ბროწეული სახლში

ეს პატარა ხე ან ბუჩქია, კარგად გავრცელებული თანამედროვე  ტუნისის ტერიტორიაზე, წარსულში აქ კართაგენი მდებარეობდა,მისი ლათინური სახელიც წარმოიშვა სიტყვისგან - პუნიკური, (ან კართაგენული). ძველბერძნულადმას მარცვლოვანი ვაშლი ერქვა, შუა საუკუნეებიდან - თესლიანი ვაშლი.  იტალიაში კი სჯეროდათ, რომ სწორედ ბროწეული იყოის ვაშლი, რითაც ევა აცდუნეს. დღეს ველურად იგი ს ევროპაში და დას აზიაში გვხვდება.კულტურაში კი ერთი სახეობაა მხოლოდ - ჩვეულებრივი ბროწეული.
მას გემრიელი და ძლიერ სასარგებლო ნაყოფი აქვს და რა გასაკვირია, რომ ბევრს სურს იგიგაზარდოს ფანჯრის რაფაზეც. მცენარეს თესლიდან ზრდიან ხშირად. სახლში იგი 2 მ ს არცაღწევს სიმაღლით. ტოტები წვრილი და ეკლიანია, ოვალური პრიალა პატარა ფოთლებით. ყვავილობაიწყება გაზაფხულზე და მთელი ზაფხული გრძელდება. ყვავილები ორგვარია - ორსქესიანი დადოქისმაგვარი ყვავილებიდან ნაყოფი იქმნება, ბევრი, ზარისმაგვარი ყვავილი კი უნაყოფოა.ნაყოფი საკმაოდ დიდია, 18 სმ საც კი აღწევს. ნაყოფის კანი წითელი, მუქი შინდისფერიან ნარინჯისფერ-ყვითელია. 6-12 ნაწილია შიგ და დაახლოებით 1 200 მდე თესლი, რომელიცწვნიანი გარსითაა დაფარული.  ნაყოფის მოსხმას3 წლიდან იწყებს და 7-40 წ გრძელდება.
დღეს ოთახის ბროწეული ისეთივე პოპულარულია, როგორც ოთახის ლიმონი, ყავის ხე, მანგო,ფინიკის პალმა, ბროწეულის გაზრდას სახლში თესლიდან მისთვის საჭირო პირობების ზუსტიდაცვა და სწორი მოვლა სჭირდება.
ბროწეული თესლიდან: ახალი, მწიფე საღიბროწეულიდან იღებთ თესლს. ბაზარში ნაყიდი ბროწეულის უმეტესობა ჰიბრიდია და მისი თესლიდანგაზრდილი მცენარე არ ინარჩუნებს დედის თვისებებს, თუმცა დეკორატიულობით აღემატება კიდევაცდედა მცენარეს. თესლს აცლიან წვნიან გარსს. მისი ფერი კრემისფერი უნდა იყოს, მაგარი- ხელის შეხებით. მას ალბობენ 12 სთ წყალში, სადაც დამატებულია ცირკონი ან ეპინი2-4 წვ.  წყალი მთლიანად არ უნდა  ფარავდეს თესლს, მას წყალთან ერთად ჰაერიც სჭირდება.
დათესვა; ფხვიერ სუბსტრატში, რომელიც შედგებანოყიერი მიწის, ტორფის და ქვიშისგან,  გამშრალთესლს 1-1,5 სმ სიღრმეზე თესავენ, რწყავენ, აფარებენ მინას, დებენ კარგად განათებულადგილზე. თუ  გაზაფხულზე დათესავთ, 2 კვირაშიუკვე ამოვა. წლის სხვა დროს დათესილი კი რამდენიმე თვე შეიძლება იყოს მიწაში გაუნძრევლად.
მოვლა:  ნათესს ოპტიმალური პირობების შექმნა სჭირდება ზრდისთვის,ეს გულისხმობს 25 გრ სითბოს, რეგულარულ განიავებას, დანამვას თბილი წყლით.
როდესაც პირველი ნამდვილი ფოთლები ამოუვა, ნათესი უნდა გადარგათ, ფესვი ოდნავ დაამოკლოთ,ქოთნები დადოთ ყველაზე ნათელ ადგილზე - მზე მინიმუმ 2 სთ უნდა ხვდებოდეს. ზამთარშიამოსულ ნათესს კი დამატებითი განათება დასჭირდება.  როცა ნერგებს 3 წყვილი ფოთოლი ამოუვა, თავი წააწყვიტეთ,რომ დაიბუჩქოს. კიდევ ამ ტოტებზე 3 წყვილი ფოთლის მერე ისევ წააწყვიტეთ თავი და მალეკარგად დაბუჩქულ მცენარეს მიიღებთ.
ზაფხულში შეგიძლიათ მცენარე აივანზე გაიტანოთ - მას მოსწონს მზე და სუფთა ჰაერი. ნათესისამოსვლიდან 10 თვეში იგი იყვავილებს კიდეც. საშემოდგომოდ იგი ფოთოლს დაიცვენს და დაისვენებს,  მცენარე გადააქვთ სიგრილეში, 10- 12 გრ ზე. მინიმუმამდეამცირებენ მორწყვას და კვებას, მომდევნო წელს იგი უკეთესად  და სწრაფად გაიზრდება.
მორწყვა: მას ფესვთან უსხამენ წყალს, ფოთოლზეწყალი არ უნდა მოხვდეს. მიწა ქოთანში მუდამ ნამიანი უნდა იყოს,  ყვავილობისას ამცირებენ მორწყვას, მაგრამ მიწისბოლომდე გაშრობა არ შეიძლება. ამ პერიოდში შეიძლება ფოთლის დანამვა ანადუღარი წყლით.
კვება: ზრდის სტიმულაციისთვის სჭირდებასასუქი - ნახევარ ჩ. კ. ნაცარს ხსნიან 0,5ლ წყალში და ამ ხსნარით რწყავენ მას. 2 კვირაშიერთხელ  გაზაფხულიდან შემოდგომამდე  სჭირდება უნივერსალური თხევადი სასუქი ოთახის მცენარეებისთვის.თუ მას ზრდით ნაყოფისთვის, რომელსაც მერე საკვებად გამოიყენებთ, სჯობს არამინერალურისასუქის გამოყენება, რადგან იგი ბევრ ნიტრატს შეიცავს. უკეთესია ორგანული სასუქი -ნაკელი, ქათმის სკინტლი, გახსოვდეთ: ნიტრატების გადაჭარბებისას იგი არ იყვავილებს დაშესაბამისად არც ნაყოფი ექნება.
გადარგვა:  იგი მჭიდრო ქოთანში უნდა გაიზარდოს - რაც ფართოიქნება ქოთანი, მით მეტ უნაყოფო ზარისებრ ყვავილს გამოისხამს მცენარე. პირვველი გადარგვახდება ერთი წლის ასაკში, მერე კი, მას მერე, რაც ფესვები აავსებს ქოთანს ბოლომდე.4 წლიდან მას აღარ რგავენ, მაგრამ ყოველწლიურად უცვლიან მიწს ზედა ფენას.
გასხვლა: ბუჩქს უტოვებენ 3-4 ძლიერ ტოტს,თუ ხედ ზრდიან,-  ერთ ძლიერ ტოტს და მასზე3-4 ტოტს.შემდგომში ამ ტოტებიდან კიდევ 4-5 ტოტს ზრდიან - ეს მეორე რიგის ტოტებია,მათზე კი მესამე რიგის ფორმირება ხდება. ზედმეტ ტოტებს და ფესვიდან ამოსულ ნაზარდსაცლიან. მოზრდილ ხეს, რომლის ტოტები უკვე დაბერდა და არ მსხმოიარობს, ასევე აშორებენ.  ბროწეული მსხმოიარობს მიმდინარე წლის ტოტებზე.
დაავადებები: როგორც სხვა ოთახის მცენარე,ისიც ავადდება ზოგჯერ, მას მწერებიც ესევა - ცრუფარიანა, ფარიანა, აბლაუდა ტკიპა, ბუგრი,ფრთათეთრა. დაავადებებიდან - ფესვის კიბო, ტოტების კიბო, ნაცრისფერი ლპობა, ფოთლისლაქოვნება. ბუგრს ებრძვიან 40გრ თამბაქოს 1ლ ცხელ წყალში გახსნილი ხსნარით, რომელსაცგაციების მერე აზავებენ 1:2, უმატებენ კიდევ 4გრ გახეხილ სარეცხ საპონს.  დანარჩენ მწერს კი ხახვის ნაფცქვენების ნაყენით.– 20გრ ნაფცქვენს ასხამენ 1ლ წყალს, აჩერებენ 5 დღე, და გაწურულს ხმარობენ მცენარეზე.  შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენებაც-  კონფიდორი, აქტარა, აქტელიკი, ფიტოვერმი.
კიბო ვლინდება ტოტების ქერქის დახეთქვით, ტოტზე ამობურცული ნაზარდებით. მათი გახმობით,დაავადების პირველივე ნიშნებისას უნდა გაიწმინდოს ჭრილობა საღ ქსოვილებამდე, მერე დამუშავდესსპილენძის სულფატით და წაესვას ბაღის მალამო. თუ ასეთი ტოტები ბევრია. გადახერხეთ ხე.გადანაჭერი ამოიყრის და შეიძლება გადარჩეს. ეს დაავადება ემართება ტოტების მექანიკურიდაზიანებისას
 - თუ ბროწეული ყვითლდება - რაც მწერების გამოხდება, ეს სიცხის ბრალია, ასევე ყვითლდება, მიწაში წყლის ნაკლებობისას, თუმცა ამ შემთხვევაშიფოთლებზე მუქი ლაქები ჩნდება.
 - თუ ფოთლები ცვივა - ეს მავნე მწერების შედეგიშეიძლება იყოს, ასევე მაღალი ტემპერატურა, არასაკმარისი მორწყვა, სხვა დაავადებებიგანაპირობებს. თუმცა ეს ზოგადად ნორმალურია - იგი ხომ ფოთოლმცვენი მცენარეა და მოსვენებისპერიოდში   ზამთრის წინ იცვენს ხოლმე.
 - თუ ფოთლები ხმება - ეს მშრალი ჰაერის ბრალიაან ფესვებში პრობლემის გამო, როდესაც დარღვეულია მორწყვის რეჟიმი. თუ მიწას ობის სუნიაქვს, მცენარე სასწრაფოდ უნდ გადარგათ ახალ მიწაში, მანამდე კი უნდა დაათვალიეროთ ფესვები,მოაშოროთ დამპალი ნაწილი და დაამუშაოთ ჭრილობა ნახშირით.
გამრავლება: თესლის გარდა, მისი გამრავლებაშეიძლება კალმით ან მყნობით. ასე გაზრდილი ბროწეული დედის თვისებებს სრულად ინარჩუნებს.
კალმით - მცენარეს აჭრიან 10 სმ სიგრძის ტოტებს მიმდინარე წლის გაზრდილი ტოტებიდანან ფესვიდან გაზრდილი ტოტებიდან. 6 სთ დებენ ზრდის სტიმულატორში, მერე რეცხავენ გამდინარეწყლით და რგავენ  ტორფნარევ ქვიშაში 2-3 სმსიღრმეზე.  ზემოდან აფარებენ პლასმასის ბოთლსდებენ ნათელ რაფაზე. 6-10 კვირაში დაფესვიანდება. მერე გადააქვთ ცალკ-ცალკე ქოთნებში.კარგი მოვლით იგი მეორე-მესამე წელს იყვავილებს კიდეც.
სახეობები: სახლის პირობებში ძირითადადორ სახეობას ზრდიან - ჩვეულებრივს და სოკოტრას., რომელიც ენდემს წარმოადგენს იემენისკუნძულ სოკოტრაზე. მისი ყვავილი უფრო ვარდისფერია, ნაყოფი კი არაა ისე ტკბილი და მსხვილი,როგორც ჩვეულებრივის.
სელექციის გზით მიღებულია 500მდე ჯიში, რომელთაგან უმეტესობას ზრდიან სახლში.
ყველაზე ცნობილი მათგან: უზბეკური, ბეიბი, კართაგენი. შაჰ-ნარი, ლალი, საბაღე ფორმებიდანკი ცნობილია ულფი, ლოდ-ჟუარი, წითელი და ვარდისფერი გულეიშა, სალავათის და სხვ. სახლშინებისმიერი ბროწეულის გაზრდა შეიძლება, თუნდაც მაღლისა, სახლში 2მ ს არცერთი არ გადააჭარბებს.

20 October 0 6 835
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно