ოთახის მცენარეების მყნობა

იმისთვის, რომ მცენარეები ადვილდ და სწრაფად გამრავლდეს, უამრავი მეთოდი არსებობს. პოპულარული მეთოდია მყნობა -სასურველი მცენარის შეზრდა ძირზე,რომელიც არადეკორატიული და ველურად მზარდია. ასე მაგ. ბაღის ხვიარა ვარდს შოტლანდიურასკლიზე ამყნობენ, სხვაგვარად ველურ ვარდს ყვავილი წვრილი, ტოტები კი ძირს დაშვებულიდა წვრილი ექნება. ეს მეთოდი გამოდგება მცენარეებისთვის, რომლებიც ძნელად ფესვიანდება- ვარდი, კამელია. აზალია, კაქტუსი, ციტრუსები. ამ მეთოდით შესალებელი ხდება შტამბური, მტირალა ანჯუჯა ფორმების მიღება. არის საძირე მცენარე - რაზეც ხდება მყნობა და სამყნობი-  მცენარის ნაწილი, რისი მიღებაც გვსურს საბოლოოდ.დამყნილი მცენარე ასე გამოიყურება - ზედა ნაწილი დეკორატიულია, ქვედა - ველური. ქვედანაწილი კვებისთვის და კარგი ზრდისთვისაა მნიშვნელოვანი, იგი იცავს მცენარეს დაავადებებისგან.ზოგჯერ ამ მეთოდს მცენარის გასაახალგაზრდავებლად იყენებენ, ასევე ყვავილობის და მოსავლიანობისდასარეგულირებლადაც.
კაქტუსს, რომელიც დაზიანდა პათოგენური მიკრობებით ჭარბი მორწყვისას, აჭრიან თავს დამას ამყნობენ უკვე ადაპტირებულ კაქტუსს, ამ გზით შესაძლებელი ხდება მცენარის გადარჩენა.
როგორ იმყნება სწორად: წარმატებით რომგანხორციელდეს პროცესი, რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი:
 - უნდა შეირჩეს საღი მცენარეები.
 - მყნობის სწორი ტექნიკა უნდა იცოდეთ
 - უნდა გქონდეთ საჭირო ინსტრუმენტები
 - სწორად უნდა შეირჩეს სეზონი.
კარგი პერიოდია გაზაფხული. არსებობს მოსაზრება, რომ ორივე მცენარე ერთი სახეობისა იყოს,თუმცა საღი და ძლიერი მცენარე სწორედ სხვადასხვა სახეობის მყნობით მიიღება, რომლებიცერთ ოჯახსაც არ ეკუთვნიან ხშირად.
მყნობა ხდება მცენარის ღერზე ან ტანზე, რაც საკვები ნივთიერების წყაროს წარმოადგენსზედა ნაწილისთვის. კვიტრი უნდა აიჭრას უშუალოდ მყნობის წინ  და არა უფრო ადრე. მას აცლიან ფოთლებს და დებენ წყალშიპროცედურამდე.
ძირითადი მეთოდები: კვირტით მყნობა - კვირტს აჭრიან ქერქის მცირე ნაწილთან ერთად და არგებენ საძირეს ღეროსჭრილს.
კალმით - კვირტის ნაცვლად იყენებენ კალამს.
ირიბი მყნობა - თანაბარი ზომის ორივე მცენარეს გადაჭრიან ერთნაირი კუთხით, გადანაჭერსადებენ ერთმანეთს მჭიდროდ და გადაახვევენ.
ნაპრალში - კეთდება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ჭრილი საძირეზე, და ჭრილს გადახსნიან. სოლივით მოჭრილ რამდენიმე კალამს დებენმიღებულ ნაპრალში, მერე გადაახვევენ ბინტით, ზემოდან კი წებოვანი ლენტით. ამ მეთოდსხშირად იყენებენ კაქტუსების, წიწვოვანი ხეების და ბუჩქებისთვის.
ახლადდამყნილ მცენარეს დებენ სითბოში, კარგად განათებულ ადგილზე, რწყავენ ზომიერად.თუ მყნობა წარმატებული იყო, 2 კვირაში შეხორცდება გადანაჭერი.
06 October 0 3 081
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно