ორქიდეის მოვლა

ორქიდეა მსოფლიოს მცენარეების მეათედ ნაწილს შეადგენს,ოჯახი საკმაოდ ძველია, მისი წარმომადგენლები ჯერ კიდევ გვიან ცარცულ პერიოდში აღმოაჩინესდა ანტარქტიდის გარდა, ყველგანაა გავრცელებული, სადაც მისთვის შესაფერისი პირობებია,მაგრამ უმეტესობას ტროპიკები მოსწონს.
უმეტესობა ეპიფიტს წარმოადგენს. მცენარეს არ აქვს განაყოფიერების ორმაგი პროცესი -მოყვავილე მცენარეების ერთერთი  მთავარი მიღწევა.ზოგი საკმაოდ დიდი იზრდება - 2 მ მდე, ზოგი კი ჯუჯაა. ტროპიკებში უმეტესობა ცხოვრობს ხეებზე, რაც მისსაყრდენს წარნმოადგენს და ეხმარება სინათლისკენ სწრაფვაში.ზოგი კლდეებს ეჭიდება ფესვებით.ნაპრალებში გროვდება მცენარეთა ნარჩენები და წყალი და იმით იკვებება. ზოგიც საერთოდვერ ხედავს დღის სინათლეს, რადგან მიწაში ცხოვრობს და ყვავილებს მიწაში მყოფი მწერებიამტვერიანებენ.
მცენარე ძალიან ლამაზია და მის გარშემო ბევრი ლეგენდაა. დღესაც კი დადის მითები სადღაც,ჯუნგლებში მყოფ მტაცებელ ორქიდეაზე, რომელიც ცხოველებით იკვებება და ადამიანსაც არიწუნებს. სინამდვილეში არსებობს მართლაც მტაცებელი მცენარეები, მაგრამ მათ საკვებსმხოლოდ მწერები და ფეხსახსრიანები წარმოადგენენ.
მოვლა სახლის პირობებში: გავრცელებული აზრი, რომ იგი საკმაოდ პრეტენზიული და რთული მისავლელი მცენარეა. მცირე სიმართლე არისაქ - მას მომატებული ტენიანობა სჭირდება ჰაერში, ცუდად იტანს სიმშრალეს და მტვერს.მაგრამზოგჯერ  2-3 შესხურებაც კი ცვლის სიტუაციას.
თუ მოვლის სწორ წესებს გაითვალისწინებთ, მცენარე პრობლემებს არ შექმნის, ის  დიდხანს გექნებათ სახლში და ხშირადაც იყვავილებს.მთავარი პირობა მოსვენების ეტაპის შექმნაა.
განათება: მცენარეს დებენ ან განათებულფანჯრის რაფაზე ან სპეციალურ აკვარიუმში მისი თბილი და ტენიანი ჰაერის სიყვარულის გამო.თუ დღე-ღამური ტემპერატურა დიდხანს ნარჩუნდება 14-15 გრ_ზე, შეიძლება ნაადრევად დაიწყოსყვავილების გამოტანა. მცენარეს ზრდიან პლასმასის ჭურჭელში, რომელსაც ძირში და გვერდებზებევრი ნახვრეტი აქვს. სანამ იგი ახალგაზრდაა,არ მოღონიერებულა, სჯობს საყვავილე ღეროს მოშორება, ორქიდეა თავს კარგად გრძნობს ლუმინესცენტური ნათურის ქვეშაც 30 სმ დაშორებით 12 სთის განმავლობაში. განათების საკმარისობას ადგენენ მცენარის მუხლთაშორის სივრცის სიგრძით.თუ იგი მოკლეა და ფოთლები ზემოთაა აწეული ან ძლიერ  დაშვებულია - სინათლე ზედმეტია. თუ მუხლთაშორისსივრცე დიდია - მაშინ აკლია განათება. მცენარეებიანი აკვარიუმის დადგმა შესაძლებელიატენიან, მაგრამ არც ისე კარგად განათებულ ადგილზე.
ტემპერატურა: ორქიდეები სამ ჯგუფად იყოფა- სითბოსმოყვარულები, საშუალო ტემპერატურის და სიცივისმოყვარულები.  ამის მიხედვით არჩევენ მთთვის ტემპერატურას. პირველ ჯგუფს მოსწონს 15-32 გრ დღისით, 15-18 გრ ღამით. მეორე ჯგუფისთვის ოპტიმალურია18-22 და 12-15 გრ, მესამეს კი სჭირდება 22 და 12-15 გრ შესაბამისად. ზოგადად, ისინიყველა კარგად გაიზრდება 18-27 გრ ზე დღისით და 13-24 გრ ზე ღამით.
მორწყვა: მას რწყავენ ანადუღარი ნადგამი წყლით, ნამავენ მტკნარი ან გამოხდილი წყლით. რადგან ხისტი წყალი ფოთლებზე ტოვებს ლაქებს.საკვებს აძლეენ მორწყვასთან ერთად.
ჰაერის ტენიანობა: ზამთარში ოთახში, სადაც ჩართულია გათბობა, ან ცხელი ზაფხულის დღეებში 2-3 ჯერადი შესხურება მას არ უშველის.მას არ ნამავენ, თუ მზეზე დგას, ყვავილობისას კი ცდილობენ, ყვავილს არ მოხვდეს წყალი,დანამვა სჯობს დილით ან სადილის შემდეგ, ღამით კი მხოლოდ ოთახში მყოფ ორქიდეას ასხურებენდა არა აივანზე მყოფს, ანუ როდესაც არაა ტემპერატრის უეცარი დაქვეითების საშიშროებაღამით.  ჰაერის კარგ დამატენიანებელს წარმოადგენსჩვეულებრივი თევზებიანი აკვარიუმი, ზოგჯერ ქოთანს დებენ სველ კერამზიტიან სადგამზე.
გადარგვა: ახალშეძენილი მცენარე არ უნდაგადარგათ უცებ, მცენარეს  შეუძლია თავის სუბსტრატშიყოფნა დაახლოებით 2 წელი, იგი მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში ირგვება - ან როდესაც მაღაზიაში სუბსტრატად ხავსი სფაგნუმი იყო გამოყენებული.
ორქიდეა და ფენ-შუი: მიჩნეულია, რომ იგიეხმარებაა ადამიანს საყოფაცხოვრებო პრობლემების დაძლევაში, დეპრესიის დამარცხებაში,ხელოვან ადამიანებს  სტიმულს აძლევს. ორქიდეისმუქი წითელი ყვავილი კი აპათიას და სიზარმაცეს ბლოკავს.
06 October 0 13 113
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно