კოლორადოს ხოჭო

როგორ დავიცვათ მცენარეები ამ მავნებლისგან? უამრავიმეთოდი გამოსცადეს, ბრძოლაში ჩაერთნენ მეცნიერებიც, პრაქტიკოსებიც, მაგრამ ვერაფერიმოუხერხეს მწერს, იგი საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, ქიმიური სშუალებები მასზე არ მოქმედებს. ბევრს კარტოფილი დიდი რაოდენობით მოჰყავს და ამ ხოჭოსგან დაცვას ქიმიკატებით ცდილობენ, რამდენჯერმე გამეორებაც სჭირდება, მაგრამ ამით კარტოფილის ხარისხი უარესდება,მასში გროვდება მავნე ნივთიერებები, მავნებელს კი არაფერი მოსდის, იგი სწრაფად ეჩვევა პრეპარატებს, ამიტომ მისი შეცვლა ხშირად ხდება საჭირო.
შედარებით მარტივია ხოჭოსთან ბრძოლა პატარა ნაკვეთებში: მათ მექანიკური გზით აშორებენ, სათლში ასხამენ კონცენტრირებულ მარილწყალს და შიგ აგროვებენ ხოჭოებს ცოცხის დახმარებით. კიდევ ერთი მეთოდი ხაფანგის დადგმაა - ჭურჭელში დებენ ძველ კარტოფილს და კვლებში ალაგებენ. მერე კი „ხოჭოს მოსავალს“ აგროვებენ და წვავენ.
უფრო რთულია მატლებთან ბრძოლა. ისინი ინიღბებიან ფოთლებში და ძნელი აღმოსაჩენია. მათიფოთლიდან აცლაც ძნელია, ამიტომ ფოთოლს წყვეტენ ან მატლებს პირდაპირ სრესენ.
 
05 October 0 2 362
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно