირს უნდა დაიხაროს, ტოტს მოაბამენ მავთულს და მის მეორე ბოლოს ქოთნის კიდეს ამაგრებენ.თუ ტოტს ძლიერ დაქაჩავთ, რომ წვერო რაფისკენ იყურებოდეს, გარკვეული დროის შემდეგ ტოტზეახალი კვირტები ჩნდება უფრო ახლოს მის ძირთან. ასე იქცევიან, თუ მცენარის დატოტვა სურთ.
როდესაც მავთულის დახვევას გადაწყვეტენ, მანამდე ახალგაზრდა და თხელკანიან ტოტებზედაზიანების თავიდან ასაცილებლად წინასწარ რბილ იზოლენტას ახვევენ და მავთულს მჭიდროდარ კრავენ - ტოტები არა მხოლოდ სიგრძეში, განშიც იზრდება და ადგილი უნდა დარჩეს, რომმავთული მერე ქერქს არ ჩაეჭრას.
სანამ ტოტებზე მავთულს დაახვევთ, უნდა მოაშოროთ ხშირი წვრილი ტოტები, რომ უკეთ დაინახოთმცენარე, მისი ჩონჩხი და განსაზღვროთ ტოტების მიმართულება.
ტოტებზე თავის წაწყვეტა: ასე იქცევიან გადარგვის შემდეგ, როდესაც პატარანერგები დაფესვიანდება და ზრდა დაიწყება. წვეროებს ან ხელით აშორებენ, ან აჭრიან მაკრატლით.ასე მცენარე იტოტება, თუმცა ყვავილობა გადავადდება. ამიტომ, როცა მცენარე სასურველფორმას მიიღებს, თავის წაწყვეტა აღარაა საჭირო. თუ ასე მოიქცევით აგვისტოში ძლიერ ტოტებზე,ყვავილობის ხარისხი გაუმჯობესდება.
ზოგ მცენარეს ყვავილობის შემდეგ სხლავენ - აკაცია, ჰორტენზია. ზოგი ზამთარში სითბოშიშიშვლდება - ფუქსია. მას გაზაფხულზე სხლავენ, აშოებენ სუსტ ტოტებს, ძლიერს კი ნახევრამდეამოკლებენ . პასიფლორას ყვავილობის მერე თითქმის ძირამდე ჭრიან, შემოდგომაზე კი კიდევერთხელ აშორებენ გაუხევებელ ტოტებს. გაზაფხულზე დაბლითა ტოტებს აჭრიან, რომ მცენარისწვენი ზედა ტოტებისკენ გადაადგილდეს. ჰოიას კი პირიქით, მოყვავილე ტოტებს არ აჭრიან,რადგან  მათზე ხდება ახალი ყვავილების გამოტანა.
ნამხრის აცლა: ეს მეთოდი გულისხმობს გვერდითატოტების მოშორებას მცენარეზე, რომლებზეც ყვავილი არ გამოდის ან ნაკლები ყვავილი აქვს.ამის მერე სხვა ტოტებზე ყვავილობა უხვი იქნება. ეს საჭიროა ამპელური მცენარეებისთვისაც,როცა ტოტებს საყრდებზე არ აბამენ და თავისუფლადაა ჩამოკიდებული, ერთი ძირითადი ტოტიდანბევრი ახალი ტოტი ვითარდება და თუ ნაწილს მაინც არ შეაცლით, შეიძლება ვერ გაძლოს დაგადატყდეს კიდეც, პროცედურის გარეშე ძირითადი ტოტები სწრაფად შიშვლდება ძირში. ასეემართება ფუქსიას, ჰოიას, ჭორტანას.
საყრდენზე აკვრა: ასე უნდა მოიქცეთ, რომმცენარემ სასიამოვნო შესახედაობა მიიღოს. თუ იგი აივანზე გააქვთ, აკვრა აუცილებელია,რომ ქარმა არ გააფუჭოს. მისი აკვრა ხდება შალის რბილი ძაფებით, რბილი ლენტებით. ხისმაგვარდა დიდ მცენარეებს მავთულით აბამენ. აკვრისას არ უნდა დაზიანდეს ტოტების ქერქი. თუღერო გრძელია, რამდენიმე ადგილზე სჭირდება აკვრა. ბუჩქებს კი 2-3 ძლიერ ტოტს უმაგრებენსაყრდენზე.
ზოგჯერ მცენარეს კედელზეც აკრავენ ან შპალერზე, რომელსაც წვრილი ლარტყებისგან კრავენ.ასე შესაძლებელია ლიანების - სურო, ჰოია, ციტრუსების, ფიკუსების აკვრა. თუ ციტრუსებსერთ სიბრტყეზე აუკრავთ ტოტებს, უფრო მსხმოიარე ხეს მიიღებთ. თუმცა ასე მცენარის აკვრას უარყოფითი მხარეც აქვს - ეს უნდა გააკეთოთ,როცა მცენარე ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ტოტები მოქნილია, გარდა ამისა, მთელი კონსტრუქციისმოფიქრებაც საჭიროა წინასწარ. დაგჭირდებათ ჩარჩო, რომელზეც ჰორიზონტალურადაა გაბმულისქელი მავთულები რამდენიმე რიგად. არ გამოდგება თოკი, ძუა, რადგან ისინი ვერ გაუძლებენტოტების სიმძიმეს.
ფოთლების მოვლა: ესეც მცენარის ფორმირებისმნიშვნელოვანი მომენტია. ჭუჭყი ჯდება ფოთლის ზედაპირზე ისევე, როგორც ავეჯზე, თუმცახშირად არ ჩანს. მტვერი ავსებს ფოთლის ფორებს, ხელს უშლის სუნთქვას, ამცირებს მასშისინათლის შეღწევას. განსაკურებით შესამჩნევია დიდ ფოთლებზე ასეთ მცენარეებს ხშირადსჭირდება ფოთლების  გაწმენდა სველი ღრუბლით.შესხურება, თბილი შხაპი. ზოგ მცენარეს კი ფოთლებსაც უპრიალებენ სპეციალური პოლიროლებით. მათი ყიდვა
შესაძლებელია სპეც მაღაზიებში. შეძენამდე გაეცანით ინსტრუქციას, იკითხეთ, მოუხდებათუ არა იგი თქვენს მცენარეს. ხაოიანზედაპირიან ფოთლებზე მათი გამოყენება არ შეიძლება,მათ ასუფთავებენ რბილი ფუნჯით. ასევე წმენდენ კაქტუსებს და სუკულენტებს. ეს კარგიაასევე მწერების საპროფილაქტიკოდ - სპირტში ამოვლებული ფუნჯით ამუშავებენ მათ ზედაპირს,გარდა ამისა, მცენარეს უნდა მოშორდეს ძველი გამხმარი ფოთლები და ყვავილები. საყურადღებოამათი რაოდენობა - თუ ბევრია, შეიძლება დაინვაზირდა მწერებით, სოკოთი, ან დაირღვა მოვლისპირობები.


25 October 0 1 721
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно