ლანთანა

სამშობლო - ამერიკის და აფრიკის ტროპიკებია. კულტურაშიდაახლოებით 150 სახეობაა.
Lantana camara მარადმწვანე1,5 მ მდე სიმაღლის ბუჩქია სწორმდგომი ღეროთი, ფოთლები მორიგეობით აქვს განლაგებული,კვერცხისებრი, და ოდნავ შებუსული, ყვავილი მაღალ საყვავილე ღერზე ფარისებრ ყვავილედადააშეკრული, წვრილი, თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი, იისფერი.
მოვლა: უპრეტენზიო მცენარეა, ბუნებრივპირობებში ადვილად იზრდება, მაგრამ სახლის პირობებში ზოგჯერ პრობლემები ექმნება. მასფართი სჭირდება, კარგი განათება, გრილი გამოზამთრება და მორწყვის სწორი რეჟიმი.
ტემპერატურა: ზომიერი. ზამთარში 14-16გრ,
განათება: სინათლისმოყვარულია, მოსწონსგაბნეული განათება, შუადღეზე მზისგან დაცვასჭირდება.
მორწყვა:უხვი ზაფხულ-გაზაფხულზე, მაგრამისე, მიწის ზედა ფენამ გაშრობა  მოასწროს. ზაფხულისგრილ დღეებში, როდესაც ქოთანი აივანზეა, მცენარის ზრდა ნელდება. შესაბამისად, მორწყვასაცამცირებენ. ზამთარში კი მიწა კარგად უნდა  შეშრესმომდევნო მორწყვამდე.
კვება: მაის - აგვისტოს შუალედში 2 კვირაშიერთხელ აძლევენ კომპლექსურ მინერალურ სასუქს.
ჰაერის ტენიანობა:  ეგუება მშრალ ჰაერს, თუმცა უარს არ იტყვის პერიოდულადდანამვაზე.
გადარგვა: ირგვება ყოველწლიურად მარტში,ქოთანი სჭირდება განიერი, კარგი სადრენაჟე ხვრელებით, დრენაჟის ფენა დაახლოებით 2 სმ, მიწა კი 2 წილი კორდის, 1 წილი ფოთლოვანი, 1წილი ნეშომპალის და 1 წილი ქვიშისგანუნდა შედგებოდეს.
მცენარეს პერიოდულად სჭირდება ვარჯის ფორმირება, სხლავენ გაზაფხულზე, ზოგჯერ მისგანბონსაიც გამოჰყავთ.
გამრავლება: ნახევრადგახევებული 10 სმსიგრძის კალმები იჭრება აგვისტოში მიმდინარე წლის ტოტებიდან
, ქვედა ფოთლებს აცლიან,დებენ ნამიან ტორფში და აფარებენ ქილას, არც ისე რთულია მისი გამრავლება თესლითაც- მარტში თესავენ და დებენ კონტეინერს 20-22 გრ ზე, ამოდის 2 კვირაში, 3-4 ნამდვილიფოთლის მერე ხდება პიკირება, მერე 2 გზაა: ან დამატებით განათებას უდგამენ, რომ ღერებიარ გაიწელოს, ან დებენ სიგრილეში - 14-15 გრ ზე. მომდევნო გადარგვა უკვე მაისშია, შეიძლებაღია გრუნტშიც გადატანა.
პრობლემები: მას ემტერება აბლაუდა ტკიპადა ფარიანა, განსაკუთრებით ცხელ, მშრალ ადგილზე. მათ ებრძვიან აკარიციდებით, ფრთათეთრასდა ცრუფარიანას - აქტარათი ან კონფიდორით.
მცენარეს ზოგჯერ ნამავენ, მაგრამ წყალი არ უნდა მოხვდეს ყვავილებს, მავნებლებისგანშეწამვლის დროს კი ყვავილედებს აჭრიან და ისე ამუშავებენ მთელ მცენარეს.
მომატებული ტენიანობისას შეიძლება გაუჩნდეს სოკო, ამიტომ საჭიროა მიწის პერიოდული გაფხვიერებაქოთანში, პროფილაქტიკისთვის კი ზოგჯერ მორწყვისას ახმარენ ფუნგიციდებსაც.

 

20 October 0 2 008
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно