ბაღის ჭორტანა - ტრადესკანცია

ბაღის ყვავილებს შორის ერთი მცენარე  გამოირჩევა - ეს ბაღის ჭორტანაა, ხშირად მას ვირჯინიულსან ანდერსონის ჭორტანას უწოდებენ. ლათინური სახელი კი - ტრადესკანცია ეწოდა ცნობილიმამა-შვილი ბოტანიკოსების პატივსაცემად, რომლებმაც ეს მცენარე ვირჯინიიდან გაიტანეს.მათ ორივეს ერთნაირი სახელი ერქვათ - ჯონ ტრადესკანტი. ეს ერთერთი პორველი მცენარეა,რაც ამერიკიდან შემოიტანეს.
იგი მრავალწლიანია. 60 სმ სიმაღლის,  წვრილიმკვეთრი მწვანე ფერის ფოთლებით მოვერცხლისფრო ელფერით, ტოტებზე კი ყვავილებია ბევრი,ყვავილობს გაზაფხულიდან სექტემბრამდე ცისფერიდან წითელ ტონალობამდე ყველა ფერის ყვავილით,არის მცენარეები ორმაგფერიანი ყვავილებითაც.
დღეს ბევრი ჰიბრიდია გამოყვანილი - 
«Innocence»,«Karminglut», «Blue stone», «Charlote»..ყველა მისი სახეობა სითბოსმოყვარულია, ამიტომ ხშირად ზრდიან სახლის პირობებში, თუმცაკარგად ეგუება ღია გრუნტსაც.
მოვლა: მოსწონს რბილი ქვიშიანი ნიადაგი,მაგრამ კარგად იზრდება სხვა ტიპის მიწაშიც .სჭირდება რეგულარული მორწყვა, მცენარე საკმაოდგამძლეა მავნებლებისადმი, ამიტომ ინსექტიციდების შეძენა ხშირად არ მოგიწევთ. კარგადგრძნობს თავს ნოყიერ ჩრდილიან ადგილზე. მზეზე ცუდად იზრდება- ყვავილებს იცვენს და საბოლოოდკვდება, კარგი ვარიანტია მისი დარგვა წყალსატევთან ახლოს. იგი კარგად გამოიყურება მარტო,მაგრამ უკეთესად სხვა მცენარეებთან კომბინაციებში კლუმბებზე.
თუ მინერალუირ სასუქს მიახმართ მცენარე ხანგრძლივად იყვავილებს,სასუქს აძლევენ დატოტვისდაწყებისას და კოკრების გამოტანისას. ზამთარში მას ჩამოყრილ ფოთლებს აფარებენ, რომყინვამ არ გააფუჭოს.გაზაფხულზე კი ისევ ამოჰყოფს თავს. ზოგჯერ ბევრი ყვავილები ტოტებსდაბლა უფენს მიწაზე, ამიტომ სპეციალურ საყრდენს უკეთებენ და აბამენ.
გამრავლება: ადვილი გასამრავლებელია -აჭრიან ტოტს და დებენ წყალში, მალე ფესვიანდება. გადააქვთ ქოთანში და რეგულარულად რწყავენ.ზედმეტი მორწყვით მიწა და მცენარე ობდება და იგი კვდება. კარგად დაფესვიანებული და მოძლიერებული მცენარე ღია გრუნტშიც შეიძლებაგადაიტანოთ.
ასევე შეიძლება მისი გამრავლება ბუჩქის დაყოფით ადრე გაზაფხულზე. იღებენ მიწიდან დაფრთხილად ჭრიან პატარა ნაწილებად, მაშინვე რგავენ ცალკ-ცალკე მათთვის განკუთვნილ ადგილზე.
ყვავილობა: კოკრები ბევრია, რთულია იმისსთქმა, რომელი გაიშლება პირველი, ისინი თითქმის ერთმანეთს აზიან, საკმაოდ დდი ყვავილებიიშლება კარგ ამინდში. წვიმის დროს კი იმალებიან ბუჩქში. ყვავილს სამი გვირვინის ფურცელიაქვს. მცენარე პრაქტიკულად მთელი ზაფხული ყვავილობს.
მოყვავილებულ ნაწილებს აშორებენ, რომ მცენარის ძალა არ წაიღოს და ახალი ტოტების გამოტანადაიწყოს. ამ ტოტებზე მერე  კიდევ მეტი ყვავილებიგამოუვა. მცენარე კარგი სათაფლეა და იზიდავს ფუტკარს და პეპელას, თუმცა სუნი ყვავილსარ აქვს.
სამკურნალო თვისებები: მის ფოთლებს ანტიბაქტერიულითვისება აქვს. მცენარე კარგად მოქმედებს სასუნნთქი გზების დაავადებებზე, ებრძვის გაციებას,ხველებას, დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც. 

 
17 October 0 2 701
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно