კვიპაროსი

ლამაზი, მარადმწვანეწიწვოვანი მცენარე, არსებობს საუკუნეებია, მაგრამ მისი წარმოშობა უცნობია. მისი წიწვები შეიცავს სამკურნალოზეთებს, რასაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ სახალხო მკურნალები. მისი მერქანიძალიან მაგარია და მისგან ადრე გემებს ამზადებდნენ.
ზოგ ქვეყანაში იგი გლოვის სიმბოლოდ აღიქმება, ამიტომ რგავენ სასაფლაოზე, ბიბლიაში კიიგი მოხსენიებულია, როგორც სამოთხის ბაღის წარმომადგენელი.
მცენარე კარგად გრძნობს თავს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში, სადაც მისი სიმაღლე 30 მს აღწევს. ვარჯი გაშლილი ან პირამიდულია. ნაყოფი გირჩაა, შიგ კი თესლია. თუ მას სწორადმოუვლით, სახლის პირობებშიც იხარებს.
სახეობები: სახლში კარგად ხაობს ველურადმზარდიც და ახალგამოყვანილი ჯიშებიც. შედარებით პოპულარულია გოლდკრესტ ვილმის კვიპაროსი,რომლის თავისებურებაა წიწვის ყვითელი შეფერილობა, პირამიდული და მინიატურული ოქროსფერიწიწვოვანი ხე სპეციალურად გამოიყვანეს ბრიტანეთში სახლში გასაზრდელად. მის გარდა, კიდევცნობილია: მსხვილნაყოფა, მარადმწვანე, ბარდისებრი და სხვ:
ტემპერატურა: სჭირდება სითბო, სინათლე,მაგრამ არა პირდპირი მზე და ბევრი თავისუფალი ადგილი. ზაფხულში ოთახის ტემპერატურაზეკარგადაა, სჭირდება დანამვა დროულად. ზამთარში კი გააქვთ სიგრილეში. იდეალურია5-10 გრ, მორწყვა მცირდება, მაგრამ ბოლომდე არ უნდა გაშრეს მიწა.
განათება: მცენარეს სინათლე სჭირდება.ზამთარში დამატებით განათებას უდგამენ, რომ მისი ნაკლებობა არ დაეტყოს მცენარეს - ასეთშემთხვევაში ვარჯი იწელება. ზაფხულში მას ჩრ მხარეს დებენ, ზამთარში კი - სამხრეთით.
მორწყვა: სჭირდება უხვი და რეგულარული.ზედმეტი არც მორწყვა და არც გამოშრობა ვარგა.
ინამება დილა-საღამოს ნადგამი წყლით, განსაკუთრებით სჭრდება ზაფხულის ცხელ დღეებში. ზამთარში დანამვა არ უნდა, მორწყვა კი მცირდება- კვირაში ერთხელ.
ჰაერის ტენიანობა: ბუნებაში იგი ახლოსიზრდება მდინარეებთან და ტბებთან, შესაბამისად, ჰაერის მაღალი ტენიანობა უნდა, სწორედამიტომ უნდა დაინამოს იგი ყოველდღე.
ნიადაგი: უნდა იყოს ფხვიერი - კორდის დაფოთლოვანი მიწის, ტორფის და ქვიშის ნარევი. ქოთანს სადრენაჟე ხვრელი სჭირდება, მისმეოთხედ სიმაღლეზე იყრება დრენაჟის ფენა - კერამზიტი, მსხვილი ხრეში.
კვება: ჩვეულებრივი სასუქი მისთვის არგამოდგება - ნეშომპალა ავნებს პირიქით. ყველზე მიზანშეწონილია მინერალური სასუქი თხევადისახით თვეში ერთხელ მაის-აგვისტოს შუალედში. სასუქში არ უნდა იყოს დიდი ოდენობით აზოტი,მაგნიუმი კი აუცილებელია.
ადარგვა: 2 წლის მერე ნიადაგი იფიტება,მცენარეს საკვები აღარ მიეწოდება, ამიტომ ახალ მიწაში გადარგვა სჭირდება. მისი ფესვებიცუდად იტანს ამ პროცედურას, ამიტომ სჯობს მიწიანად გადატანა. ჯერ კარგად უნდა მოირწყასდასველებული მიწა ადვილად ამოდის ქოთნიდან. ნაწილი მიწისა თავადაც მოშორდება ფესვებს,მერე ათვალიერებენ მათ და თუ ახალ ნაზარდს შენიშნავენ, ფრთხილად  აშორებენ მისსავე ფესვებთან ერთად. გადანაჭერს უსვამენბაღის მალამოს. მერე კი ცალკ-ცალკე რგავენ შესაბამისი ზომის ქოთნებში. ახალგაზრდასცოტა ხნით ასათბურებენ უკეთესი დაფესვიანებისთვის.
გამრავლება: მრავლდება თესლით და კალმით
თესლით - მხოლოდ გაზაფხულზე ხდება, ახალშეგროვებულ თესლს მწვანე გირჩებიდან თესავენცალკე კონტეინერი ტენიან მიწაში, ამოვა დაახლოებით 25 %. კონტეინერს ისე დებენ, რომპირდაპირი მზის სხივები არ ხვდებოდეს. მას მერე, რაც ნათესი ამოვა, გადადგამენ მზეზე,რწყავენ ზომიერად. ერთი თვის მერე კი ცალკ-ცალკე რგავენ .
კალმით - ასე ხდება ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, აჭრიან გახევებულ ტოტებს.
დაავადებები: თავისებური სუნის გამო მავნებლებიდიდად არ ეტანებიან, მერქანში კი ისეთი ნივთიერებებია, რომლებიც სპობს სოკოს და ბაქტერიებს.თუ მცენარე მაინც დაავადდა, მიზეზი არასწორი მოვლაა.
 - მიწის და ჰაერის სიმშრალე - მცენარეზე აბლაბუდაშეინიშნება, მასზე სახლდება ტკიპა. ებრძვიან ინსექტიციდებით, არეგულირებენ მორწყვასდა ჰაერის ტენიანობას.
 - არასწორად შერჩეული ნიადაგი - მცენარის ზრდაფერხდება, წიწვებს ფერი ეცვლება, უჩნდება წვრილი მწერი. ამუშავებენ საპნიანი ხსნარითდაზიანებულ ადგილებს და ხშირად ანიავებენ ოთახს.
მცენარე ადვილად ისხვლება და ნებისმიერი ფორმის მიცემაა შესაძლებელი. თუ ტოტები უხმებადიდი სიცხის ან მზის სხივების მოხვედრის გამო, დაზიანებულ ტოტებს აჭრიან ცოცხალ კვირტამდე.
დღეს ეს მცენარე ძალიან პოპულარულია და ხშირად გვხვდება ეზოებსა თუ ოთახებში. იგი სრულიადარაპრეტენზიულია, მოსავლელად ადვილი. ამიტომ ბევრ ეზოს და სახლს ალამაზებს.  მოზრდილმა მცენარემ შეიძლება შეცვალოს საახალწლონაძვის ხეც, რამდენიმე ერთად სიგრძეზე ჩარგული ეზოში ცოცხალ ღობეს ქმნის, დეკორატიულიგასხვლით კი ნადვილი შედევრები მიიღება მისგან. 

 
20 October 0 5 908
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно