არაუკარია

ეს წიწვოვანი მარდმწვანე მცენარე წარმოშობით ავსტრალიიდანაა,ხარობს ახალ ზელანდიაშიც და ბრაზილიაშიც, გვარში 18 სახეობაა.
საკმაოდ ნელა იზრდება. ტოტები ტანიდან პერპენდიკულარულად ეზრდება და მკაცრად პირამიდულფორმას ქმნის. წიწვები 2 სმ ია სიგრძეში.
განათება: მოსწონს კარგი განათება, თუმცაეგუება მსუბუქ ჩრდილსაც. მზის პირდაპირი სხივები ზაფხულში არ უნდა ხვდებოდეს მცენარეს,მაგრამ სუფთა ჰაერი აუცილებელია. წლის სხვა სეზონზე სიგრილეში ყოფნა ურჩევნია -14-16 გრ ზე.
მორწყვა: ზაფხულში უხვად რწყავენ მას მერე,რაც მიწა გაშრება, მაგრამ ისე, რომ წყალი არ დაგუბდეს. ყოველდღიურად უნამავენ ფოთლებსაც.ზამთარში ზომიერად ირწყვება 3 დღეში ერთხელ.
კვება: ვეგეტაციის პერიოდში კვებავენ რეგულარულადყოველი მორწყვისას. სასუქის სრული კომლექსი თბილ სეზონზე შეაქვთ 2 კვირაში ერთხელ.მიწის ტუტიანობა სწრაფად დაუკარგავს მცენარეს დეკორატიულობას, ამიტომ სასუქი უნდა შეარჩიოთისე, რომ მიწის ბალანსი არ დაირღვას. სიცივეში მცენარეს არ კვებავენ.
გადარგვა: ახალნაყიდი მცენარე მიწიანადგადააქვთ ახალ ქოთანში, სადაც იგი დაახლოებით 3 წლის განმავლობაში გაიზრდება. მიწისშემადგენლობა ასეთია: კორდის მიწა, ქვიშა, ფოთლოვანი მიწა, ტორფი და წიწვოვანი მიწათანაფარდობით 1:1:1:1:0,5. ქოთნის ძირში დრენაჟის ფენაა საჭირო.  არსებობს სწრაფადმზარდი მცენარეებიც და მათი ჩარგვისასდიდ ქოთანში მალე დიდ  ხეს მიიღებთ.
გამრავლება: საკმაოდ ადვილია. საჭიროაგვერდითა ტოტები, წვეროს გადანაჭერი კალმები ან თესლი. სხვა მცენარეების მსგავსად მასთესლიც აქვს. ითესება გაზაფხულზე, როცა მოთბება და დღე დიდდება. საჭიროა მაქსიმალურადბუნებრივთან მიახლოებული პირობების შექმნა მცენარის ზრდისთვის.
შედარებით სწაფი მეთოდია დაკალმება. კალამს ჭრიან წვეროს ტოტებიდან ზაფხულში. გვერდითატოტების გამოყენებას კი  კალმად სპეციალისტებიარ გვირჩევენ. 

 
07 October 0 1 879
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно