სინგონიუმი

სწრაფადმზარდი მცენარეა დიდი მწვანე  ფოთლებით, რომლებსაც დაჰკრავს თეთრი ან ღია ყავისფერი.ბუნებაში ამ ლიანას შეხვდებით ს და ცენტრ. ამერიკის ტროპიკებში. მას საყრდენი სჭირდება,რისთვისაც გვერდით მზარდ დიდ ხეებს იყენებს.
სახლის პირობებში ასევე დასჭირდება საყრდენი, რასაც მოეჭიდება მცენარე და დაეხვევა ზედ. იგი 1,5 – 2 მ მდე იზრდება, კარგად ხარობს ჩამოკიდებულ კაშპოებშიც. მცენარე ბალახოვანი ლიანაა, აქვს წვრილი ტოტები,ისრისმაგვარი ფოთლები და თეთრ-ვარდისფერი ყვავილი, თუმცა სახლში იგი არ ყვავილობს.ღერებში რძისებრი წვენია, რომნელსაც ალერგიის გამოწვევა შეუძლია კანის და ლორწოვანისგაღიზიანებისას.
განათება: მას სწორი ადგილის შერჩეა სჭირდებაწლის სეზონის და დღის  ხანგრძლივობის მიხედვით.მკვეთრი მზე არ შეიძლება მისთვის, იდეალურია გაბნეული განთება ან ნახევარჩრდილი. ამიტომმას დებენ დას. ან აღ მხარეს ფანჯრების რაფაზე.
არასწორი განათებისას ფოთოლს ფერი ეცვლება. თუ განათება ჭარბია, ფერმკრთალდება თუ აკლია-  მაძღარ მწვანე შეფერილობას ჰკარგავს.
ტემპერატურა: მისი მკვეთრი ცვლილება არშეიძლება. მცირე ხნით დასაშვებია მინიმალური ტემპერატურა 10 გრ მდე, სულ რამდენიმესთ. ნოემბერ-მარტში საშუალო ტემპერატურა 17-18 გრ უნდა იყოს, გაზაფხულზაფხულში -18-25გრ.
ჰაერის ტენიანობა;  მოსწონს ტენიანი ჰაერი, ამიტომ მას რეგულარულად ნამავენ, მერე კი ფოთლებს წმენდენ რბილი ქსოვილით, რომ წყალი წვეთებად  არ დარჩეს მცენარეზე. გათბობის სეზონზე მცენარესარ დებენ გამათბობელთან ახლოს.
მორწყვა: რწყავენ ნადგამი წყლით მას მერე, რაც მიწის ზედაფენა შეშრება მარტიდან სექტემბრამდე უხვად. შემოდგომიდან ამცირებენ, ზამთარში კი მინიმუმამდედაჰყავთ.
ნიადაგი: სჭირდება სუსტადმჟავე ან ნეიტრალური,აუცილებლად ფხვიერი და ნოყიერი. ნიადაგი კარგი ჰაერ- და წყალგამტარი უნდა იყოს. იგიშედგება ბაღის, ტორფიანი, კორდის მიწის და ქვიშის ნარევისგან.
კვება: სასუქი შეაქვთ მხოლოდ თბილ თვეებშიდა მხოლოდ მინერალური კალცუმის დაბალი შემცველობით თვეში 2 ჯერ.
გადარგვა: პირველი 3 წელი ყოველწლიურად სჭირდება. მერე 3 წელიწადში ერთხელ. აუცილებელია საყრდენის ჩადება ახალ ქოთანში, რაზეცდაეხვევა ლიანა.
გამრავლება: ორგვარად შეიძლება წვეროსკალმებით  და ტოტის დაყოფით. კალმებს აჭრიან მხოლოდ ზრდასრულ მცენარეს, და აფესვიანებენ მიწაში ან წყალში. გამოცალკევებულ ტოტებსაცასევე 2 გზით აფესვიანებენ. წყალში საჭიროა 1-2 აბი ნახშირის ჩაყრა. დაფესვიანება ხდება25 გრ ზე. დაფესვიანებულ ტოტებს რგავენ ცალკე პატარა ზომის ჭურჭელში რამდენიმეს ერთად.
დაავადებები: ემტერება ბუგრი, ფარიანადა ტრიპსები, რის გამოც ფოთოლი ჰკარგავს ფერს, ყვითლდება, ხმება და ცვივა. მცენარეკი ზრდას წყვეტს. ეს მწერები ჩნდება მათთვის ხელსაყრელ პირობებში. ებრძვიან ქიმიური პრეპარატებით - ფიტოვერმი, აქტელიკი,დეცისი და სხვ.
პრობლემები: არასწორი მოვლისას მცენარეავადდება.
 - ჰაერი დაბალი ტენიანობისას ფოთლის კიდეებიდა წვერო ხმება და მთელი ფოთოლი ყავისფერდება და ცვივა.
 - არასაკმარისი სასუქის არადროული შეტანისასფოთლები ყვითლდება.
 - ჭარბად მორწყვის და დაბალი ტემპერატურისდროს - 15 გრ ზე ქვევით ღერების ლპობა იწყება.
 - არასაკმარისი განათების და მიწაში საჭიროსაკვების ნაკლებობისას ფოთლის ფერი მკრთალდება, ახალი ფოთლებიც შედარებით წვრილია.

07 October 0 4 936
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно