გუზმანია

ბრომელიასებრთა ოჯახის ულამაზესი წარმომადგენელია,სახელი ეწოდა ესპანელი ბიოლოგის ა. გუსმანის პატივსაცემად. ველურ ბუნებაში გვხვდებაინდოეთში, ამერიკაში, ვენესუელაში, ბრაზილიაში, იზრდება ტყეშიც, მთაშიც, კლდეებზე.
მარადმწვანე ხშირად ერთი ტონალობის მცენარეა, თუმცა ზოგჯერ გვხვდება ზოლიანიც - ანჰორიზონტალური ან სიგრძივი მიმართულებით. მცენარის ფოთლები მიწასთან ახლოს ქმნიან თავისებურჯამს, რასაც იყენებენ წყლის შესაგროვებლად, ეს კი ადგება როგორც მცენარეს, ისე უამრავტროპიკულ ფრინველს.
ყვავილობის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია - 15-17 კვირა, ყვავილობს ნარინჯისფერი, ყვითელიდა წითელი ყვავილით. მცენარე ტროპიკებიდანაა, მაგრმ მისი მოვლა ადვილია. იმისთვის,რომ მან იყვავილოს, გარკვეული პირობების შექმნაა საჭირო, ანუ 25 გრ და კარგი განათება,ოღონდ არა პირდაპირი მზის სხივების ქვეშ, უკვე მოყვავილე მცენარეს კი 12 გრ ზე დაბალიტემპერატურა აწყენს. ჯიშის მიხედვით იგი ან გაზაფხულზე იყვავილებს, ან ზაფხულში
საინტერესოა მისი მორწყვაც: წყალი უნდა იყოს წვიმის, მას ასხამენ ცენტრალურ ძაბრშიდა ყოველ 2 თვეში ცვლიან. ზამთარში როზეტში წყალს არ ასხამენ. ნიადაგი დრენირებულიუნდა იყოს,რ წყავენ, როცა მიწა ბოლომდე გაშრება. მისი ფესვთა სისტემა სუსტია და  ჭარბი მორწყვა სწრაფად დაალპობს.
თუ ზაფხულში ზედმეტად მშრალია ჰაერი, მცენარეს ნამავენ. კარგია დასანამ წყალში მინერალურისასუქის გახსნა და ამ ხსნარით დანამვა, რადგან მცენარის კვება ფოთლითაც ხდება, მაგრამასე შეიძლება სასუქის მიცემა მხოლოდ ყვავილობისას.
გადარგვა ასევე ფესვების სისუსტის გამო, მხოლოდ აუცილებლობის დროს შეიძლება - მცენარისდაავადების ან მიწის ამჟავების გამო.
მისი გამრავლება შეიძლება ტოტებით, რაც გვერდით ამოსდის. როცა ამონაყრის ფოთლის ზომა 7-10 სმ გახდება, როზეტი კი კარგად ფორმირებული იქნება, მას ცალკე რგავენ და თბილადდებენ სრულ დაფესვიანებამდე.
16 October 0 3 569
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно