ქვამოკლიტი


სულ უფრო ხშირად ჩნდება ეზო-ბაღებში დეკორატიული ეგზოტიკური მცენარეები, რომელთაგანაც არავითარი სარგებელი არაა, მაგრამ უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს მათი ცქერა და ეს არაფერს  შეედრება.
ამ ლიანის სამშობლო ს. მექსიკაა, იქ ასეთი უამრავი მცენარეა. აქ კი საოცრად ეფექტურად გამოიყურება ეს ოკეანისგაღმითა სტუმარი. იგი ევროპაში 400 წლის წინ გამოჩნდა, სწრაფი ადაპტაცია განიცადა შედარებით გრილ გარემოში. ძლიერი, ხვიარა ტოტების სიგრძე 5 მ ს აღწევს, თუ საყრდენის დადგმას დააგვიანებთ, ხშირად ერთმანეთში აეხვევა ხოლმე და დიდ მწვანე გორგლად იქცევა. მისი გახსნა კი ტოტების დაზიანების გარეშე შეუძლებელი ხდება. მცენარე სწრაფადმზარდია, ეხვევა საყრდენსაც და სწრაფად მიიწევს ზევით, იგი ერთწლიანი მცენარეა და ერთ სეზონზე შეიძლება მიიღოთ სრულყოფილი მცენარე, დატკბეთ ყვავილებით და თესლიც აიღოთ.
მცენარე ხშირად გამოიყენება აივნის, ეზოს ვაზონის, კალათების გასალამაზებლად, მისი დახმარებით ულამაზეს საყვავილე პირამიდებს აკეთებენ, სადაც ეს მცენარე ჰაეროვან აჟურულ მასას ქმნის. მისი ზოგი სახეობის  დარგვა პირდაპირ მზეზე არ  შეიძლება, თუმცა როგორც ტროპიკული მცენარე, სინათლისმოყვარულია. მისი ყვავილები მზეზე იხურება, მაგრამ დილა-საღამოს  შესანიშნავად გამოიყურება ვარსკვლავისმაგვარი პატარა ყვავილები. კიდევ ერთი თავისებურებაა ის, რომ მისი ყვავილი ფერს იცვლის ყვავილობის პერიოდში. თავიდან, კოკრობისას მარჯნისფერი წითელია, როცა გაშლას დაიწყებს, მკვეთრად ნარინჯისფერი ხდება, სრული გაშლის ფაზაში კი მოყვითალო ფერის ხდება. ეს განსაკუთრებით ახასიათებს ფრთისებრ ქვამოკლიტს.
მოვლა: არც ისე რთული  მოსავლელია. მას ნაზი ბუმბულისებრი ფოთლები აქვს მცენარეს იყენებენ აივნის, კედლის, ღობეების  დეკორირებისთვის.
მორწყვა: რეგულარულად უნდა მოირწყას - 1ლ წყალი ერთ მცენარეზე. გვალვაში კი მეტიც დასჭირდება.მისი მორწყვა ასე სჯობს- ერთი ლ  თბილი წყალი ერთ მცენარეზე ყოველ მესამე დღეს.
კვება: აძლევენ კომპლექსურ მინერალურ სასუქს მაის - აგვისტოს შუალედში კვირაში ერთხელ.
საყრდენი: ახალ, სწრაფად მზარდ ტოტებს აბამენ საყრდენზე, შესაძლებელია მისთვის სხვადასხვა ფორმის მიცემაც ტოტების მდებარეობის შეცვლით.
ნიადაგი: მიწის მიმართ უპრეტენზიოა, მისთვის გამოდგება ქვიშიან-ჰუმუსიანი ბაღის ნიადაგი.
დაცვა: რაც შეეხება მავნებლებს, ხშირად აზიანებს აბლაბუდა ტკიპა, რასაც ებრძვიან ხშირი დანამვით , ასევე ქიმიური პრეპარატების  გამოყენებით.
ქვამოკლიტის სხვადასხვა სახეობაა ცნობილი, რომლებსაც მსგავსი მოვლის პირობები  სჭირდებათ, მაგრამ მათი ყვავილობის პერიოდი განსხვავებულია. ზოგი ივნის-ივლისში ყვავილობს და მერე სწრაფად ჰკარგავს დეკორატიულობას, ზოგი კი დიდხანს ინარჩუნებს ყვავილებს. მის სხვადასხვა ფერის ყვავილებს ხშირად ერთად რგავენ და თეთრი, ვარდისფერი და წითელი პატარა ვარსკვლავებო ძალიან უხდება აივნებს, სხვა მცენარეებთან ერთად კი ლამაზ მწვანე კუთხეს შექმნის.
ასევე მშენივრად გამოიყურება ეზოში, წრეზე დაგული მცენარე, რომლის დიამეტრი 1 მ ია, პირამიდისებური 2 მ იანი საყრდენების გაკეთებით კი მშვენიერ, მოყვავილე პირამიდას მიიღებთ რამდენიმე თვეში.
გამრავლება: მცენარე დიდხანს ავადმყოფობს და შეიძლება კიდეც მოკვდეს გადარგვის შედეგად, ამიტომ მას ჩითილებად არ ზრდიან. თესლი პირდაპირ ღია გრუნტში ითესება, მაგრამ კლიმატური პირობების გათვალისწინებით-სიცივეში შეიძლება მოიყინოს თესლი, თუ დათესვას დააგვიანებთ, გვიან იყვავილებს და მომდევნო ჯერზე თესლის აღებასაც ვერ შესძლებთ. ამიტომ ხშირად ასე იქცევიან - თესავენ ღია გრუნტში, ზემოდან კი სათბურის მსგავს მოწყობილობას უკეთებენ. ზოგადად, მას თესავენ მაისში, როცა მიწა კარგად გათბება. უფრო გვიან დათესილი ვერ მოასწრებს მომწიფებას. დათესვამდე მიწაში შეაქვთ ორგანული სასუქი.

 

09 October 0 4 574
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно