როდის ვიღებთ შროშანის ბოლქვებს

ამ საკითხზე ყველას თავისი შეხედულება აქვს. ზოგს ამოაქვსმიწიდნ, ზოგი სპეციალურ საფარს აწყობს მისი ბოლქვებისთვის ჩამოცვენილი ფოთლების დანაძვის ტოტებით, ზოგი კი ფიქრობს, რომ უამისოდაც მშვენივრად ყვავილობს.
რატომ იღებენ ბოლქვებს:  შროშანი უპრეტენზიო მრავალწლიანი მცენარეა. ოჯახისაკმაოდ მრავალრიცხოვანია, უამრავი სახეობით, ჯიშით და ჰიბრიდით. ყველა მათგანს საკუთარითავისებურებები  და მოთხოვნები აქვს გარემოსადმი.ცივ ზამთარს სხვადასხვა სახეობა სხვადასხვაგვარად იტანს.
 - მიწაში ადვილად იზამთრებს  „დაურიის“ და „ პენსილვანიური“ შროშანი და    ჰიბრიდები-  ლა, ოტ, აო , ასევე აზიური ჰიბრიდების უმეტესობა.
 - საფარქვეშ ზამთარში ძლებს -„სამეფო“ და„კანდიდუმი“
 - ამოღება სჭირდება - ამერიკულ, აღმოსავლურჰიბრიდებს, მილისებრ შროშანებს და შვილეული ბოლქვებით სავსე აზიურ ჰიბრიდებს.
აზიურ ჰიბრიდებს  შვილეული ბოლქვებით  იღებენ საშემოდგომოდ და დედა მცენარეს აშორებენპატარა ბოლქვებს, რადგან მათ დიდი ენერგია მიაქვთ დედისგან, ასევე წყალი და საკვები.დედა მცენარე ამის გამო ცუდად იზრდება და ყვავილობს.
არის კიდევ ერთი არგუმენტი მიწიდან მისი ბოლქვების ამოღებისთვის - მცენარე წლების განმავლობაშიაგროვებს მავნე ნივთიერებებს ბოლქვებში, მერე კი იგი მიწაში გამოიყოფა, მიწა ბინძურდებაამ ნივთიერებებით და საბოლოოდ კვების მაგიერ წამლავს მცენარეს. შესაბამისად, იგი ჰკარგავსდეკორატიულობას და ადვილად ავადდება. ყვავილი მცირდება ზომაში და შედარებით ცოტაა რაოდენობითაც,ამის თავიდან ასაცილებლად მას 4-5 წელიწადში ერთხელ ახალ ადგილზე სჭირდება გადარგვაან მიწა უნდა შეეცვალოს ძველ ადგილზე.
როდის იღებენ ბოლქვებს: ეს ჯიშზეა დამოკიდებული,ყველას თავისი მომწიფების ვადები აქვს, რაც მთავარი ნიშანია ბოლქვის ამოღებისთვის.იმისთვის, რომ მაქსიმუმს მიაღწიოს და კარგად დამწიფდეს, საკვები ესაჭიროება, რასაცბოლქვი იღებს ყვავილობის დასრულების მერე საყვავილე ღერიდან და ფოთლებიდან. ამიტომყვავილობის დასრულებისთანავე მიწიზედა ნაწილს არ აჭრიან - იგი თავისით უნდა ჩახმეს.
საშუალო კლიმატურ პირობებში შროშანის ბოლქვების ამოღების თანმიმდევრობა  ჯიშების და ჰიბრიდების მიხედვით ასეთია:
ჯერ იღებენ ლა ჰიბრიდებს და აზიურ ჯიშებს - 10-20 აგვისტოსთვის
მერე  - ოტ ჰიბრიდებს 20-31 აგვისტო
ბოლოს - აღმოსავლურ ჰიბრიდებს 1-10 სექტემბერი.
ამოღების ვადები შეიძლება შეიცვალოს ამინდის გათვალისწინებით
06 October 0 2 500
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно