ბრახიქიტონი

ხალხში ეს მცენარე ცნობილია როგორც ბოთლის ხე. ეს სახელიმისი ტანის უჩვეულო გარეგნობის გამო დაერქვა, რომელიც ძირში სქელია და მართლაც ჰგავსბოთლს.სამშობლო ავსტრალია, ოკეანია და ს- აღ აზიაა. მცენარე აღმიოაჩინა კ .შუმანმა - გერმაბნელმაბოტანიკოსმა მე 19 ს ში, სახელი ბერძნულია და „მოკლე პერანგს“ ნიშნავს. ეს მისი თესლისდამსახურებაა, რომელიც ძალიან ჰგავს ბეწვიან პერანგს.
განათება: იგი ბუნებაში მშრალ რეგიონშიიზრდება და პირდაპირ მზეს არ უშინდება. ჩრ მხარეს ცუდად გაიზრდება. გაზაფხულზე უცებარ დებენ ს. მხარეს,რადგან  მზეზე მცენარესმიჩვევა  სჭირდება  თანდათანობით.
ტემპერატურა: მოსწონს სიცხე - 25-28 გრზაფხულში, ზამთარში კი 10-16 გრ. რეგულარული განიავებაც საჭიროა.
ჰაერის ტენიანობა: კარგად იტანს ჰაერის სიმშრალეს, მაგრამ ზამთარში მაინც სჯობს გამათბობლისგან მოშორებოთ დადება.
მორწყვა: ზაფხულში სჭირდება რეგულარულად, ზამთარში თითქმისარ ირწყვება.
ნიადაგი: უნდა იყოს ჰაერგამტარი, მაგრამარც ისე ნოყიერი, მის მეტ წილს ქვიშა წარმოადგენს.
კვება: მხოლოდ მინერალური სასუქი სჭირდება გაზაფხულ-ზაფხულში სეზონზე ერთხელ.
გადარგვა: ესაჭიროება ფესვის ზრდის მიხედვით,ზოგჯერ დეკორატიულობითვის ფესვების ნაწილი ზემოთ ამოაქვთ, მაშინ მცენარეს  საყრდენი სჭირდება, რომ წონასწორობა შეინარჩუნოს,ან თიხის მძიმე ქოთანში უნდა ჩაირგას.
გასხვლა: გაზაფხულზე გაწელილ ტოტებს უპატარავებენ,რომლებიც ზამთარში განათების ნაკლებობის გამო დაგრძელდა. გადანაჭერს დასაფესვიანებლადიყენებენ და ასეც ამრავლებენ.
გამრავლება: შესაძლებელია ტოტით და თესლით.10 სმ სიგრძის ტოტებს ავლებენ სტიმულატორში და რგავენ ტორფში ან ქვიშაში, ასათბურებენ24-27 გრ ზე.
პრობლემები: განათების ნაკლებობა აავადებსმცენარეს, მზეს მიუჩვეველი ფოთლები კი გაზაფხულზე ადვილად ეწვება,
ჭარბად მორწყვა ფესვებს ადვილად ულპობს.
მცენარეს არ მოსწონს თამბაქოს კვამლი და მისგან დაცვა სჭირდება.
სახეობები: ნეკერჩხლისფოთოლა - ბუნებრივ პირიბებში იგირამდენიმე ათეულ მ ს აღწევს სიმაღლით, ტანის დიამეტრი კი 1- 2 მ ს.ტოტები გაშლილია,ფოთლები ტყავისებურია, ღია მწვანე ფერის და არ იცვლება მთელი წლის განმავლობაში.  ყვავილობს წითელი საგველა ყვავილედად შეკრული ყვავილებით.
კლდის - ესეც მარადმწვანეა, ოღონდ შედარებით დაბალი, მისი კულტივირება შესაძლებელია სახლის პირობებში, ტანის ქვედა ნაწილი დიამეტრში 2 მ ს აღწევს და მასში გროვდება სწორედსითხე მშრალ პერიოდში გამოსაყენებლად.
ფერადი - მისი ფოთოლი ყოველწლიურად ახლდება. ზედა მხრიდან შებუსულია, ოვალური ფორმისაადა გრძელ ყუნწზე ზის. ზემოდან მწვანეა. ქვემოდან - მოთეთრო ფერის. ქერქი ღია მწვანეატანზე. ვარდისფერი ან  წითელი ზანზალაკისებურიყვავილები შეკრულია ყვავილედებად და ფარს ქმნის. 

 
07 October 0 1 117
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно