ვნების ყვავილი-პასიფლორა

ეს მცენარე ბუნებაში გვხვდება ს ამერიკასა და ავსტრალიაში,ზოგი სახეობა ხარობს მადაგასკარზე. მცენარე საკმაოდ დიდი იზრდება - 10 მ მდე, ლიანასებრი ტოტები დაფარულია მუქი მწვანე ფოთლებით. ყვავილი კი ვარსკვლავს ჰგავს და სასიამოვნო სურნელი აქვს.
სახეობები: მისი 500 მდე სახეობაა ცნობილი, ბევრი კიდევ ელოდება აღმოჩენასამაზონის გაუვალ ჯუნგლებში. ყველაზე ცნობილი სახეობებოა: გიგანტური - ასე ეწოდა ფოთლის ზომის გამო - 20სმ ია დიამეტრში.
ინკარნატული - ყინვაგამძლე, ყვავილის ფერი - იისფერი, თეთრი, ნაცრისფერი
ბანანის - მისი წითელი ყვავილი 12 სმ ია დიამეტრში, ნაყოფი იჭმევა უმადაც და კეთდებამურაბებიც, უხვმოსავლიანია.
ფრთოსანი - ანუ ბრაზილიური მარაკუია - ნარინჯისფერი ყვავილი აქვს გრძელი მტვრიანებით,,ნაყოფი დიდი და არომატულია.
ცისფერი - აქვს ერთეული ლილისფერი ყვავილები 10 სმ დიამეტრის. ნაყოფი ნარინჯისფერი კენკრაა.
მოვლა: ბუნებაში იგი სწრაფად იზრდება.სახლის პირობებში კი - საკმაოდ ნელა, მაგრამ სწორი მოვლით კიდეც იყვავილებს და ნაყოფიცშეიძლება მოგცეთ.
განათება და ტემპერატურა: მას ერთდღიანი ყვავილი აქვს, ამიტომ ცდილობენ, ტოტებზე ბევრი ყვავილი მიიღონ. იმისთვის, რომ მცენარემუხვად იყვავილოს. სჭირდება კარგი განათება და სითბო, ოპტიმალურია 25 გრ.ზამთარში კი 15 გრ, მთავარია, არ იყოს მისი მკვეთრი ცვლილება, რადგან ასე მცენარეს ფოთლები გაუყვითლდებადა გახმება, კოკრების რაოდენობა კი მკვეთრად შემცირდება.
ზაფხულში გარეთ შეიძლება მისი გატანა, რომ მზის სხივები მოხვდეს კარგად, ჩრდილში მასუჭირს ყვავილობა, თუმცა ფოთოლი კი ექნება უხვად.
ნიადაგი და კვება: სჭირდება ნოყიერი, რბილი-ტორფის, კორდის მიწის და ქვიშის ნარევი. გამოდგება ასევე ბეგონიებისთვის განკუთვნილი მიწა, ქოთანში ძირში  იყრება დრენაჟი - პენოპლასტის და პერლიტის ნარევი.
კვებავენ მარტი-სექტემბრის პერიოდში, თვეში 3 ჯერ ორგანული და მინერალური სასუქით.კვების წინ აუცილებლად უნდა მოირწყას, რომ მშრალი ფესვები სასუქმა არ დაუწვას.
მორწყვა და ჰაერის ტენიანობა: იგი ტროპიკებშიცხოვრობს, შესაბამისად, უყვარს წყალი, ჰაერი კი ტენიანი სჭირდება. ზაფხულში კვირაში რამდენჯერმე რწყავენ. მიწა სულ ტენიანი უნდა იყოს, სიცივეში მორწყვას ამცირებენ.
საღამოობით უხდება დანამვაც, ზაფხულობით მოსწონს შხაპი, ოღონდ ტოტები არ უნდა დაზიანდეს.
გასხვლა: პირველ წელს არ სხლავენ. იგითავად ფორმირდება, მერე კი ეს პროცედურა სავალდებულო ხდება, ტარდება გაზაფხულობით,უნდა დაიცვათ რამდენიმე წესი:
 -ძლიერ ტოტებს ტოვებთ,
- ახალგაზრდა ტოტებს თავებს აწყვეტთ,
 -წვეროზე მზარდ ტოტებს და ამონაყარს აჭრით,ასევე აშორებთ დაავადებულ და გამხმარ ტოტებს,
- გადანაჭერს ამუშავებთ „მარგანცოვკით“.
გადარგვა: ახალგაზრდა მცენარე ყველწლიურად ირგვება, მოზრდილი- 3 წელიწადში ერთხელ, ქოთანი საკმაოდ დიდი უნდა იყოს. გადარგვისას ათვალიერებენ ფესვებს,დამპალ ფესვებს აჭრიან სტერილური დანით ისე, რომ ცოტა საღი ნაწილიც მიჰყვეს. ასე იმიტომხდება, რომ ლპობა კიდევ უფრო არ გავრცელდეს. გადანაჭერს აქაც ამუშავებენ „მარგანცოვკით“,
გამრავლება: ორგვარად ხდება: კალმით დათესლით.
კალმით: გაზაფხულზე, როცა ახალი ტოტები იწყებს ზრდას, საშუალო ზომის ტოტებს აჭრიან, რომ 2 ფოთოლი ჰქონდეს ზედ და ზრდის წერტილი. ქვედა ფოთლებს აშორებენგადანაჭერს ავლებენ კორნევინში. ქოთანში ყრიან დრენაჟს,  კორდის მიწის და ნეშომპალის ნარევს და შიგ რგავენტოტებს, რწყავენ და ასათბურებენ პოლიეთილენის პარკით. მას რამდენიმე წთ ყოველდღე ხსნიანდა ანიავებენ, მიწა სულ ნამიანი უნდა იყოს, დაფესვიანობისთვის 20 გრ ია საჭირო. ერთ თვეში პარკს ახსნიან, რამდენიმე დღისმერე კი რგავენ ძირითად ქოთანში.  დაფესვიანება წყალშიც შეიძლება, ჭურჭელში ყრიან დაფხვნილ ნახშირს. წყალს გამოცვლა არ უნდა, ასე დაფესვიანებას 2 თვე უნდა.
თესლით: ითესება მარტში, ახალაღებულ თესლებსაც დაბალი ამოსვლისუნარიანობა აქვს - 30 %, წინა წლისას კი მხოლოდ 1 %. დათესვამდე სჭირდებასკარიფიკაცია - ანუ, თესლს უხეხავენ ქერქს, რომ ადვილად ამოვიდეს ნერგი. და კიდევ, ალბობენ რძეში ან ფორთოხლის წვენში რამდენიმე დღით. ზედაპირზე დარჩენილი თესლი უვარგისია დასათესად.
მიწაზე აწყობენ დამბალ გაფუებულ თესლს და ოდნავ აწვებიან თითით, კონტეინერს აფარებენ ცელოფანს, დებენ კარგად განათებულ ადგილზე 25 გრ ზე. ნათესი რომ ამოვა, პარკს აშორებენ,პირველი ნამდვილი ფოთოლი რომ ამოუვა, ხდება პიკირება. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.ნათესის ამოსვლას ერთ წლამდე დრო სჭირდება.
დაავადებები: მცენარეს უყვარს წყალი, მაგრამ ჭარბი მორწყვისას უჩნდება სოკო. ფოთლები ჭკნება, ლაქავდება. მკურნალობენ ფუნგიციდებითდა არეგულირებენ მორწყვას.
თუ ფესვები დაულპა, გადაჭრიან და თავიდან აფესვიანებენ. თუ ღეროც დალპა, აჭრიან საღტოტებს და იყენებენ დასაკალმებლად.
ემტერება მავნებლებიც -ფოთოლი იწყენს, ფერმკრთალდება, ცვივა. ებრძვიან საპნიანი წყლითდა ინსექტიციდებით.
თუ მას ფესვის ლპობა ან ქეცი დაემართა, ვეღარ შველიან, მას ქოთნიანად ანადგურებენ,რომ სხვა მცენარესაც არ გადაედოს.
თუ მცენარეზე კოკრები არ იშლება., ეს მიუთითებს გრუნტში საკვების ნაკლებობაზე
სამკურნალო თვისებები: ბევრი დადებითი თვისება აქვს მცენარეს და ამიტომ იყენებენ მედიცინაში:
სიროფს მაღალი წნევის დროს, ნაყენს - ვეგეტონევროზებისას, ებრძვის უძილობას, აქვეითებსნევრასთენიას. ხალხურ მედიცინაში კი მისი საშუალებით ებრძვიან ალკოჰოლიზმს. მისგან მომზადებულ ჩაის  სედატიური მოქმედება აქვს. ასევე მცენარე ზრდის პოტენციას, შრომისუნარიანობას, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილდამაყუჩებელი ეფექტი. წარმატებით იყენებენ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაშიც.
მთავარი დადებითი კი ისაა, რომ არ აქვს გვერდითი მოვლენები და არ იწვევს მიჩვევას. სამკურნალოდ იყენებენ მხოლოდ მიწის ზედა ნაწილს. აგროვებენ ყვავილობისას და კარგად აშრობენ ჩრდილში. 

 
07 October 0 7 624
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно