აუკუბა

ევროპაში ეს მცენარე 1783 წელს გამოჩნდა. იგი შინდისებრთაოჯახს ეკუთვნის, მაღალდეკორატიულია, ადვილად მრავლდება თესლით, კალმით და  გავრცელებულია ყველგან.
იგი კარგად იზრდება ღია გრუნტშიც და ოთახშიც. უფრო მეტად პოპულარული სწორედ ორანჟერეისდა ოთახის კულტურები გახდა. მას ორიგინალური ფერის ფოთლები აქვს - სხვადასხვა ზომისოქროსფერი ლაქებით მწვანე ფონზე. სწორედ ამის გამო ხალხი მას „ოქროს ხესაც“ უწოდებს.
განათება: სჭირდება გაბნეული მზის სხივები.მისი ფოთოლი რომ არ დაიწვას, პირდაპირი მზის სხივების ქვეშ არ დებენ. უფრო კარგადაანახევრადჩრდილში. ზამთარში კი ხელოვნური განათება სჭირდება დამატებით.
ტემპერატურა: ზაფხულში 20 გრ ის ფარგლებშისჭირდება. უფრო მაღალი ტემპერატურა იწვევსფოთოლცვენას და მცენარის სწრაფ დაბერებას. ზაფხულში გააქვთ გარეთ, ოდნავ ჩრდილში დაწვიმის და ქარისგან დაცულ ადგილზე. ზამთარში სასურველი ტემპერატურაა 8-14 გრ. თუ გრილადვერ გამოაზამთრებთ,  დასჭირდება ხშირი დანამვადა განათების მომატება. თუ მეტი სითბოა ზამთარში ოთახში, მცენარე ფოთოლს დაიცვენს.
ჰაერის ტენიანობა: ზაფხულში იგი იტანსსიმშრალეს, მაგრამ შემოდგომა - ზამთრის პერიოდში აუცილებელია დანამვა. თუ ოთახში6-12 გრ ია, სოკოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად დანამვისას სიფრთხილეა საჭირო.
მორწყვა:ზაფხულში ირწყვება მიწის ზედაფენის შეშრობისას. შემოდგომა-ზამთარში კი ზომიერად. მცენარე უფრო  კარგად იტანს სიმშრალეს, ვიდრე ჭარბად მორწყვას.
ნიადაგი: სუბსტრატი უნდა შედგებოდეს ფოთლოვანი,კორდის და  ტორფიანი მიწის  და ქვიშის ნარევისგან  პროპორციით 2:6:2:1.
კვება; გაზაფხულ-ზაფხულში კვირაში ერთხელაძლევენ ორგანულ და მინერალურ სასუქს მორიგეობით.
გადარგვა: ხდება გაზაფხულზე. ახალგაზრდამცენარეს ყოველწლიურად რგავენ. მოზრდილს კი მას მერე, რაც ფესვები აავსებს ქოთანს.დაახლოებით 3 წელიწადში ერთხელ. გადარგვა ფრთხილად უნდა მოხდეს, რომ მისი წვრილი ფესვებიარ დაზიანდეს. ამიტომ სჯობს მისი მიწიანად გადატანა. გადარგვის მერე მას სხლავენ .
გამრავლება: მრავლდება თესლით ან წვეროსკალმით.
ხელოვნური დამტვერვის შედეგად ყალიბდება თესლი, რასაც  მერე გასამრავლებლად იყენებენ. იმის გამო, რომ თესლისწრაფად კარგავს ამოსვლის უნარს, საჭიროა ახალაღებული თესლის დათესვა. მაგრამ დათესვითგამრავლებული მცენარე დედის თვისებებს არ იმეორებს. მცენარეს თესავენ ნამიან სუბსტრატში,რომელიც შედგება ტორფის და ქვიშისგან. კონტეინერს აფარებენ მინას ან პოლიეთილენის პაკეტს.ნათესი ამოვა 21 გრ ტემპერატურაზე. მას ხშირად ანიავებენ და რეგულარულად ნამავენ. პირველიფოთლების ამოსვლის მერე ნათესის პიკირება ხდება ცალკე ქოთნებში.
გამრავლება კალმით: კალმები იჭრება მარტ-აპრილშიან აგვისტო-სექტემბერში. კალმებზე 2-3 ფოთოლი უნდა იყოს. კალმებს დებენ სველ ქვიშაშიან ტორფნარევ ქვიშაში და აფარებენ პოლიეთილენის პაკეტს. ტემპერატურა 22 გრ უნდა იყოს.ხშირად ნამავენ და ანიავებენ. დაფესვიანების მერე ირგვება ცალკე ქოთნებში. მცენარესთანმუშაობა საჭიროა ხელთათმანებით, რადგან იგი შხამიანია.  შხამიანია მისი ნაყოფიც. მოწამვლა იწვევს კუჭ-ნაწლავისანთებას, ფაღარათს, შარდვას სისხლით.
დაავადებები: სხვადასხვაგვარია არასწორიმოვლის გამო.
 - ცუდი დრენაჟის გამო მიწა ზედმეტად ტენიანდება,მცენარეს ფოთოლზე უჩნდება შავი ლაქები და იგი ლპობას იწყებს.
 - ხშირად აზიანებს ცრუფარიანა, რასაც ებრძვიანანტიკოკციდური პრეპარატებით.
 - ზოგჯერ მცენარეზე მცირდება ყვითელი ლაქები,ეს ნიშნავს, რომ მას სინათლე აკლია.
 - ფოთლის გაფერმკრთალება ხდება ჭარბი განათებისშედეგად,
 - თუ სასუქი არასაკმარისია, ფოთლის ზომა მცირდება.
 - თუ ოთახში სითბო და სიმშრალეა, მცენარესფოთოლცვენა ეწყება.
 - არარეგულარული მორწყვისას და ტემპერატურისმკვეთრი ცვლილებისას მცენარის ქვედა ნაწილში მყოფი  ფოთოლი ყვითლდება და ცვივა,
 - ჭარბი განათება ფოთლის წვერის გახმობას დაგაყვითლებას იწვევს,
 - არასაკმარისი მორწყვით ზაფხულში და მშრალიჰაერის გამო ზამთარში ასევე ხმება ფოთლის კიდეები.
 - ზედმეტად თბილი და მშრალი ზამთრის პირობებშიფოთოლზე მუქი ლაქები ჩნდება. 

 
16 October 0 3 232
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно