კალანჰოე

ეს მცენარე კარგადაა ცნობილი სხვა სახელითაც - შინაური ექიმი, სიცოცხლის ხე, შინაური ჟენშენი და სხვ. ეს სახელები სრულიად გამართლებულია, რადგან მისი წვენი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და ფართოდ გამოიყენება მედიცინაში.
მცენარე ამტანი და გამძლეა, უპრეტენზიო, ადაპტირდება ნებისმიერ გარემოში, ადვილად ჰპატიობსმოვლისას დაშვებულ შეცდომებს, ამიტომ მისი მოვლა დამწყებ მოყვარულებსაც შეუძლიათ. მინიმალურიყურადღების გამოჩენისას მცენარე არა მარტო სარგებლის მომტანი იქნება, არამედ სილამაზითაცგაგახარებთ.
იგი სუკულენტია, ფოთოლში და ღეროში  იგროვებს წყალს. მისი ახლო ნათესავია ბარაქის ხეც.
განათება: დიდად მნიშვნელოვანი არაა, ზაფხულში კომფორტულადაა დას და აღ მხარეს ფანჯრების რაფაზე, მზის პირდაპირმა სხივებმა შეიძლება დაუწვას ფოთოლი, ამიტომ ზაფხულში ჩამოფარება სჭირდება. თუ სინათლე არასაკმარისია, ტოტები ეწელება, ყვავილი კი უწვრილდება. მისი ყვავილობისთვის აუცილებელია 12 სთ იანი განათება.
ეს უნდა გაითვალისწინოთ და ზაფხულში მოუჩრდილოთ, ზამთარში კი დამატებითი განათების ქვეშ დადგათ, რომ მან უხვად იყვავილოს.
ტემპერატურა: კარგად უძლებს ზაფხულის სიცხეს-30 გრ და მეტს, ზამთარში მოსწონს სიგრილე - 16-18 გრ. ასე ხდება საყვავილე კვირტებისფორმირება. უფრო მაღალ ან დაბალ ტემპერატურაზე ეს პროცესი ფერხდება.
ჰაერის ტენიანობა:  მნიშვნელოვანი არაა, ადვილად ეგუება მშრალ ჰაერსაცდა ტენიანსაც, ჰიგიენური მიზნით უნამავენ ფოთლებს და მერე რბილი ქსოვილით წმენდენ.
მორწყვა: წყალი უყვარს და მიუხედავად იმისა, რომ სუკულენტია,რეგულარული მორწყვა სჭირდება. რეჟიმი რეგულირდება ტემპერატურის და მცენარის ზომის დამდგომარეობის მიხედვით, მშრალ ცხელ ამნიდში უხვადაც უნდა მოირწყას. ჩრდილში ზომიერად რწყავენ 2-3 დღეში ერთხელ. ზამთარში კი მინიმუმამდე ამცირებენ.  იგი კარგად იტანს უწყლობას, მაგრამ მგრძნობიარეაგადაჭარბებული მორწყვისადმი.
ნიადაგი: გამოდგება სუკულენტებისთვის განკუთვნილი მიწა, რაც შედგება  კორდის და ფოთლოვანი მიწის, ტორფის და ქვიშის თანაბარირაოდენობებისგან. უმატებენ ასევე ხის ნახშირს და პერლიტს. ქოთნის ძირში კი ყრიან დრენაჟს.
კვება: ოპტიმალურია კაქტუსების სასუქისმიცემა მაისიდან ივლისამდე 2 კვირაში ერთხელ, მერე კი საშემოდგომოდ, როცა ხდება ახალიკვირტების ჩამოყალიბება.
გადარგვა: ირგვება მაშინ, როცა ქოთანი დაუპატარავდება, ან მორწყვისას მიწა ზედმეტად მჟავდება.
გასხვლა: მცენარეს რომ დეკორატულობა შენაუნარჩუნდეს,საჭიროა გასხვლა. ეს გაზაფხულზე სჯობს, დაგრძელებულ ტოტებს უმოკლებენ 2/3 ზე და ხშირადნახევარზეც კი.  დასაბუჩქად კი ზაფხულში ტოტებსთავს აწყვეტენ, განსაკუთრებით ახალგაზრდა მცენარეებს. კიდევ ერთხელ მსუბუქად სხლავენყვავილობის შემდეგაც.
გამრავლება: ადვილად მრავლდება ტოტით,ფოთლით, შვილეული ამონაყრით. მათ გაზაფხულზე აფესვიანებენ სველ ქვიშაში სათბურში
დაავადებები: ხანგრძლივი დროით არასწორი მოვლისას სუსტდება და კვდება, ჭარბად მორწყვისას კი ავადდება ნაცარა სოკოთი, ნაცრისფერი ლპობით, აზიანებს ასევე ბუგრიც
სახეობები: გვარში 20 მდე სახეობაა, მათგან რამდენიმე ძალიან პოპულარულია:
ბრიოფილუმი, ანუ ბლოსფელდის კალანჰოე - მრავალრიცხოვანი ყვავილობით გამოირჩევა, რომლებიც შეკრულია ქოლგა ყვავილედად მაღალ საყვავილე ღერზე და უამრავი ფერისაა. მცენარე ძალიან უპრეტენზიოა.
კალანდივის - მიღებულია სელექციით, კომპაქტურიადა ნახევარწლიანი ყვავილობის პერიოდი აქვს.
მანგინის - მინიატურულია - 15 სმ ია ზომით, და ეგზოტიკური ყვავილები აქვს, ჰგავს ზანზალაკებს.
დეგრემონის - არ ყვავილობს, აქს გრძელი სწორმდგომი ღერო და გრძელი მწვანე სამკუთხაფოთლები
ბუმბულისებრი - ყველაზე ამტანია, მაღალი და ყვავილების საინტერესო შეფერილობა აქვს- თეთრი თანდათან გადადის მწვანეში, მის წვენს აფთიაქში ჰყიდიან
კალანჰოე ადვილად გასაზრდელი მცენარეა სახლის პირობებში, გარკვეული წესების დაცვისასიგი დიდხანს და უხვად იყვავილებს.

 
06 October 0 17 687
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно